ამიტომ, დროა, დავფიქრდეთ, როგორ გავართოთ ბავშვი. დედამ, როგორი დაკავებულიც უნდა იყოს, დღეში 15-დან 30 წუთამდე უნდა დაუთმოს შვილს. ჩვენ მიერ შედგენილი გასართობის სია ყველა ასაკის ბავშვისთვისაა გამოსადეგი. მაშ ასე, რითი უნდა გაართოთ
1. სამაგიდო თამაშები
სამაგიდო თამაშების მთავარი სარგებელი ურთიერთობის დამყარებაა. თამაშისას ბავშვი, პირველ რიგში, წესების დაცვას სწავლობს. უვითარდება მოთმინება (როცა თავის რიგს ელის), ეჩვევა მოგებისკენ სწრაფვას და წაგებასთან შეგუებას. ასწავლის სწორად რეაგირებას გამარჯვებასა თუ მარცხზე. ასეთი თამაშების არჩევანი წიგნის მაღაზიებში დიდია, თუმცა ყველაზე იაფად მათ საბავშვო ჟურნალებში შეხვდებით. მაგალითად, ჟურნალ "საბავშვო კარუსელის" ყოველ ნომერში სამაგიდო თამაში დაგხვდებათ.
