ევა ბარბაქაძემ იმიჯი შეიცვალა - ნახეთ ფოტოები

ევა ბარბაქაძემ იმიჯი შეიცვალა - ნახეთ ფოტოები
შორენა ბეგაშვილის მომხიბლავი გოგონა, ბოლო დროს "ინსტაგრამზე" ახალ-ახალი ფოტოებით გვანებივრებს და არც იმიჯთან დაკავშირებულ ცვლილებებს უშინდება.

ევამ ჯერ ექსპერიმენტი იმ კუთხით ჩაატარა, რომ თმის ფერი გაიღიავა. ახლა კი გადაწყვიტა, რომ რადიკალური ცვლილებების დროა და სწორედ ამიტომ, თმა შეიჭრა.

როგორც ხედავთ, ევამ ჩაცმის სტილშიც გარკვეული კორექტივები შეიტანა და კლასიკურ სამოსს უფრო ხშირად იცვამს, ვიდრე ადრე.

გამომწერები სიახლეს დადებითად გამოეხმაურნენ, მხოლოდ ერთი კომენტარი იყო, სადაც მას ძველი სტილის დაბრუნებას სთხოვდნენ. დანარჩენები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ ევას მოკლე
თმა და ახალი სტილი ძალიან მოუხდა.

მსგავსი ვარცხნილობა, ევას ასაკის გოგონებში ამ სეზონზე ძალიან პოპულარულია.

ევა "ინსტაგრამზე" საკმაოდ პოპულარულია და ბევრი მეგობარიც ჰყავს.  მის ახალ ფოტოებს პერიოდულად შორენაც აქვეყნებს, რასაც რა თქმა უნდა დიდი გამოხმაურება აქვს.


ერთად გადავხედოთ ბოლო პერიოდში გოგონას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს. როგორ ფიქრობთ ძველი იმიჯი უფრო უხდებოდა, თუ ახლანდელია უკეთესი?


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93