ვინაიდან მოდაში ძალიან მოკლე ვარცხნილობები კვლავ ბრუნდება, გადავწყვიტეთ მოგითხროთ, თუ რა უნდა იცოდეთ მანამ, სანამ სტილისტს ეტყვით: "უფრო დაამოკლე, გეთაყვა!"
ყველას არ უხდება
გგონია, რომ მოკლე ვარცხნილობით დემი მურივით სექსუალური იქნები, მაგრამ გამოდიხარ სალონიდან და ჰგავხარ ზღარბს. გაითვალისწინეთ სახის ტიპი, ყურებისა და თავის ქალის ფორმა, ყელის სიგრძე, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ.
მრავალფეროვანი ვარცხნილობა
არავითარი დალალები, კუდები და საინტერესო ვარცხნილობა. შენი ყოველდღიური არჩევანი შემოიფარგლება იმით - გადაიყო თმა მარცხნივ თუ მარჯვნივ. და როცა თმა წამოიზრდება, დაიტანჯები იმაზე ფიქრით, თუ როგორ დაიყენო.
გარშემომყოფების განსჯა
ყველას დააინტერესებს, თუ რა გახდა ასეთი კარდინალური ცვლილების მიზეზი. ზოგი იფიქრებს, რომ საყვარელ ადამიანს დაშორდი და ნერვებმოშლილმა დაიკორტნე თმა, ზოგი იტყვის, გაგიჟდაო, ზოგი კი საერთოდაც მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ.
გრძელი თმა უფრო გიხდებოდა
ასევე, უამრავი ადამიანი, იქნება ეს მეგობრები თუ ნათესავები, მუდმივად შეგახსენებს, რომ გრძელი თმა უფრო გიხდებოდა. შეიძლება ასეც კარგი იყოს, მაგრამ ხომ იცი, ხალხს მხოლოდ ჭორაობის საბაბი მიეცი - არ გაჩერდებიან.
მამაკაცთან შედარება
საზოგადოებაში მიიჩნევა, რომ ძალიან მოკლე ვარცხნილობა მხოლოდ მამაკაცებმა უნდა ატარონ. ამიტომ გამუდმებით მათ შეგადარებენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თავად მამაკაცები მოკლე ვარცხნილობას სექსუალურად მიიჩნევენ.
ფენის მუდმივი გამოყენება
საღამოს აუცილებლად მოგიწევთ შხაპის მერე თმის ფენით გაშრობა, რადგან თუ ამას არ იზამთ, დილით სარკეში საკუთარი გამოსახულების შეგეშინდებათ.
თმის გაზრდის პროცესი
რამდენიმე ჯოჯოხეთური კვირა გელით, როცა ვარცხნილობას შეუძლებელია ვარცხნილობა უწოდო - უბრალოდ, სრული გაუგებრობაა, სანამ თქვენი მოკლე თმა "კარემდე" მაინც გაიზრდება.
წვიმიანი ამინდი
როცა გარეთ წვიმს, ყველა ქალი ისედაც ბაბუაწვერას ჰგავს. შენ კი ძალიან სახალისო ბაბუაწვერა იქნები. თუმცა, ეს ყველაზე უარესი არ არის, ზოგს მოსწონს კიდეც.
შოკირებული საყვარელი მამაკაცი
აი, ვის გაუძნელდება, იერ-სახეშეცვლილ ქალს შეეგუოს. თქვენს საყვარელ მამაკაცს მოენატრება ის დრო, როცა თმაზე გეფერებოდათ. გავა დიდი დრო, სანამ აღგიქვამთ ისეთად, როგორიც ხართ.
კვლავ მოისურვებთ ცვლილებებს
ასეთია ქალის ბუნება, მუდამ სიახლეები სურს. და უკვე რამდენიმე კვირაში კვლავ მოისურვებ გრძელ თმას, მაგრამ სამწუხაროდ, დიდხანს მოგიწევს ლოდინი. აქ მხოლოდ პარიკები ან თმის მიწებება თუ გიშველის.