უამრავ ქალს აწუხებს საკითხი, თუ როგორ შევძინოთ თმას მოცულობა. თხელ თმაზე ყველანაირი ვარცხნილობა არც თუ ისე კარგად გამოიყურება, ამიტომაც არსებობს თმისთვიც მოცულობის მიმცემი რამდენიმე საშუალება.
ვარცხნილობა თმის მოცულობისთვის
საშუალო სიგრძის თმის ვარცხნილობა, რომელიც მოცულობას ჰმატებს, ძალიან სწრაფად კეთდება. საჭიროა მოხერხებული მოძრაობით 4 ნაწილად გაიყოს თმა და ზემოთ აზიდული დაფიქსირდეს ლაქით.
რამდენიმე ზუსტი მოძრაობით ვაჭრით კუდებს! შედეგად გამოდის - ლამაზი, საფეხურებიანი ვარცხნილობა, რომელიც მოცულობითია და ამასთან ძალიან მოდური.
ვარცხნილობის გაკეთების დეტალური მასტერკლასი იხილეთ ვიდეოში.
მრავალსაფეხურიანი ვარცხნილობები 2017 წლის ტრენდია. თმა ასე უფრო ჰაროვანია; სწორ თმასაც ძალიან მოუხდება ასეთი ვარცხნილობა.
ნუ დაივიწყებთ, რომ ვარცხნილობა არა მოდის, არამედ სახის ტიპის მიხედვით უნდა შეირჩეს. სხვა ქალს რაც იდეალურად უხდება, შეიძლება თქვენს თავზე ლამაზად არ გამოიყურებოდეს.