"მე ვარ ის, ვისაც საკუთარი ბედნიერება უკანასკნელი ხურდასავით ამოაცალეს ჯიბიდან. თქვენ კი ერთადერთი ხართ, ვინც მომისმენს" - მკითხველის ისტორია
"მე ვარ ის, ვისაც საკუთარი ბედნიერება უკანასკნელი ხურდასავით ამოაცალეს ჯიბიდან. თქვენ კი ერთადერთი ხართ, ვინც მომისმენს" -  მკითხველის ისტორია
ბოლო დღეებია შეყვარებულ წყვილს ჩემი აივნის ქვეშ პაემანი აქვს. მათ რომ ეს ისტორია იცოდნენ, ოდნავ მაინც შერცხვებოდათ ანთებული თვალებისა და ღიმილით ახსნილი სიყვარულის გამო, მაგრამ მათ არაფერი იციან, თუმცა სიმართლე ჩემ შესახებ არც არავინ იცის... მე ხომ თავმოყვარეობა პირზე ალიკაპივით მაქვს აკრული...


მეშინია ვიყო ის, ვინც ვარ. ამიტომაც მთელ ჩემს ცხოვრებას ანონიმურად გადმოგილაგებთ. ნუ მკითხავთ სახელს, მე უსახელო კატასტროფა ვარ. ნურც პროფესიას მკითხავთ, რა ფასი აქვს კარიერას, როცა მე ვარ ის, ვისაც საკუთარი ბედნიერება უკანასკნელი ხურდასავით ამოაცალეს ჯიბიდან. თქვენ კი ერთადერთი ხართ, ვინც მომისმენს. ვერაფერს მირჩევთ, შეგიძლიათ მხოლოდ ნუგეშისცემა. მე ახლა სათნოების მათხოვარი ვარ, თქვენ - შემწე.


ამბავი, რომლის მოყოლასაც ახლა დავიწყებ, ჰორიზონტივით უსასრულო და ჭაობივით უძიროა. ამიტომაც მოგიყვებით არა ფაქტებით, არამედ ემოციებით...

დაკავშირებული სურათი

მას პირველად 5 წლის წინ, დღევანდელ დღეს შევხვდი. "ჩვენ" გაცნობიდან მალე დაიწყო. სამყარო იმდენად ჰარმონიული გახდა, აშკარა იყო, ასე დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ირგვლივ წელიწადის ყველა დრო გაქრა, "ჩვენში" მხოლოდ გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა... მიყვარდა ტირილამდე... მიყვარდა დაღლილიც, მძინარეც და უძილოც. მიყვარდა, რადგან ვუყვარდი მასაც. ასეთი იყო ჩემი გეგმა - ჩემს გულს დაიმსახურებდა მხოლოდ ის, ვინც სანაცვლოდ თავისას გაიღებდა. თუმცა ეს მალევე დამავიწყდა და ქარაფშუტა, უთავმოყვარეო ქალად ვიქეცი, რომელიც კაცის ერთი თითის დაქნევაზე ყველაფერზე იყო წამსვლელი. რომ მოეთხოვა, უყოყმანოდ დავკოცნიდი მის ნაკვალევსაც. დაიწყო ასე, ჯერ საკუთარი თავი დავკარგე, მერე უბიწოება... და მთლიანად მის იმედად დავრჩი.


ხანდახან საათობით ვზივარ, ვიხსენებ მომენტებს, რომლებითაც თავს ვინუგეშებ და ვამბობ, მაშინ მას ვუყვარდი. მახსოვს, ერთხელ მეგობარს რომ ვესტუმრეთ, მე ღია ფანჯარასთან ვიჯექი, ის ჩემ უკან იდგა. მინის ანარეკლში ვხედავდი ჩემს ზურგზე მობჯენილ მის მზერას. მაშინ გავიფიქრე, თურმე, როცა არ ვხედავ, მის თვალებში უფრო მეტი სიყვარული ჩანს-მეთქი. არ ვიცი, იქნებ ასეთი მზერით ემშვიდობებიან ადამიანებს... მას შემდეგ სამყარო აირია...

3 წელი ვიყავით ერთად, პაემანზე არასდროს ვიგვიანებდით. მხოლოდ ერთხელ მალოდინა მან. როცა მოვიდა, ისე დაჯდა, ჩემთვის არც შემოუხედავს. კითხვებს ამაოდ ვუსვამდი. დუმდა. მერე სავარძლიდან ადგა და გაიქცა. აღარც შეტყობინებებს პასუხობდა, აღარც სახლში მიდიოდა, ვერც სამსახურში ვახერხებდი მის ნახვას.

გაზაფხულის სურნელი ზამთრის სუსხმა ჩაანაცვლა, ირგვლივ ყველა ფერი გაქრა. ერთადერთი, ვისთვისაც გულის გადაშლა შევძელი, ჩემი მეგობარი იყო. მხოლოდ ის დარჩა ჩემი გრძნობების ჭირისუფალი. ლამის ჩემს სახლში გადმოცხოვრდა და გვერდიდან არ მშორდებოდა.

მომხდარიდან 1 თვეც არ გასულიყო, მობილურის ზარმა რომ გაგვაღვიძა. თითქმის მძინარემ უპასუხა. ხმა ჩემი ყოფილის იყო, თუმცა მობილური - არა... მაშინვე ყველაფერს მივხვდი. როგორ შემოიპარა ეს ქალი ჩემს ცხოვრებაში? მას ხომ ბავშვობიდან ვიცნობ და რატომ გადაწყვიტა ახლა ჩემთან დამეგობრება, რატომ მიწვევდა თავის სახლში ყოველ შაბათ-კვირას და ყოველ ჯერზე რატომ კითხულობდა, წამოვიდოდა თუ არა ჩემი შეყვარებული?

ამ კითხვებზე პასუხი ნათელი იყო, მაგრამ
ახლა რას აკეთებს ეს ქალი აქ? რაში სჭირდება ჩემი წუწუნის ატანა, რატომ მისმენს ასე გულმოდგინედ, როცა "მასზე" ვესაუბრები? ნუთუ ესეც გეგმის ნაწილია. მე ხომ "მასზე" ვსაუბრობ, "მას" კი ჩემზე უკეთ ვინ გააცნობს, ვინ ასწავლის, როგორ შეაყვაროს თავი? ვინ ეტყვის, რა აღიზიანებს და რა ახალისებს. ამ ქალმა ხომ ახლა ყველა მისი სუსტი წერტილი იცის. ალბათ, ძალიან დავიგვიანე...

არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, ვერავის ვენდე. გონზე რომ მოვედი, ვუთხარი, ყველაფერი კარგად მაქვს, აღარ დაბრუნდე-მეთქი. ასე "მეგობარი" ჯერ "ნამეგობრალად" იქცა, შემდეგ ჩემი ყოფილის ცოლად...

მე კი... მე ვზივარ ახლა და ვფიქრობ. იქნებ არც არასდროს ვყვარებივარ? იქნებ მე გამოვიგონე მისი სიყვარული, ვხედავდი ისეთად, როგორიც მინდოდა...


P.S. თუ თქვენც გადაგხდენიათ ისეთი ისტორია, რომლის გაზიარებაც გსურთ, მოგვწერეთ: daqalimedia@gmail.com ან Facebook გვერდზე. ანონიმურობა დაცულია



კომენტარები (4)
მარეხი
ღმერთმა გაგაძლიეროს მასეთი ადამიანების გვერდით ყოფნას ჯობია მათი მოშორება ღმერთმა შანსი მოგცა უკეთესი ცხოვრების
ციცო
მოგესალმები საყვარელო ადამიანო.არ ინერვიულო,შენ ღმერთმა გამოგცადა,ელოდე უკეთეს მომავალს.ბრალი იმ ორ არამზადას,ვინც შენ გიღალატა.
liliana
იცი,რა,ძალიან კარგია,რომ ასეთი ,,მეგობარიც" მოიშორე და ,,შეყვარებულიც",მეორე მხრიდან შეხედე ამ ყველაფერს,ისინი შენ არ გიმსახურებენ,არ არიან შენი ღირსები...ჩათვალე,ბინძურმა ღორმა ტალახი მოგცხო,შენ წახვალ და ტალახს ჩამოირეცხავ,მაგრამ ის ღორი წავა და მთელი ცხოვრება ტალახში ეგდება,აი,ეს განსხვავებაა თქვენს შორის. დრო ყველაფერს დაალაგებს იცოდე,და ორივეს მიეზღვებათ,თუარადა აგერ,დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები ;)
ლეილა
გამარჯობა. მივმართავ წერილის ავტორს:ისე ლამაზად ,სწორად წერ რომ შეუძლებელია ამ ნაწერის ავტორი არ იყოს ძალიან გონიერი და ძალიან საინტერტესო ადამიანი.აშკარად ის ხარ,ვის ლექსიკონშიც ასზე ბევრად მეტი სიტყვაა.ეს იმედგაცრუებაა(ამაზე მეტად ნუ გაატრაგედიებ)არ არსებობს გულწრფელი ადამიანი ამ სამყაროში იმედგაცრუების გარეშე.გენიალური პასუხი აქვს ამაზე ბიბლიას:ნუ დაუყრი მარგალიტს ღორთა.ნუ დაგენანება ის მარგალიტები,რომელიც უკვე დაუყარე.დასვი წერტილი.გააგრძელე გზა.კიდევ ბევრი გაქვს მარგალიტები(გონიერად გამოსაყენებელი)შეხედე ამ ყველაფერს ირონიით და თვითირონიით,შენც ხომ ისარგებლე, ბედნიერების წუთები შეიგრძენი.არავინ და არც საკუთარი თავი არ დაადანაშაულო.ყველა ამოცანას ვერ ამოხსნი.ძლიერი პიროვნება ხარ,ამიტომაც გამოგცადა ცხოვრებამ.აღარ იფიქრო ორმოზე რომელშიც ჩავარდი.ამოდი და გზა გააგრძელე
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
6 ფრაზა, რომელიც სიტყვებზე "მე შენ მიყვარხარ" ძლიერია
12:46 / 10-10-2017
"მე შენ მიყვარხარ" - ეს სამი სიტყვა ამქვეყნად ყველაზე სასიამოვნო მოსასმენია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას საყვარელი ადამიანი გეუბნება. თუმცა, როგორც გაირკვა, არსებობს კიდევ რამდენიმე ფრაზა, რომელიც უფრო დამაჯერებლად და სასიამოვნოდ ჟღერს.
10 ნაკლებ ჰიგიენური მომენტი წყვილის ცხოვრებაში
11:17 / 08-10-2017
როცა წყვილი გარკვეული პერიოდი ერთად ცხოვრობს, თითქოს აღარ ერიდებიან ერთმანეთს.
სად ცხოვრობენ ყველაზე მგზნებარე მამაკაცები? საუკეთესო საყვარლების ტოპ-10!
15:06 / 03-10-2017
არსებობს უამრავი ქვეყანა, სადაც ყველაზე ლამაზი ქალები ცხოვრობენ, მაგრამ მამაკაცების მსგავსი ჩამონათვალი რატომღაც ძალიან ცოტაა. არადა, ქალებმა უნდა იცოდნენ, სად გაემგზავრონ, რათა იპოვონ მიმზიდველი მამაკაცი.
ამ ფოტოებმა მთელი ინტერნეტი მოიარა! ქალს საკუთარი სხეულის რცხვენოდა, სანამ არ შეუყვარდა...
10:15 / 22-09-2017
გოგონას, სახელად სტეფანის, ყოველთვის ჰქონდა პრობლემები თვითშეფასებასთან, ჭარბი წონის გამო, მანამ, სანამ მან და მისმა ბოიფრენდმა არინმა არ გადაწყვიტეს, მოეწყოთ ფოტოსესია.
10 მიზეზი იმის გასარკვევად, რომ ყურებამდე შეყვარებული ხართ და უკან დასახევი გზა მოჭრილია
11:14 / 01-09-2017
სიყვარულს უმღერის ყველა ფილმებსა თუ წიგნებში, ადამიანებს კი საოცარი საქციელის ჩადენისკენ უბიძგებს. და რაც ყველაზე მთავარია, სიყვარული ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზეც მოქმედებს. ორგანიზმი გამოჰყოფს სხვადასხვა ჰორმონს, რომლებიც ტვინზე ნარკოტიკივით ზემოქმედებს.
15 რამ, რასაც მამაკაცები ქალებს ეტყოდნენ
13:00 / 17-07-2017
1. ჩვენ არასოდეს მივდივართ ქალებისგან, ვისთანაც კარგად ვგრძნობთ თავს. არც მათგან, ვისთანაც ოდესღაც კარგად ვგრძნობდით თავს – ყოველ შემთვევაში მაშინვე არა!
10  რამ, რაც მამაკაცებს უყვართ -  ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს
11:57 / 14-07-2017
თუ გსურთ, პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ, გაითვალისწინეთ, რა მოსწონთ მამაკაცებს ყველაზე მეტად...
11 მინიშნება, რომ მამაკაცს უყვარხარ და შენთან ყოფნა სურს
13:18 / 09-07-2017
სიტყვებით თუ არ გესაუბრებათ სიყვარულზე, დააკვირდით მის ქცევებს.
13 წესი ბედნიერი ურთიერთობისთვის
13:17 / 26-06-2017
ბედნიერების მოსაპოვებლად ადამიანები სხვის მიერ ნაცადი რეცეპტებით სარგებლობენ.
ვპასუხობთ 10 კითხვას, რომელთა დასმაც მამაკაცებისთვის ქალებს ერიდებათ!
14:34 / 23-06-2017
დიახ, ქალებსა და მამაკაცებს უჭირთ ერთმანეთის ბოლომდე გაგება, მაგრამ თუ ძალიან გსურთ გაიგოთ, რას ფიქრობს მამაკაცი - აი, გულწრფელი პასუხები თქვენს კითხვებზე რეალური ბიჭებისგან.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31