ფსიქოლოგების აზრით, ქალი და მამაკაცი მარტო იმიტომ არ შორდება, რომ სიყვარული გაქრა. დაშორებისთვის 8 მიზეზი არსებობს.
- შეიცვალეთ (გაგიჩნდათ სხვა, რადიკალურად სხვა ინტერესები ან თავს აღარ უვლით). პარტნიორს ჰგონია, რომ დაგკარგათ.
- განსხვავებული შეხედულებები გაქვთ. საერთო ინტერესები აღარაფერი დაგრჩათ.
- შინ დაბრუნებულს გაღიმებული აღარ ხვდებით. მისი მოსვლა თქვენთვის სულერთი გახდა.
- ფსიქოლოგების აზრით, ქალი მრავალფეროვანი უნდა იყოს: ხან დედოფალი, ხან პატარა გოგონა. მაგრამ მუდამ ჭირვეულ ბავშვად ნუ დარჩებით.
- ნუ ეცდებით მის გადაკეთებას. მიიღეთ ისეთი როგორიცაა. მოძებნის ისეთ ქალს, ვისთვისაც იქნება მისაღები.
- ურთიერთობებში მუდამ ნეგატივს ნუ ეძებთ. თუ ყურადღებას მხოლოდ უარყოფითზე ამახვილებთ, ურთიერთობა დიდხანს არ გასტანს.
- ნუ ხართ მანიპულატრი. მამაკაცს ბეზრდება სხვის ხელში მარიონეტად ყოფნა.
- არ აფასებთ. მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი შექება, კომპლიმენტი.