საუკეთესო საჩუქარი საკუთარი ხელით შექმნილი საჩუქარია. თანაც, საყვარელ ადამიანს უფრო გაახარებს, რომ თქვენ დაამზადეთ და მასში მთელი სიყვარული ჩადეთ.
"გულიანი" ხელთათმანი
რომელიმე რბილი ქსოვილისგან (შეიძლება იყოს ფეტრი ან ძველი კაშნე, სვიტერი) გამოჭერით გული, გაჭერით შუაში და ხელთათმანს ისე მიაკერეთ, რომ გული გამოგივიდეთ.
თბილი გული
რომელიმე რბილი ქსოვილისგან გამოჭერით გული. სანახევროდ შეავსეთ, შემდეგ მასში ბრინჯი ან სხვა ბურღულეული ჩაყარეთ და ბოლომდე შეკერეთ. ასეთი სათბურა თქვენს საყვარელ ადამიანს ხელებსაც გაუთბობს და გულსაც.
ქილა სანათი
რომანტიკული გარემოს შესაქმნელად ჩვეულებრივი ქილა კარგად გარეცხეთ, მიაკარით ქაღალდისგან გამოჭრილი გული და აეროზოლიანი საღებავით დაფერეთ. როცა საღებავი გაშრება, ტრაფარეტი მოხსენით, ქილაში კი სანთელი ჩადეთ და აანთეთ.
სიყვარულის ჩაი
ერთჯერადი ჩაის თოკზე ჩვეულებრივი ეტიკეტის ნაცვლად გამოჭრილი გული მიაწებეთ, ისე, რომ ორი გულის შუაში თოკი მოათავსოთ.
გულის ორცხობილა
ორცხობილა ჩვეულებრივი რეცეპტით მოამზადეთ, მაგრამ საკვები საღებავი დაუმატეთ და გამოცხობამდე გულის ფორმის საჭრელით გამოჭერით.
ჩერი პომიდორი
გულის ფორმას მისცემთ, თუ 45-გრადუსიან კუთხეზე გაჭრით და ისრად გადაქცეული კბილის ჩხირით ისევ "შეაწებებთ" ნახევრებს.
რომანტიკული კვერცხი
მოხარშული კვერცხი სურათზე ნაჩვენები ინსტრუქციის მიხედვით 10 წუთი გააჩერეთ და გულის ფორმას მიიღებს.
შეყვარებული პიცა
პიცას რომანტიკულად გადააქცევთ, თუ ცომს გულის ფორმას მისცემთ და შემდეგ სასურველ ინგრედიენტებს დაუმატებთ.
ომლეტი პურში
რომანტიკული საუზმე რომ გამოგივიდეთ, პურიდან გამოჭერით გული, ორივე გახუხეთ, მაგრამ ამოღრუტნულგულიანი მხოლოდ ერთი მხრიდან. გადმობრუნების შემდეგ "გულში" კვერცხი ჩაახალეთ და გამოაცხვეთ.
რომანტიკული დეკორი
ქაღალდისგან გამოჭრილი გულები შეგიძლიათ სხვადასხვა ადგილზე მიაწებოთ ან ფერად საღებავებში თითები ჩაყოთ და ქაღალდზე გულის ფორმა გამოიყვანოთ.
გულიანი სათბურა ჭიქისთვის
იცით ქსოვა? მოქსოვეთ ყავის ჭიქის "შემოსაცმელი", რომელსაც გულებით გააფორმებთ. ასეთი ჭიქა მხოლოდ თქვენს შეყვარებულს ექნება.
მინანქრიანი ორცხობილა
ორცხობილას სასურველი ასოების ფორმა მიეცით და მინანქრით დაფარეთ. რომანტიკულია ასეთი ტკბილი სიყვარულის ახსნა.
ტკბილი ჩახუტება
მუყაოსგან სასაცილო ცხოველების ფიგურები გამოჭერით, თითოეულს თითო კანფეტი "დააჭერინეთ" და ხელები წებოთი დაუმაგრეთ.
ემოციების ზარდახშა
კომპლიმენტები, საყვარელი ფრაზები და სურვილები პატარა ფურცლებზე ჩამოწერეთ. თითოეულს ძაფი მოახვიეთ და ზარდახშაში მოათავსეთ. ასე შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს გრძნობებში გამოუტყდეთ.