რამდენიმეთვიანი ხმაურიანი ურთიერთობის შემდეგ სიახლეებისთვის მზად ხართ.
გილოცავთ! სცადეთ პაემნების ამ საინტერესო ვარიანტებიდან ერთ-ერთი მაინც:
1. გასინჯეთ ერთმანეთის საყვარელი კერძი
აბსოლუტურად განსხვავებულ კერძებს უკვეთავთ, მაგრამ დადგა დრო, ერთმანეთს საყვარელი კერძებიც გაუზიაროთ. შეუკვეთეთ ის, რაც თითოეულ თქვენგანს უყვარს და ვისი კერძიც უფრო გემრიელი აღმოჩნდება, სასმელსაც ის იყიდის.
2. დესერტი და ღვინო საკმარისია
ნუ შეუკვეთავთ სრულფასოვან ვახშამს. შემოიფარგლეთ საყვარელ ბარში ჭიქა ღვინითა და გემრიელი შოკოლადის ტორტით, ორისთვის.
3. სცადეთ რაიმე ახალი
უარი თქვით აღიარებულ აფროდიზიაკზე და კორეული საკვები შეიძინეთ, ან ინდური - ერთი სიტყვით, ის, რომელიც ჯერ კიდევ არ გაგისინჯავთ. დაიწყეთ შედარებით ნაცნობი სიტყვებით, შემდგომ კი ახალ არომატებს გაუსინჯეთ გემო.
4. შეუკვეთეთ მასაჟი წყვილისთვის
დაე, ყველაფერი მხოლოდ თქვენ ორისთვის იყოს, ვიდრე სხვა წყვილები რესტორანში სხედან. გაგრძელება
<div>რაზე ფიქრობ, როცა უცნობი მამაკაცი თვალებით გაშიშვლებს
</div>