7 ნოემბერს მედიაწარმომადგენლებს და საზოგადოებისთვის ცნობილ ინფლუენსერებს მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ბრენდის, TOM FORD-ის ექსპერტი მიხაილ ტიმოფეევი შეხვდა.
შეხვედრა „ლუტეციას“ მაღაზიაში გაიმართა (პეკინის ფილიალში), სადაც ისინი გაეცნენ ბრენდის კონცეფციას, მისი შექმნის ისტორიას და პროდუქტებს, რომლებიც პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ლუტეციაშია“ ხელმისაწვდომი.
TOM FORD-ის სუნამოები პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ლუტეციამ" ქართველ მომხმარებელს პირველად 2007 წელს შესთავაზა. ამჟამად კი ქსელში წარმოდგენილია ორი TOM FORD – Signature და ექსკლუზიური TOM FORD Private Blend ხაზით. მათ შორის, ლიმიტირებული გამოშვებებიც.
TOM FORD-ის პროდუქტები გამოირჩევა ინგრედიენტების სიძვირფასით. ყველაზე წარმატებული დიზაინერის პირადი ლაბორატორიის მიერ შექმნილი უნიკალური სუნამოები მუდამ ტრენდული და მარადიულია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სუნამოს, BLACK ORCHID-ის ინგრედიენტი თავად ტომ ფორდის გამოყვანილია.
პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“ მომხმარებელს 8 ნოემბერს პეკინის 25 ნომერში მდებარე მაღაზიაში TOM FORD მომხმარებლის დღეს სთავაზობს, სადაც ამავე ბრენდის სრულ სპექტრზე გავრცელდება -30% ფასდაკლება. „ლუტეცია“ მადლობას უხდის პრესის წარმომადგენლებს და მედიაინფლუენსერებს ინტერესისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც გავამართლებთ ჩვენი მომხმარებლების მოლოდინს.
R