ცნობილი სტილისტი ენ კო ტრანი, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავებთან მუშაობს, ამტკიცებს, რომ მხოლოდ მშრალი თმა უნდა შეიჭრათ. მხოლოდ ასეა შესაძლებელი რეალურად კარგი ვარცხნილობის მიღება.
დაბანა, გაშრობა და შემდეგ შეჭრა - ასე მუშაობს ცნობილი სტილისტი თავის კლიენტებთან, რომელთა შორის არიან: გვინეტ პელტროუ, ჯესიკა ჩესტეინი და შენენ დოერტი. მისი ლაიფჰაკი უკვე 10 წლისაა.
"როდესაც თმა მშრალია, უკეთ დაინახავ თითოეულ ლოკონს, თუ როგორ დგება ის. სველი თმა კი სხვაგვარად იქცევა: წყლის წონა მათ დაბლა ექაჩება" - ხსნის ტრანი.
"მე შემიძლია დავინახო, რომელი ლოკონი არ დგება ისე, როგორც სხვები. როგორ ყენდება თმა ბუნებრივად. მშრალად შეჭრის დროს, ვარცხნილობა ბევრად ვიზუალიზირებულია და მე ასე უფრო შემიძლია ჩემი კლიენტების დაკმაყოფილება" - ამბობს სტილისტი.
სტილისტი ასევე გვირჩევს, თმა ჯერ შევიჭრათ და შემდეგ შევიღებოთ.
წყარო: today.com
ტენდენცია ვარცხნილობაში: "გოფრე" 1980-იანებიდან ბრუნდება