17 წლის მარიამ ბურჭულაძე, რომელიც გურიაში დაიკარგა, პოლიციამ თბილისში იპოვა.
როგორც ცნობილია, უცნობმა ადამიანმა პოლიციაში დარეკა და მარიამის ადგილსამყოფელი შეატყობინა.
ამ დროისთვის, 17 წლის მოზარდი უკვე სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება, - ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს.
”ვინ ჩაახშობს ხმას ჩემს თავში” - ამ სიტყვებით დაწერილი წერილი მარიამის კარადაში, მისი გაუჩინარების შემდეგ აღმოაჩინეს. მოზარდის დედა ფიქრობდა, რომ ეს წერილი გოგონამ დიდი ხნით ადრე დაწერა.
მასწავლებლების მტკიცებით, მარიამს გაუჩინარების დღეს მობილური თან არ ჰქონია, თუმცა ის ქობულეთში ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის კამერამ ტელეფონით ხელში დააფიქსირა.