10 საიდუმლო თმის გასახშირებლად და სიბზინვარის მისანიჭებლად
10 საიდუმლო თმის გასახშირებლად და სიბზინვარის მისანიჭებლად
ყველას უყვარს სქელი, გრძელი თმა. კარგი თმის სტილს შეუძლია შენი თავდაჯერებულობის ამაღლება. გქონდეს ჯანმრთელი თმა, ასეთი თმის მიღება შესაძლებელია სწორი კვებითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით. აი, რამდენიმე საიდუმლო, ხშირი და ლამაზი თმის შესანარჩუნებლად:


1. დროულად მიხედე ქერტლს

ჯანმრთელი თავის ქალის კანი არის ჯანმრთელი თმის გასაღები. შეიძინეთ შამპუნი, რომელიც შეიცავს სალიცილის მჟავას. თუ ნატურალურ პროდუქტებს ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ წაისვით თავის ქალის კანზე ლიმონის წვენი.

2. დალიეთ, სულ ცოტა, 8 ჭიქა წყალი დღეში

ეს არის გასაღები არა მარტო თმის, არამედ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის. სწორი ჰიდრატაცია უნარჩუნებს თქვენს თავის ქალის კანს სიჯანსაღეს და ხელს უწყობს თმის სწრაფ ზრდას. ეცადეთ, სულ გედგათ მაგიდაზე წყლით სავსე ბოთლი, რათა მიიღოთ სასურველი რაოდენობით წყალი დღის განმავლობაში.

3. დაიმასაჟეთ თავის კანი
დღეში, სულ ცოტა, 2 წუთის განმავლობაში თავზე გაიკეთეთ მასაჟი. ეს ეხმარება სისხლს მოძრაობაში, რაც შემდეგ იწვევს თმის სწრაფ ზრდას. განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ხელების ზევიდან ქვევით წამოსული მოძრაობა.

4. ჩაიტარეთ ზეთის პროცედურა ძილის დროს

სცადეთ ქოქოსის ზეთი ან ინდური ზეთი, წაისვით თმის ძირებზე კვირაში ერთხელ მაინც. ქოქოსის ან სხვა ზეთი ამაგრებს თმის ძირებსა და მთლიანად ღერებს, რაც მათ ნაკლებ მტვრევადობას განაპირობებს. უნდა წაისვათ ზეთი, თმა შეიკრათ და აიწიოთ მაღლა, დაიძინოთ პირსახოცზე და შემდეგ დატკბეთ თქვენი ჯანმრთელი თმით.

5. მიიღეთ ომეგა-3
ჯანმრთელ თმას სჭირდება ჯანმრთელი საკვები. შეარჩიეთ საკვები, რომელიც შეიცავს ომეგა 3-ს. მაგალითად: ორაგული, ავოკადო ან ნუში.

6. მოერიდეთ შამპუნის გადამეტებული დოზით გამოყენებას
ბევრმა დაბანამ შეიძლება თავის ქალის კანი გამოაშროს. შეეცადეთ, თავი შამპუნით დაიბანოთ კვირაში მხოლოდ 2-ჯერ, რათა თმამ შეინარჩუნოს თავისი ნატურალური ცხიმი. დიდი დოზით შამპუნის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მშრალი თმა, თმის მტვრევა და ქერტლიც კი.

7. ნაკლებად გამოიყენეთ პროდუქტები, რომლებიც თმას აცხელებს
მაგალითად, იშვიათად გამოიყენეთ ფენი,
თმის გასასწორებელი და თმის დამხვევი საშუალებები. კვირაში მაქსიმუმ ერთხელ გამოიყენეთ ისინი, რათა მათგან გამოწვეულ საფრთხეს აარიდოთ თავი. დიდი რაოდენობით სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს თმის მტვრევა, ბოლოჭამიები და სიმშრალე.

8. გამოიყენეთ დამცავი, თუ იყენებთ რომელიმე ზევით აღნიშნულ საშუალებას
თუ აუცილებლად გჭირდებათ ფენის, გასასწორებლის ან დასახვევის გამოყენება, დაიცავით თმა. შეგიძლიათ გამოიყენოთ სილიკონის პროდუქტი, რომელიც იცავს თმას გადამეტებული სიცხისგან. მისი გამოყენება მაშინაც რეკომენდებულია, როდესაც მზეზე გიწევთ დიდი ხნით ყოფნა.

9. მოერიდეთ სველი თმის დავარცხნას

სველი თმის ვარცხნა იწვევს მათ მტვრევას. თმა ხდება სუსტი, როდესაც ის სველია, მარტივად იმტვრევა. გამოიყენეთ ფართოკბილებიანი სავარცხელი, თუ სველი თმის დავარცხნა გიწევთ. უფრო მეტად ასეთი სავარცხელი უნდა გამოიყენონ დახვეული თმის პატრონებმა.

10. მიიღეთ საჭირო ვიტამინები
ვინაიდან სწორ დიეტას მივყავართ ჯანმრთელი თმისკენ, ეს იმის მანიშნებელია, რომ არსებობს ვიტამინები, რომლებიც დადებითად ზემოქმედებს თმაზე. მაგალითად, მიიღეთ ვიტამინები, რომლებიც შეიცავს თუთიას. ამას გარდა, თმის გაზრდას ხელს უწყობს B ვიტამინი. თუმცა ამ ვიტამინებთან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ისინი ხელს უწყობს თმის ზრდას სხეულის ყველა ადგილას. ამიტომაც მისი გადამეტებული დოზით მიღება არ იქნება კარგი გადაწყვეტილება.



კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
სუფთა თმა რამდენიმე წამში - როგორ უნდა გამოიყენოთ მშრალი შამპუნი
12:38 / 13-10-2017
წარმოიდგინეთ, რომ ძალიან ადრე ხართ ასადგომი, მაგრამ მაღვიძარას ბევრად უფრო ადრე აყენებთ, რადგან თქვენი თმა დაბანას საჭიროებს.
ხრიკები, რომლებიც თქვენს თმას სამმაგ მოცულობას მიანიჭებს
13:52 / 09-10-2017
გამოიყენე ეს მარტივი ხრიკები და მიანიჭე თმას მეტი მოცულობა და ბზინვარება.
10 პრობლემა, რომლებიც ძალიან მოკლე ვარცხნილობის მქონე ქალებს აწუხებთ
15:49 / 05-10-2017
ვინაიდან მოდაში ძალიან მოკლე ვარცხნილობები კვლავ ბრუნდება, გადავწყვიტეთ მოგითხროთ, თუ რა უნდა იცოდეთ მანამ, სანამ სტილისტს ეტყვით: "უფრო დაამოკლე, გეთაყვა!"
ნახეთ, რა შესანიშნავი ვარცხნილობაა. საჭიროა მხოლოდ 4 "კუდის" გაკეთება! (+ვიდეო)
11:46 / 12-09-2017
უამრავ ქალს აწუხებს საკითხი, თუ როგორ შევძინოთ თმას მოცულობა. თხელ თმაზე ყველანაირი ვარცხნილობა არც თუ ისე კარგად გამოიყურება, ამიტომაც არსებობს თმისთვიც მოცულობის მიმცემი რამდენიმე საშუალება.
როგორ ავიცილოთ თავიდან სიყვითლე თმის ქერად შეღებვისას
11:47 / 28-07-2017
გახსოვდეთ, რომ თმის წაბლისფრად ან შავად შეღებვა უფრო ადვილია, ვიდრე ქერად.
მოდური ვარცხნილობები ზაფხულისთვის
14:07 / 24-07-2017
ჩვენ შევარჩიეთ ზაფხულის ყველაზე მოდური ვარცხნილობები, რომელშიც აუცილებლად იქნებით ყურადღების ცენტრში.
თმის 5 ფერი, რომელიც აქტუალობას არასოდეს კარგავს
11:28 / 12-07-2017
საბაზისო პრინციპი — ძირები რჩება ნატურალური ფერის, სიგრძეზე კი შეგიძლიათ "ათამაშოთ" ფერები.
საუკეთესო ვარცხნილობები 40 წელს გადაცილებული, მრგვალი სახის მქონე ქალებისთვის. ბუნებრივი და მარტივი...
13:25 / 11-05-2017
მრგვალი, პუტკუნა სახისთვის სწორი ვარცხნილობის შერჩევა ყოველთვის საინტერესოა. იგი აუმჯობესებს პროპორციებს, გამოკვეთავს თვალებს, სახეს სასიამოვნო გამომეტყველებას სძენს.
ქეთა თოფურიას 15 ყველაზე შთამბეჭდავი MAKE UP და ვარცხნილობა
11:24 / 03-02-2017
ახალგაზრდა და ნიჭიერი ქეთა თოფურია ჯგუფ «A'STUDIO»-ში ქარიშხალივით შეიჭრა. მაშინ ის 17 წლის იყო.
5 მოდური ვარცხნილობა თხელი და ურჩი თმისთვის
12:59 / 26-12-2016
თხელი თმა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მისი მოვლა რთულია, დავარცხნა კი - უფრო რთული.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31