ყოფილი ტემეწამყვანი სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში შვილის, მაშოს ფოტოებს აქვეყნებს. როგორც ჩანს, მაშომ წელს სკოლა დაამთავრა და გამოსაშვებ საღამოზე გრძელი შავი კაბა მორიგო. დედის მეგობრებისა და გულშემატკივრების მხრიდან კი უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა: „ისეთი ლამაზია, ყბა ხელით დავიკეტე”, „რა ლამაზია მაშო”, „წარმატებული გყავდეს“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
ცოტა ხნის წინ სკოლის დამთავრება შვილს სალომე გოგიაშვილმა „ინსტაგრამ“ პოსტითაც მიულოცა: „ახალი ეტაპი იწყება. ბედნიერი იყავი, დე. ყველა ოცნება აგხდენოდეს“ - წერდა ტელეწამყვანი.
სალომე გოგიაშვილი საკუთარი ცხოვრების სტილისა და საჯარო განცხადებების გამო ხშირად ეხვევა სკანდალებში, მიდი პირადი ურთიერთობები კი მუდმივად ინტერესის საგანია. განსაკუთრებული ყურადღება მან გასულ წელს, პანდემიის დროს გამოქვეყნებული „ტიკტოკის“ ვიდეოებით მიიპრყო, სადაც ჩანდა, რომ ის იზოლაციის დღეებს ოჯახთან ერთად მხიარულად ატარებდა: „ზოგადად დეპრესიული არ ვარ, მაგრამ ამ პანდემიას ჩემზე უარყოფითად რომ არ ემოქმედა, გადავწყვიტე, რაიმეთი დავკავებულიყავი. გადასარევი გამოსავალი ვიპოვე და ჩემი მაიმუნობებით საკუთარი თავიც და ოჯახის წევრებიც გავახალისე. ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, რომ ჩემი მაიმუნური ვიდეოებით ეს რთული პერიოდი გავუხალისე” - ამბობდა სალომე. როგორც აღმოჩნდა, მან საკუთარი ვიდეოებით მეუღლე, ბიზნესმენი ვახო ნიკოლაიშვილიც გაამხიარულა: „სულ პირველი ვიდეო რომ ავტვირთე და ჩემმა ქმარმა ნახა, ბევრი იცინა. მითხრა, მართლა დეგენერატი ხარ, რასაც სახლში აკეთებ, ის გადაგიღიაო“ - აღნიშნავდა სალომე.