წარმოიდგინეთ, რომ ძალიან ადრე ხართ ასადგომი, მაგრამ მაღვიძარას ბევრად უფრო ადრე აყენებთ, რადგან თქვენი თმა დაბანას საჭიროებს.
ან წარმოიდგინეთ, რომ სამსახურში წასვლისას ქარბუქში მოყევით, სამსახურის შემდეგ კი პირდაპირ წვეულებაზე მიდიხართ, თქვენი თმა კი საკმაოდ ცუდი შესახედავია.
ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად მე-20 საუკუნეში მშრალი შამპუნი გამოიგონეს. ის წყლის გარეშე გამოიყენება.
საკმარისია, თმაზე შეიზილოთ და რამდენიმე წამში ის მას ცხიმიანობას მოაშორებს, სუფთა და მბზინვარე შესახედაობას მიანიჭებს. ამ ტიპის შამპუნი ძალიან კომფორტული და პრაქტიკულია რთული გრაფიკის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც უამრავი საქმე აქვთ და ამავდროულად, სურთ, რომ ლამაზად გამოიყურებოდნენ.
დღესდღეობით, სამწუხაროდ, მშრალი შამპუნი საქართველოში პოპულარული არაა, თუმცა მას ამერიკის მოსახლეობის 80% იყენებს. მშრალ შამპუნს ასევე აქტიურად იყენებენ ცნობადი სახეები, ვინაიდან მათ ძალიან რთული ცხოვრების წესი აქვთ და სჭირდებათ, რომ მუდამ მოვლილები და ლამაზები ჩანდნენ ეკრანზე. ამისათვის მშრალი შამპუნი მათთვის ძალიან მოსახერხებელია.
ნათან როუზენკრანსი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, სელებრითების რჩეული სტილისტია. ის აქტიურად იყენებს მშრალ შამპუნს და ყველას ურჩევს მის გამოყენებას, რადგან გარდა მოხერხებულობისა, ის თმებისთვისაც მეტად სასარგებლოა.
ცნობილი სტილისტი გვაძლევს 5 რჩევას, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ მშრალი შამპუნის გამოყენებამდე: განაგრძეთ კითხვა beaumonde.ge-ზე