გაიცანით, ეს გრეტა ტუნბერგია - 16 წლის შვედი სკოლის მოსწავლე, რომელიც აქტიურად იბრძვის კლიმატის ცვლილებების საკითხზე. ის "ნობელის" პრემიის ლაურეატია.
საზოგადოებისთვის ცნობილი 2018 წლის აგვისტოში გახდა, როდესაც სკოლაში გაფიცვა დაიწყო. ყოველ პარასკევს, გაკვეთილებზე დასწრების ნაცვლად, ის შვედეთის პარლამენტის წინ იდგა და მთავრობას პარიზთან დადებული შეთანხმების შესრულებას სთხოვდა (შეთანხმებას ხელი 2015 წელს მოაწერეს, ატმოსფეროში ნახშიროჟანგის გაშვების და გლობალური დათბობის ტემპების შენელების რეგულაციის მიზნით).
"პარასკევი მომავლის ნაცვლად" - ასე დაარქვა მან აქციებს, რომელსაც ძალიან ბევრი სკოლის მოსწავლე შეუერთდა.
მისი მოწოდება მთელმა მსოფლიომ აიტაცა. 15 მარტს, ნახევარი მილიონი მოსწავლე გამოვიდა გაფიცვაზე, კლიმატის დასაცავად.
ახლა, გრეტას "ინსტაგრამზე" 800 000 გამომწერი ჰყავს, ხოლო ჟურნალმა Time ის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი 100 ადამიანის სიაში შეიყვანა, დონალდ ტრამპთან და რომის პაპთან ერთად.
წყარო: peopletalk