ცოტა ხნის წინ დაქორწინებულ ამერიკელ წყვილს - ჰეზერ კრუგერს და კრის დემპსის, მხოლოდ საერთო ინტერესები არ აკავშირებთ ერთმანეთთან. მათ კიდევ ერთი პარამეტრი აქვთ საერთო - ღვიძლი.
ჰეზერმა თავისი დიაგნოზი 2014 წელს გაიგო. ექიმებმა უთხრეს, რომ დონორის ღვიძლის გარეშე ერთ თვეზე მეტს ვერ იცოცხლებდა. ცოცხალი დონორის ძებნა კი ძალიან რთული საქმეა, რადგან ჯანმრთელ ორგანოებზე უზარმაზარი რიგია.
გამოსავალი თითქმის არ არსებობდა...
დაცვის თანამშრომელმა, კრის დემპსიმ ერთხელ შემთხვევით მოისმინა თანამშრომლის სიტყვები, რომელიც თავის ნათესავზე ჰყვებოდა, რომ გოგო სიკვდილის მოლოდინში იყო, რადგან ტრანსპლანტაციის გაკეთებას ვერ მოასწრებდა... შემდეგ რაღაც უცნაური, აუხსნელი და მშვენიერი რამ მოხდა:
კრისმა გადაწყვიტა, საკუთარი ღვიძლის ნახევარი მიეცა ქალისთვის, რომელიც არასოდეს უნახავს.
«მე 4 წელი ვმუშაობდი სამხედრო სამსახურში, სადაც გვასწავლიდნენ, რომ სირთულეების წინაშე აღმოჩენილებს უკან არასოდეს დაგვეხია. თუ ვიღაცის დახმარება შეგვეძლო, აუცილებლად დავხმარებოდით» - ამბობს კრისი.
დემპსი საავადმყოფოში მივიდა, რომ ანალიზები გაეკეთებინა. იქ გაიცნო ჰიზერი და დეტალებიც განიხილეს.
«ოჯახმა ვერ გამიგო, — ამბობს კრისი. — მათთვის ძალიან უცნაური იყო ჩემი გადაწყვეტილება. გარკვეული დროის მერე აღარ მსაყვედურობდნენ. შემდეგ კი უკვე იმას ამბობდნენ, რომ ძალიან კარგად მოვიქეცი».
გარკვეული პერიოდის მერე ჰიზერი და კრისი ერთმანეთს კლინიკაში შეხვდნენ.
”მან მითხრა: თქვენ ჩემი ვალი არ გაქვთ! - იხსენებს ჰიზერი. მე კი თავს ძალიან დავალებულად ვგრძნობდი. უცნაური რამ მოხდა. ჩვენ შორის მიზიდულობა გაჩნდა».
დეკემბერში კრისმა გოგონას ხელი სთხოვა. ისინი დაქორწინდნენ.
”კრისი ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო მამაკაცია. ის მხიარული და მზრუნველია. მასთან ბედნიერი ვარ და დღიდან-დღემდე ოცნებას ვსწავლობ!” - ამბობს ჰიზერი.