ანასტასია ხაჩიძე დედას, ხათუნა ჟორდანიას ძალიან დაემსგავსა, - ეს მსგავსება ხათუნას მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში მკაფიოდ ჩანს.
როგორც ცნობილია, ანასტასია ძალიან აქტიურია "ტიკ-ტოკზე" და ხშირად ქმნის და აქვეყნებს სხვადასხვა ვიდეოს. ბოლო დროს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოში ანასტასია ხათუნას "ლუქებს" ირგებს.
გოგონა ბავშვობიდან სიმღერის და ცეკვის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა და მის ვიდეოებს ხშირად აქვეყნებენ ზურა და ხათუნა.
როგორც ცნობილია, ანასტასია ასევე ხელნაკეთ ნივთებსაც ამზადებს საკუთარი ხელით და გაყიდული ნივთების თანხით გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარება.
ზურას თქმით, ანასტასიას სახელი გამზრდელი ბებოს საპატივცემულოდ დაარქვა. ოჯახში ყველაზე პატარა წევრს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და ზურა მას ყველა სურვილს უსრულებს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>