ეკა, 16 წლის: "მამაზე ძალიან ვბრაზობ. რატომ? მას ჩემი არც ერთი მეგობარი არ მოსწონს. მეუბნება, რომ ადამიანების ამოცნობა არ ვიცი და მირჩევს, ბიჭებთან ვიმეგობრო, რადგან თურმე, გოგონებმა ღალატი იციან.
დედა კი საპირისპიროს დამტკიცებს ცდილობს. ამბობს: ბიჭებთან მეგობრობა არაერთხელ მიცდია, მაგრამ ბოლოს ყველა სიყვარულს მიხსნიდაო. მამა დედას სულელს ეძახის და ეუბნება: ეტყობა, შენ ყველას საბაბს აძლევდი, ისევე, როგორც თავის დროზე მე მომეცი და "გამომიჭირეო". მართალია, ამას ნახევრად ხუმრობით ამბობს, მაგრამ დედას ნაცვლად, გული მე მტკივა.
მითხარით, როგორ შევაგნებინო მამას, რომ ჩემს არჩევანში არ უნდა ჩაერიოს, რომ გოგო ქალურ თემებზე კაცს ვერ დაელაპარაკება და რომ შვილს ყველაფერი არ უნდა უკარნახოს?
ჰმ, იცით, რას ამბობს ხოლმე, როცა შეზარხოშებულია და ძმაკაცების გარემოცვაში თავს გალაღებულად გრძნობს? - ქვეყანა ისე გაუკუღმართდა, მეშინია, რომ რძლად ბიჭი არ შემომივიდეს და სიძედ - გოგოო. ეტყობა, სწორედ ამიტომ არ მოსწონს ჩემი სადაქალო და ყველას ეჭვის თვალით უყურებს.
მირჩიეთ, როგორ დავარწმუნო მამა, რომ ჩემგან ასეთი საფრთხე არ ემუქრება?.."
ჟურნალი "გზა" (გამოდის ხუთშაბათობით)