სიყვარულით, საფრანგეთიდან - ყველაზე დახვეწილი და ყველასათვის სასურველი საახალწლო საჩუქარი

თეა ინასარიძე
10:16 / 16-12-2020
ერთ თვეში ახალი წელია! ყველაზე ჯადოსნური და ძალიან კეთილი დღესასწაული, როდესაც ყველაზე მეტად გინდა, გაუკეთო დაუვიწყარი საჩუქრები შენთვის ყველაზე ახლობელ ადამიანებს. ახალი წლის ღამეს ოცნებები სრულდება! ამიტომ, საჩუქრების შერჩევა საკმაოდ დიდ ძალისხმევას და ყურადღებას მოითხოვს.


საბედნიეროდ, არსებობს ისეთი საჩუქრები, რომლებიც ყველასათვის სასურველია და რომელთა ჩუქების შემთხვევაში, დარწმუნებული იქნებით, რომ ადრესატი კმაყოფილი დარჩება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საახალწლო საჩუქარი ვიზუალურადაც განსაკუთრებული იყოს. საჩუქრის შეფუთვა დიდ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს ადამიანზე და ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თავად საჩუქარი. გეხმარება გამოხატო სიმპათია და სიყვარული, პატივისცემა და დაფასება ადრესატის მიმართ. ლამაზი შეფუთვითა და სენტიმენტალური ელემენტებით შეიძლება ემოციების ქარიშხალიც კი გამოიწვიოთ.

  • სწორედ ასეთ ემოციებს იწვევს ფრანგული ბრენდის, NUXE-ის ულამაზესი სასაჩუქრე ყუთები, რომლებიც სულ მალე ჯპს-ის სააფთიაქო ქსელში დაგხვდებათ. Gift Box-ების მრავალფეროვანი არჩევანი ყველანაირი ასაკისა და გემოვნებისთვისაა.

ცოტა რამ NUXE-ის შესახებ

სახელი NUXE არ არის შემთხვევითი.

ის მომდინარეობს სიტყვებისაგან "nature" („ბუნება“) და "lux" („ლუქსი“).

ფრანგული პრემიუმ-კლასის ნატურალური ბრენდის,
NUXE-ის ისტორია 1990-იანი წლებიდან იწყება.

ის დააარსა ალიზა ჟაბესმა, რომელიც გატაცებული იყო არომატითა და მცენარეული მედიცინით.

მან პირველმა დაიწყო ბუნებრივი წარმოშობის კოსმეტიკის წარმოება.

ალისას მიზანი იყო შეექმნა ნატურალური და მაღალეფექტური თავის მოვლის საშუალებები, რომელთა გამოყენებისას, მომხმარებელს უნდა მიეღო სიამოვნება.


NUXE-ის კოსმეტიკა მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით მზადდება. პროდუქტი არ შეიცავს პარაბენებს, მინერალურ ზეთებსა და ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს. ახლა ნატურალური კოსმეტიკის ბრენდი თითქმის 60 ქვეყანაში იყიდება. კანის მოვლის თითოეული პროდუქტი საფრანგეთში, ფარმაცევტული ხარისხის მოთხოვნის შესაბამისად მზადდება და ბუნების საოცრებასა და მეცნიერების მიღწევებს აერთიანებს.

„ნუქსს“ საკმაოდ ფართო ასორტიმენტი აქვს, მათ შორის, მამაკაცის ხაზიც. ნაოჭსაწინააღმდეგო სახისა და ტანის მოვლის და სხვა კოსმეტიკური საშუალებები 12+ ასაკის მომხმარებლებისთვისაა.

(მიიტანეთ "მაუსი" ფოტოზე გამოსახულ ნიშნებთან და "დააკლიკეთ")



  • ბრენდის ბესტსელერ პროდუქტს Huile Prodigieuse® სხვადასხვა არომატის მქონე მშრალი ზეთები და მბზინავი ზეთი წარმოადგენს. ეს პროდუქცია ყველა ქალისთვის სასურველია.
სასაჩუქრე ყუთები NUXE-ის ბრენდირებით, საფრანგეთშია დამზადებული. მას მოჰყვება სპეციალური ჩასაფენი ქაღალდები და გასაფორმებელი ელემენტები. არის მზა, წინასწარ აწყობილი პროდუქციით, ბიუჯეტური, მინი-მოდელები (ე.წ. სამოგზაურო ნაკრები) და ასევე, შესაძლებელია მომხმარებლის სურვილის მიხედვით არჩევაც. სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს სასაჩუქრე ყუთი უფასოდ და ჯპს-ის აფთიაქების თაროდან შერჩეული პროდუქციით შეადგინოს ნაკრები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ნუქსის“ მხოლოდ ერთ პროდუქტს შეარჩევთ, უფასოდ მიიღებთ სასაჩუქრე ჩანთას.

ლოქდაუნის პერიოდში, საკმაოდ რთულია მოიძიო ლამაზი სასაჩუქრე შეფუთვა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საჩუქარს საკუთარ თავს გაუკეთებთ, ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანია, ლამაზი შეფუთვით შეიძინოთ, რადგან თქვენ ამას იმსახურებთ!

Nuxe Huile Prodigieuse Minis Gift Set — La Mythique Collection

  • (მიიტანეთ "მაუსი" ფოტოზე გამოსახულ ნიშნებთან და "დააკლიკეთ")


ბრენდის ცნობილი მშრალი ზეთების მოყვარულთათვის გამოვიდა Nuxe Huile Prodigieuse Minis სასაჩუქრე ნაკრები - La Mythique Collection, რომელიც მოიცავს:

  • NUXE Huile Prodigieuse Multi Usage Dry Oil
  • NUXE Huile Prodigieuse Or
  • NUXE Huile Prodigieuse Riche
  • NUXE Huile Prodigieuse Florale

NUXE-ის დახვეწილი და ულამაზესი სასაჩუქრე ყუთების მრავალფეროვანი არჩევანი ძალიან გაგიადვილებთ საჩუქრის შერჩევის პროცესს.

ფრანგული საჩუქრით ნებისმიერი ადამიანის გულის მოგებას შეძლებთ!

გახსენით სასაჩუქრე ყუთები და დაათვალიერეთ NUXE-ის პროდუქცია.

კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
e87a93