სიტყვებით თუ არ გესაუბრებათ სიყვარულზე, დააკვირდით მის ქცევებს.
1. ცდილობს, შეგეხოთ, საზოგადოებაშიც კი ხელჩაკიდებულები დადიხართ, მოულოდნელად გკოცნის.
2. თუ გეუბნებათ, რომ მისთვის ძვირფასი ხართ, ან ენატრებით, ე.ი. უყვარხართ.
3. გაღვიძებისას გწერთ: "დილა მშვიდობისა"; ძილის წინ - "ტკბილი ძილი". დღის განმავლობაში უამრავჯერ გეხმიანებათ, გწერთ სად მიდის, საიდან მოდის.
4. დღის განმავლობაში, როცა ერთად ხართ, მუდამ გკოცნოთ და გეფერებათ.
5. ფასს მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რომ დღესასწაულებზე საჩუქრებით განებივრებთ. სიურპრიზებს გიწყობთ.
6. გეპატიჟებათ წვეულებაზე, მეგობრულ, საოჯახო შეხვედრებზე.
7. ბევრს მუშაობს, რათა უზრუნველად გაცხოვროთ.
8. არ გატყუებთ, არ გღალატობთ. არ მანიპულირებს თქვენით.
9. შეხსენების გარეშეც კი გეხმარებათ საოჯახო საქმეებში.
10. წლების გასვლის შემდეგაც კი გინიშნავთ რომანტიკულ პაემანს. გიქებთ სამოსს, ვარცხნილობას, მაკიაჟს.
11. დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად ხუთ წუთს მაინც გამონახავს, რომ მოვიდეს, მოგესიყვარულოთ.
იხილეთ: 13 წესი ბედნიერი ურთიერთობისთვის