მხოლოდ 5-7 გამოყენება და თქვენს სახეზე ცვლილება აშკარა იქნება. ჭარხალი მდიდარია საკვები ნივთიერებებით, რომლებიც აუმჯობესებს კანის სტრუქტურას. ეს გახლავთ რკინა, ვიტამინებისა და მინერალების მთელი საბადო - ეს უკანასკნელნი კანს ჯანმრთელ და ხასხასა იერს ანიჭებს.
ინგრედიენტები:
1 ჭარხალი
2 ს/კ თიხა (მულანი მიტი)
1 ჩ/კ ლიმონის წვენი
1 ს/კ იოგურტი
მომზადება:
აიღეთ ჭარხალი და გახეხეთ, გამოწურეთ წვენი.
2 ს/კ თიხას დაუმატეთ 2 ს/კ ჭარხლის წვენი და 1 ჩ/კ ლიმონის წვენი, ასევე, 1 ს/კ იოგურტი. აურიეთ კარგად.
მიღებული პასტა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთი.
15 წუთში ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით.
გამოიყენეთ ნიღაბი კვირაში 2-ჯერ მეტი ეფექტის მიღებისთვის.