თებერვლის თვე, ისევე, როგორც სექტემბერი, ბევრი ასტროლოგის აზრით, ყველაზე აქტიურია სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით. ამ პერიოდში იმატებს არა მხოლოდ რომანტიკული ურთიერთობის სურვილი, არამედ ვნებიანობა და სექსუალური პოტენციალის მძაფრად გამოხატვის სურვილი.
ამიტომ მათთვის, ვინც ახალი წლის შემდგომი დღეები საშვებულებო პერიოდსა და მოდუნებულ მდგომარეობაში გაატარა, აქტიური პერიოდი დგება. ცვლილებები შეეხებათ როგორც მარტოხელა, ისე დაოჯახებულ ადამიანებს. მოკლედ, თებერვალი ერთობ ვნებიანი და ეროტიკული იქნება, მეგობრებო.
ვერძებს წინ ეჭვიანობა და საკუთარი მოუთმენლობის გამო გაფუჭებული ურთიერთობების საფრთხე ელოდებათ. ამიტომ ასტროლოგები ურჩევენ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს, მაქსიმალურად მოთოკონ თებერვალში ცეცხლოვანი ტემპერამენტი და მშვიდი მიდგომით სცადონ საყვარელი ადამიანის გულის მოგება.
კუროსთვის თებერვლის თვე ნამდვილ გამოცდას მოიტანს, რომლითაც მისი უკვე არსებული ურთიერთობები სიმყარესა და ერთგულებაზე გადამოწმდება. ამასთან ერთად, საქმე ეხება არა მოსალოდნელი კონფლიქტების ალბათობას, არამედ ძველ წყენებსა და საიდუმლოებებს, რომლებიც ზუსტად თებერვალში დაიწყებს ზედაპირზე ამოტივტივებას.
ტყუპისთვის, შეიძლება ითქვას, რომ სიმშვიდის და უკვე არსებული ურთიერთობების გადაფასების პერიოდი იქნება თებერვალი. ამ ადამიანების დიდი ნაწილი შესაძლოა იმაზეც დაფიქრდეს, რომ დიდი ხნის პარტნიორთან გახუნებულ-გაფერმკრთალებული ვნების ალი გააღვივოს, რაც ბევრ მათგანს წარმატებით გამოუვა.
კირჩხიბისთვის თებერვალი გრძნობათა ნამდვილ ქარიშხალს მოიყოლებს თან. ამ თვის მანძილზე, ისე, როგორც არასდროს, მიხვდებით, რომ საშინელი მიჯაჭვულობა გაგაჩნიათ პარტნიორის მიმართ ან ახალი ურთიერთობა დაიწყება თქვენს ცხოვრებაში, რომელიც ანალოგიური მიჯაჭვულობის საფრთხეს მოიტანს თან.
ლომის დიდ ნაწილს თებერვლის შუა პერიოდში მხურვალე რომანის წამოწყების დიდი შანსი გაუჩნდება. ამასთან ერთად, უკვე დაოჯახებული ლომებიც შეიძლება მოხვდნენ ანცი ამურის ისრების სამიზნეში. ასტროლოგები ურჩევენ ლომებს, გონივრული ზღვარი დაიკავონ ნებისმიერ ურთიერთობაში.
ქალწულებს თებერვალი კარიერაზე სრული ფოკუსირების აუცილებლობას მოუტანს, რაც ნეგატიურად აისახება მათ სექსუალურ ცხოვრებასა და პირად ურთიერთობაზე. მოსალოდნელია დრამატული სცენები, ეჭვიანობა და განშორებებიც კი. სრულად...