ჭკვიანი, ლამაზი, დედა, ბრენდის Simplify დიზაინერი და ინსტაგრამის ვარსკვლავი, თამუნა წიკლარური Vogue-თან ჰყვება, თუ რატომ გამოიყურება მისი თმა უფილტროდაც იდეალურად.
1 . არ დააზიანოთ
თმის მოვლის ჩემი მთავარი წესია - არ დააზიანო! როცა სარისკო ექსპერიმენტებს არ მიმართავთ და თმას სიყვარულით ეპყრობით, ის ასევე გპასუხობთ - იზრდება ჯანსაღი, მტკიცე და ლამაზი.
2. რეგულარულად გამოიყენეთ ნიღბები
იმისთვის, რომ თმა იყოს ბზინვარე და დამყოლი, მე ყოველ მეორე დღეს ვიყენებ ზეთებზე დამზადებულ ნიღბებს. მაქვს რამდენიმე ბრენდის. არჩევისას მეგობრების რჩევებსა და საკუთარ დამოკიდებულებას ვითვალისწინებ, ხშირად პირველ რიგში არომატზე ვარ ორიენტირებული - განსაკუთრებით ტკბილი სურნელი მიყვარს.
3. უფრთხილდით საღებავს
ახლა მე ნატურალურ ფერს ვატარებ და თმას საერთოდ არ ვიღებავ. თუმცა, ყოველთვის ასე არ ყოფილა. 15 წლის ასაკში ძალიან შევეჩვიე შავ ფერს და ამ მავნე ჩვევას თავს ვერაფრით ვანებებდი. ახლა კი, როცა ბუნებრივი ფერი დავიბრუნე, ამ ხერხს საერთოდ აღარ მივმართავ. გაგრძელება