„ამ თაობის ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ“ - ცოტნე ივანიშვილი ახალ ვიდეოს აქვეყნებს

„ამ თაობის ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ“ - ცოტნე ივანიშვილი ახალ ვიდეოს აქვეყნებს
ბიძინა ივანიშვილის უმცროსი შვილი ცოტნე ივანიშვილი სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა, მაგრამ გამომწერებს ხანდახან მაინც უზიარებს სხვადასხვა ყოველდღიურ კადრს. ის ხატვითაა გატაცებული და „ინსტაგრამის“ გვერდზე, პირად თუ ოჯახურ ფოტოებთან ერთად, ხშირად აქვეყნებს საკუთარ ნახატებსაც. როგორც ცნობილია, მან ძმას, ბერა ივანიშვილს, ქორწილში სწორედ საკუთარი ხელით დახატული ტილო აჩუქა.



ცოტნეს შემოქმედება გამომწერების მხრიდან დიდ მოწონებას და უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს: „შენი ნახატებიდან დიდი პროგრესი ჩანს“, „მიყვარს შენი შემოქმედება“, „გასაოცარი ნახატია“ - წერენ კომენტარებში.



როგორც ჩანს, უფროსი ძმის,
ბერა ივანიშვილის მსგავსად, ცოტნეც აქტიურადაა დაკავებული ჯანსაღი ცხოვრების წესით და ვარჯიშს დიდ დროს უთმობს. სწორედ ამ შინაარსის ვიდეო გამოაქვეყნა მან დღეს, საკუთარ დაბადების დღეზე. ვიდეოს ცოტნეს გამომწერებისა და გულშემატკივრების მხრიდან დიდი გამოხმაურება და, ასევე, არაერთი მილოცვაც მოჰყვა: „ძალიან შთამბეჭდავია, ცოტნე. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტს შეძლებ“, „ცოტნე, გილოცავ დაბადების დღეს. გისურვებ ბედნიერებას. ამ თაობის ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ“, „უძლიერესი ბიჭი ხარ, ყოჩაღ!“ - წერენ „ინსტაგრამზე“.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 4 /
იური
უფალმა გაგაზლიეროს და გახაროს მუდამ
14:06 / 16-07-2021
გამოხმაურება / 0 /
ბრავო!
ყოჩაღ!.. მიხარია, რომ სულიერ და გონებრივ განვითარებასთან ერთად, ფიზიკურ სრულყოფასაც დიდ მნიშვნელობას აძლევს ორივე ძმა! (ისე, 50- ჯერ ვერა, მაგრამ 40-მდე მეც ვიწევი იატაკიდან... ოღონდ, მე 78 წლისა ვარ).
13:46 / 16-07-2021
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93