საახალწლო ჰოროსკოპი გიფებით. როგორ ხვდებიან ზოდიაქოს ნიშნები წლის მთავარ ღამეს?
საახალწლო ჰოროსკოპი გიფებით. როგორ ხვდებიან ზოდიაქოს ნიშნები წლის მთავარ ღამეს?
რამდენიმე დღეც და ახალი წელია. ალბათ, უკვე დაგეგმეთ, როგორ გაერთოთ ამ დღეს. გაინტერესებთ, მაინც როგორ შეხვდებით და გაატარებთ ახალ წელს? წაიკითხეთ ჩვენი სახალისო ჰოროსკოპი.







თხის რქა

თხის რქა ვერ იტანს ახალ წელს და ეს გასაკვირიც არ არის. ყველა ზეიმობს, მხოლოდ ქალბატონი თხის რქაა მოწყენილი: ისევ ყველას დაავიწყდა მისი დაბადების დღე. ან არ დაავიწყდათ, მაგრამ არაფერი აჩუქეს. იმიტომ, რომ ახალ წლამდე აზრი არ აქვს, დღესასწაულების შემდეგ კი ფული აღარავის აქვს. ამიტომაც თხის რქა ახალი წლისთვის არ ემზადება, სადღესასწაულო ღამეს კი სადღაც, კუთხეში
ზის და შორიდან აკვირდება მხიარულებას.

მერწყული

ახალი წელი მერწყულის ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. უფრო მეტიც, ქალი-მერწყული ერთადერთია, ვინც მართლა უდიდეს სიამოვნებას იღებს ახალი წლის მოსვლისგან, რადგან ის სწორად ემზადება საახალწლოდ: დეკემბრის დასაწყისშივე ადგენს მეგობრების სიას და სათითაოდ ყველას ურეკავს. შემდეგ რჩება არჩევანის გაკეთება, ვისთან მივიდეს სტუმრად ახალი წლის ღამეს. ჰო, მერწყული თითქმის ყოველთვის აგვიანებს, რადგან პირველ რიგში, ასეა მიღებული, მეორეც – სამზადისში მონაწილეობის მიღება არ მოუწევს.

თევზები

თევზები ყოველ წელს ცდილობენ იდეალური ახალი წლის ღამის მოწყობას, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ ეს არ გამოსდით, რადგან ვიღაც აუცილებლად მოვა ჯინსებში და არა საღამოს კაბაში, ვიღაც კი აუცილებლად იკითხავს, რატომ არ არის სუფრაზე საცივი და გოზინაყი, ზოგიერთი კი ისე დათვრება, მთელ ღამეს ჩააშხამებს. ამიტომაც თევზს გადაწყვეტილი აქვს, რომ დაძაბვა არ ღირს: მაინც ვიღაც რაღაცას აუცილებლად გააფუჭებს. მაგრამ იდეალური კაბა, რა თქმა უნდა, აუცილებლად საყიდელია. მაკიაჟი ხომ საერთოდ, უნაკლო უნდა იყოს. დანარჩენი თავისით მოგვარდება.

ვერძი

31 დეკემბერს ვერძი გაიღვიძებს ყვირილით: "ვაიმე, უკვე?!". საქმა ისაა, რომ ყოველი ახალი წელი ვერძისთვის მოულოდნელად დგება: რა დროს ახალი წელია, როცა სამსახურში ამდენი საქმეა?! სწორედ ამიტომაც საახალწლო სამზადისი ვერძის გარეშე მიმდინარეობს. სამაგიეროდ, ახალი წლის ღამე ვერძის გარეშე უაზრობაა. სწორედ ამ ღამეს ვერძი მთელი 364 დღის ნამუშევარს ამოიღებს და თავდავიწყებას მიეცემა. დილით კი, როცა წინა ღამით ჩადენილ გმირობებზე მოუყვებიან, ის იტყვის: "რას ამბობთ, ასეთ რამეს მე როგორ გავაკეთებდი?!"

კურო

კუროსთვის ახალი წელი ტრადიციული და ძალიან საპასუხისმგებლო დღესასწაულია. ამიტომაც 1-ელ დეკემბერს რომ დაიწყებს სალათის ინგრედიენტების ყიდვას, 25-ში სახლის მორთვაც დამთავრებული აქვს და საჩუქრებიც ჩალაგებული. თუმცა, 31 დეკემბერს ის მაინც ფეხზე ვერ დგას დაღლილობისგან: სუფრაზე ხომ მინიმუმ 5 სალათა უნდა იდოს; არა, რვა ჯობია. საღამოს კურო ლამაზად გაწყობილ სუფრასთან მიიწვევს ოჯახის წევრებს და უცებ ხვდება, რომ ცხოვრების ამ დღესასწაულზე ის სრულიად უცხოა, რადგან ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზი და გემრიელია, მაგრამ ისე აღარ არის, როგორც მის ბავშვობაში. ირგვლივ მხოლოდ ფარსია!

ტყუპი

ტყუპი გიჟდება ახალ წელზე, მაგრამ თვლის, რომ არავინ იცის ამ დღესასწაულის სათანადოდ აღნიშვნა. სწორედ ამიტომაც ტყუპი ყველასგან მალულად გეგმავს ახალი წლის ღამის სცენარს, რომელშიც აუცილებლად ჩართავს კონკურსებს. მთავარიამონდომება, თორემ გაერთობა თუ არა ვინმე, ამას მნიშვნელობა არ აქვს...

კირჩხიბი

კირჩხიბი თვლის, რომ ახალი წელი მხოლოდ და მხოლოდ საოჯახო დღესასწაულია. ამიტომაც მას აზრადაც კი არ მოუვა აღნიშნოს ის რესტორანსა თუ კლუბში. არა, მხოლოდ სახლში! ამასთან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თუკი კირჩხიბი ახალი წლის ღამეს ვინმეს სტუმრად დაპატიჟებს, ესე იგი, მას ოჯახის წევრად თვლის. ამიტომაც არც გაბედოთ, რომ არ მიხვიდეთ. კირჩხიბი საშინლად გაბრაზდება და ამის გამო დიდხანს იდარდებს. სწორედ ამიტომაც ახალ წელს კირჩხიბის ყველა ახლობელი იტანჯება: კირჩხიბი დარწმუნებულია, რომ ზარების დარეკვის შემდეგ ყველა უნდა დაჯდეს სუფრასთან, წარმოთქვას სადღეგრძელოები და უყუროს ტელევიზორს, სულ ეს არის.

ლომი

ლომს ახალ წელს ერთადერთი მიზანი აქვს – იბრწყინოს. თუმცა, ეს სურს ლომს წლის ნებისმიერ დღეს. მაგრამ ახალი წლის ღამეს ლომ ქალბატონებს საყოველთაო მხიარულებისა და სიხარულის ფონზე ბრწყინვა სურთ. ამიტომაც ლომის სტუმრებს მოუწევთ იცეკვონ და იცინონ, სურთ თუ არა მათ ეს, მაინც. და ვინც იყალთაბანდებს, ლომი მას თავპირს გაუერთიანებს. ყოველ შემთხვევაში, დაჰპირდება ამას.

ქალწული

ქალწული ვერ იტანს ახალ წელს. ჯერ ერთი, ეს უაზრო ფულის ხარჯვაა; მეორეც, საერთოდ არ ესმის ამ დღესასწაულის არსი: დიდი ამბავი, რაღაც რიცხვია; მესამეც, ქალწულმა იცის, რომ ღამით ჭამა მავნებელია, ხოლო მაიონეზის ჭამა საერთოდ არ შეიძლება, შხამია! შწორედ ამიტომაც ქალწული ზრდილობის გამო იჯდება ღამის პირველ საათამდე, შემდეგ კი წავა დასაძინებლად. ზეიმი დილით იქნება, მაშინ, როცა ქალწული დაუნდობლად გააღვიძებს ოჯახის ყველა წევრს დილის 7 საათზე სიხარულის შეძახილებით: "ვაშაა, თოვლი მოსულა! წავიდეთ, ვიგუნდაოთ!". საერთოდაც, ქალწული მხოლოდ იმიტომ არის გადარჩენილი, რომ საცოდავ ნათესავებს ძალა არ ჰყოფნით მის შუაზე გასაგლეჯად.

სასწორი

ქალბატონი სასწორი ახალ წელს დეპრესიაში ვარდება, რადგან ის ჯადოსნურ ზღაპარს ელოდა და ჩვეულებრივი, მოსაწყენი ლოთობა მიიღო. საერთოდ არ ჰგავდა ეს ლამაზ საახალწლო ღამეს ფილმიდან. ამიტომაც სასწორი ახალი წლის ღამეს სპარტფონით ხელში ხვდება: "ინსტაგრამზე" ახალი წლის ღამეს საოცარ სილამაზეებს დებენ – კადრირებულსა და გაფილტრულს. ნეტავ ცხოვრებაშიც ასე ხდებოდეს.

მორიელი

მორიელი თავს ისე მოგაჩვენებთ, თითქოს ახალ წელს მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდეს. სწორედ ამიტომაც ქალბატონ მორიელს ნუ დააძალებთ, მოიკაზმოს და გამოვიდეს ახალი წლის სუფრასთან. ის, რა თქმა უნდა, მოვა, მაგრამ სულ ბოლოს. მხიარულებასაც ბოლოს დაიწყებს, როცა აირჩევს მსხვერპლს, დაათრობს და სისულელეების ჩადენას აიძულებს. ეს პატარა ადამიანები ისეთი სასაცილოები არიან!

მშვილდოსანი

ქალბატონი მშვილდოსანი დარწმუნებულია, რომ ტრადიციული ახალი წელი – საშინლად მოსაწყენი რამ არის: რა აზრი აქვს იჯდე სახლში, ჭამო და უყურო ტელევიზორს? სწორედ ამიტომაც, 12-ს როგორც კი ჩამოკრავს, მშვილდოსანი სახლიდან აორთქლდება. დილით კი დაბრუნდება: ძალიან ბედნიერი და თითქოს, სრულიად ფხიზელი. მეზობლები კი გაოცებულები იკითხავენ, ეს თოვლის ბებო საიდან მოვიდა? მათ ხომ არ გამოუძახიათ.





კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
11:07 / 02-11-2017
უნდა გახსოვდეთ, რომ ის, რასაც თქვენ ფიქრობთ, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რას ფიქრობენ სხვები, თუმცა...
13:16 / 01-10-2017
თურმე, თითოეულ ნიშანს თავისი გამოკვეთილი სხეულის ნაწილი ჰქონია. გაინტერესებთ, რომელი ნაკვთია თქვენი ნიშნისთვის გამოკვეთილად დამახასიათებელი?
11:21 / 05-09-2017
რთული, ცხელი და ვნებათაღელვებით აღსავსე აგვისტო თავის ხანძრებითურთ, როგორც იქნა, მოვიტოვეთ უკან. წინ შემოდგომა და ოქროსფერი სექტემბერია, რომელიც ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს ერთობ პერსპექტიული პროგნოზებით ანებივრებს ამჯერად.
12:11 / 15-08-2017
ზოდიაქოს ნიშნების დასახასიათებლად დროს არ წაგართმევთ. თითოეულს მხოლოდ სამ წინადადებაში აღვწერთ.
11:45 / 07-08-2017
სიყვარულს თავისი ზოდიაქალური ასაკი აქვს. თითოეული პერიოდი შვიდ წელს გრძელდება. გაიგეთ, რომელ ასაკში გეწვევათ ნამდვილი სიყვარული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
13:24 / 22-07-2017
თავქარიანი ხართ თუ მეამბოხე? გარშემო მყოფები გიჟს გეძახიან თუ გადარეულს? მოდი, გავარკვიოთ თქვენი სიგიჟის დონე ზოდიაქოს მიხედვით.
11:32 / 13-07-2017
კულინარია რთული სფეროა. ზოგს კარტოფილის შეწვა ეძნელება, ზოგიც სამზარეულოში შედევრებს ქმნის. დღეს გავარკვევთ, როგორი კულინარები არიან ზოდიაქოს ნიშნები...
11:34 / 25-04-2017
ადამიანებს, ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე, ცხოვრების მიმართ სხვადასხვა მოლოდინი გააჩნიათ.
12:10 / 09-04-2017
ძნელია იპოვო ადამიანი, რომელიც არც ერთ სოციალურ ქსელში არაა დარეგისტრირებული. ადამიანების ქცევა სოციალურ ქსელებში მათი ზოდიაქოს ნიშნის ბრალი ყოფილა.
11:24 / 13-03-2017
ასტროლოგიურ საიტებზე ხშირად გავრცელებულია საკმაოდ სტერეოტიპული ინფორმაცია ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნის სახასიათო თავისებურებების შესახებ.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ნახეთ ცნობილი ბლოგერის, გურამ შეროზიას ქორწილის კლიპი (ვიდეო)
12:30 / 10-11-2017
დაახლოებით ერთი კვირის წინ ცნობილი ქართველი ბლოგერი გურამ შეროზია დაქორწინდა.
7 შეკითხვა, რომელზეც მამაკაცები გულახდილად არასოდეს პასუხობენ
17:21 / 31-10-2017
ქალები ხშირად უსვამენ მამაკაცებს უხერხულ შეკითხვებს. არა იმიტომ, რომ ძალიან მოგვწონს ეს, არამედ იმიტომ, რომ სხვაგვარად მათ სიტყვას ვერ დააცდენინებ! მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ზოგიერთ შეკითხვას მამაკაცები გულახდილად არასოდეს პასუხობენ. აი, მაგალითად:
ტოპ-10 ფილმი სიყვარულზე, რომელიც ყველა შეყვარებულმა უნდა ნახოს
11:42 / 27-10-2017
Blue valentine (”ლურჯი ვალენტინი”) - ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და რეალისტური ისტორია სიყვარულის დაკარგვაზე.
5 რამ, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება მამაკაცის გაცნობისას
15:14 / 26-10-2017
თქვენ მიმზიდველი ხართ, ის კი - საოცრად მიმზიდველი; როცა ერთმანეთს უყურებთ, თქვენ შორის იმპულსების ფეირვერკი ჩნდება - და აი, თქვენ უკვე მზად ხართ პირველი პაემნისთვის და გული გიფანცქალებთ იმის წარმოდგენაზე, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.
40 რამ, რაც ბიჭებმა გოგონების შესახებ უნდა იცოდნენ
11:26 / 23-10-2017
1. გოგონებს მოსწონთ, როდესაც აკვირვებენ მარტივი რაღაცებით.
6 მიზეზი, რატომ ტოვებენ მამაკაცები იმ ქალებსაც, რომლებიც მთელი გულით უყვართ
13:14 / 22-10-2017
ფსიქოლოგების აზრით, ქალი და მამაკაცი მარტო იმიტომ არ შორდება, რომ სიყვარული გაქრა. დაშორებისთვის 8 მიზეზი არსებობს.
6 ფრაზა, რომელიც სიტყვებზე "მე შენ მიყვარხარ" ძლიერია
12:46 / 10-10-2017
"მე შენ მიყვარხარ" - ეს სამი სიტყვა ამქვეყნად ყველაზე სასიამოვნო მოსასმენია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას საყვარელი ადამიანი გეუბნება. თუმცა, როგორც გაირკვა, არსებობს კიდევ რამდენიმე ფრაზა, რომელიც უფრო დამაჯერებლად და სასიამოვნოდ ჟღერს.
10 ნაკლებ ჰიგიენური მომენტი წყვილის ცხოვრებაში
11:17 / 08-10-2017
როცა წყვილი გარკვეული პერიოდი ერთად ცხოვრობს, თითქოს აღარ ერიდებიან ერთმანეთს.
სად ცხოვრობენ ყველაზე მგზნებარე მამაკაცები? საუკეთესო საყვარლების ტოპ-10!
15:06 / 03-10-2017
არსებობს უამრავი ქვეყანა, სადაც ყველაზე ლამაზი ქალები ცხოვრობენ, მაგრამ მამაკაცების მსგავსი ჩამონათვალი რატომღაც ძალიან ცოტაა. არადა, ქალებმა უნდა იცოდნენ, სად გაემგზავრონ, რათა იპოვონ მიმზიდველი მამაკაცი.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30