მსახიობი ნატა ბერეჟიანი ფართო საზოგადოებამ პოპულარული სერიალის, „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ერთ-ერთ სახასიათო როლს ასრულებს. მას შემდეგ ის არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებული ინტერესის საგანი კი მისი ოჯახი და პირადი ცხოვრებაა.
როგორც ცნობილია, გარდა სერიალისა, ნატა ბერეჟიანი მუსკომედიისა და მარჯანიშვილის თეატრების მსახიობიცაა. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად კი, ახერხებს, დრო ოჯახსაც დაუთმოს: „დათუნა 22 წლის ასაკში გამიჩნდა. დედობა ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი მოვლენაა, რომელსაც არ ვნანობ და დარწმუნებული ვარ, რომ არ შევცდი. ადამიანს ყველაფერში შეიძლება ეჭვი შეგეპაროს - პროფესიის არჩევაში, სახლის შეძენაში, თუნდაც შენი მეორე ნახევრის არჩევაში... დედობა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, ჩემთვის დანარჩენი უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია“ - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.
მისი შვილი დათუნა დავითულიანი 15 წლისაა და განსაკუთრებული გარეგნობით უკვე ახერხებს ყურადღების მიპყრობას. ნატა შვილის ფოტოებს საკუთარ „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს და მეგობრებისგან უამრავ კომპლიმენტსაც იღებს: „რა მაგარი ბიჭია“, „როგორ გგავს“ - წერენ კომენტარებში.