ქალებს სურთ ის, რაც არ სურთ
ქალებს სურთ ის, რაც არ სურთ
"რა სურთ ქალებს?" – ეს, პრაქტიკულად, ის რიტორიკული კითხვაა, რომლითაც სხვადასხვა პროფესიისა და სოციალური მდგომარეობის მქონე არაერთი მამაკაცი დაინტერესებულა.

თუ კარგად დავფიქრდებით, იმასაც მივხვდებით, რომ ამ კითხვაზე პასუხი თავად ქალებსაც არანაკლებ გვაინტერესებს, რადგან სუსტი სქესის მშვენიერ წარმომადგენლებს ხშირად არ შეუძლიათ ახსნან ის, რაც სურთ.

ეს ის შეკითხვაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში, ყოველთვის აქტუალურია და მიუხედავად იმისა, რომ ახალს ვერაფერს ვიტყვი, ნამდვილად ღირს, რომ ცოტათი მაინც შევეცადო მივუახლოვდე ამ ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი კითხვის პასუხს.

არაერთხელ მომისმენია სუფრაზე მამაკაცების მიერ წარმოთქმული მანდილოსნების სადღეგრძელო,
რომელსაც ადამიანის შექმნის ისტორიით იწყებენ. მოყვებიან, როგორ აიღო ღმერთმა თიხა და გააკეთა კაცის სხეული. ჩაჰბერა მას უკვდავი სული და უწოდა ადამი.

ადამმა ცხოველებს შორის თავისი მსგავსი ვერ იპოვა და მოიწყინა. მაშინ ღმერთმა მას ღრმა ძილი მოჰგვარა, გამოუღო ნეკნი და შეუქმნა მეგობარი - ცოლი. დაარქვა მას ევა. ბოლოს კი აუცილებლად სიცილით დააყოლებენ ხოლმე: - "ეს ერთადერთი ძვალია, რომელსაც ტვინი არ გააჩნია!".. ასევე მუდამ აქტუალური თემაა "ქალი საჭესთან".

ალბათ ყველა ქალისთვის ნაცნობი ფრაზაა: - "ყველა კაცი ერთნაირია!" -ამაზეც აქვთ მამაკაცებს მოსწრებული კომენტარი: - "ყოფილიყავი პატიოსანი ქალი და ყველა კაცი არ გეცოდინებოდა"...  მაგრამ რამდენიც უნდა იცინონ მამაკაცებმა ქალებზე, ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენს გარეშე მათ ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა.

ყველა მათგანი აღიარებს, რომ ქალებს რთული ხასიათი აქვთ. არადა, ძველად ქალებს არანაირი უფლებები არ გააჩნდათ. მათ თავისი სურვილით საქმროს არჩევაც არ შეეძლოთ. საუკუნეების განმავლობაში, მშობლები თავად ეძებდნენ შვილისთვის "მომგებიან პარტიას". ისინი ცდილობდნენ, რაც შეიძლება მალე გაეთხოვებინათ ქალიშვილები და სარგებელი ენახათ.

ამით მხრებიდან ტვირთს იხსნიდნენ. ქალთა ქორწინება საკმაოდ პრაგმატულ ნაბიჯად ითვლებოდა. ქორწილი იყო გარიგება. ქალი იღებდა სოციალურ და მატერიალურ უზრუნველყოფას. მაშინ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ნორმად ითვლებოდა და სხვაგვარად ვერც წარმოედგინათ ქორწინება, რადგან სიყვარული არასოდეს იყო აუცილებელი პირობა ოჯახის შესაქმნელად და არც არავის აინტერესებდა, რა სურდათ თავად ქალებს.

დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. ქალმა მოიპოვა სოციალური დამოუკიდებლობა, ქორწინებისთვის პარტნიორის შერჩევის მთავარ კრიტერიუმად იქცა სიყვარული, ემოციები, განცდები, - ეს ყველაფერი ყოველგვარი გონივრული გადაწყვეტილების ზემოთ დადგა. მის გარეშე ქორწინება დღესდღეობით უკვე ძნელი წარმოსადგენია.

არ შემიძლია არ აღვნიშნო 8 მარტის დღესასწაული, რომელიც გაჩნდა, როგორც ქალთა უფლებების დაცვის დღე. 1857 წლის 8 მარტს ნიუ იორკში შეიკრიბნენ მანიფესტაციაზე ფეხსაცმლის და სამკერვალო ფაბრიკის ქალი თანამშრომლები, რომლებიც დღეში 16 საათს მუშაობდნენ და რაღაც გროშებს იღებდნენ.

მათ მოითხოვეს 10-საათიანი სამუშაო გრაფიკი, ნათელი და სუფთა სამუშაო გარემო, ხელფასი იმდენივე, რამდენსაც მამაკაცები იღებდნენ. ამ დღის შემდეგ შეიქმნა პროფკავშირული ორგანიზაცია, რომლის წევრებიც გახდნენ ქალები.

უამრავ ქალაქში გამოვიდა ასეულობით ქალი დემონსტრაციაზე, საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ხოლო 1910 წელს სოციალისტების საერთაშორისო კონფერენციაზე კოპენჰაგენში კლარა ცეტკინი გამოვიდა სიტყვით და შესთავაზა, 8 მარტი დღესასწაულად ეღიარებინათ - საერთაშორისო ქალთა დღე, რომელმაც გაიჟღერა, როგორც ქალებისთვის მოწვევა, რათა ყველა ჩართულიყო თანასწორობისთვის ბრძოლაში.

ამ განცხადების შემდეგ უამრავ ქვეყანაში გამოვიდნენ ქალები. მათ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობის და სხვადასხვა თანამდებობის მიღების უფლება. ეს ყველაფერი მათ ძლიერ ბუნებაზე მეტყველებს.

ყველა ქალს სურს, რომ იყოს დამოუკიდებელი, ჰქონდეს კარიერა, ოჯახი. ოჯახი ხომ ყველა ქალის მიზანია?! ყველა ქალი ოცნებობს მოსიყვარულე ქმარსა და შვილებზე. ქალმა თავი სრულფასოვნად რომ იგრძნოს, მას გვერდით უნდა ჰყავდეს საყვარელი ადამიანი, რომელთანაც თავს მშვიდად, დაცულად იგრძნობს.

ყველა ქალს სურს, რომ გვერდით "ნამდვილი მამაკაცი" ჰყავდეს. – როგორია ქალისთვის ნამდვილი მამაკაცი? -ის უნდა იყოს ერთგული, მზრუნველი, მოსიყვარულე, სიმპათიური... მართალია, იმასაც ამბობენ: კაცს უყვარს თვალით, ქალს ყურითო, მაგრამ მთლად ასეც არ არის.

ფიზიკურ მხარეს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ მამაკაცი ყველა ზემოთ ჩამოთვლილ თვისებებთან ერთად, სიმპათიური და სექსუალურიცაა, მაშინ მისი პარტნიორი ქალის თვითშეფასების კოეფიციენტიც გაცილებით მაღალი იქნება. ასეთი მამაკაცები ქალებს გარკვეულ სტატუსს ანიჭებენ.

როდესაც ირგვლივ მყოფი მამაკაცებიდან საუკეთესოს "დავითრევთ", მეტად თავდაჯერებულები ვხდებით, რადგან ვფიქრობთ, რომ ჩვენ მას ვიმსახურებთ. მამაკაცის გარეშე ქალი საკუთარი არასრულფასოვნების შეგრძნებას ვერ გადალახავდა. სანამ ეს ინსტინქტი ყველა ქალში დევს, ის ეცდება გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ითამაშოს თამაში მამაკაცებთან - ორი საწინააღმდეგო მიმართულებით, რაც ქმნის მისი სურვილების შეუსაბამობისა და გაურკვევლობის ეფექტს. - ხომ საინტერესოა?

რომელ ქალს არ სურს, გვერდით ჰყავდეს ძლიერი მამაკაცი, ლიდერი?! აქ მეორე მხარეც იჩენს თავს. ქალი აუცილებლად ეცდება, გაიმარჯვოს მასზე, "გადააწყოს თავის სიხშირეზე". ქალში ეგოისტური თვისებებიც იღვიძებს და ის ცდილობს, რომ მისი საყვარელი მამაკაცის ცხოვრების 90% მაინც დაიკავოს.

ამას მოჰყვება კონფლიქტი, ეჭვიანობა. ძალიან ხშირად ხდება ის, რომ ცოლი ცდილობს ნელ-ნელა ჩამოაშოროს ქმარი მეგობრებს. ფაქტობრივად, ქალი იღწვის მთლიანად დაიპყროს მამაკაცი, მთელი მისი დრო, ყურადღება, ქცევები, სურვილები... თუ ის ამას მიაღწევს, მაშინ მას ასეთი ქმარი მალე აღარ მოეწონება.

ურთიერთობაც აუცილებლად დაინგრევა. თუ კაცი არ დაემორჩილება, ქალი იფიქრებს, რომ ის არასაკმარისად უყვართ და არ აფასებენ. ამის გამო ის ახალი პარტნიორის ძებნას დაიწყებს. - ეს ის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო საქციელია, რომელიც ზემოთ ვახსენე. ქალს სურს "გადააკეთოს" საყვარელი მამაკაცი ისეთად, როგორიც "სურს", ხოლო შემდეგ მას აღარ მოსწონს "გადაკეთებული" მამაკაცი და იწყებს ახალი "მაგარი ტიპის" ძებნას.

როდესაც ამბობენ, რომ ყველა ქალს სურს, უყვარდეთ, ამაში იგულისხმება ინფანტილურ-რომანტიკული ურთიერთობა, სერენადები ფანჯრის წინ, ლამაზი სიტყვები, თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი... ყველაფერი ეს შინაგან სიმშვიდეს უქმნის ქალს. "ვუყვარვარ, ე.ი. კარგი ვარ!" ქმართან ურთიერთობა კი საშუალებას აძლევს ქალს თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და შეუდგეს საკუთარი ბუდის შენებას.

"შენი სიყვარულისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - ეს ის სიტყვებია, რომელიც ქალში სტაბილურობის და დაცულობის განცდას იწვევს. ქმარი არის თავშესაფარი ქალისათვის, რომელსაც ყოველდღიური პრობლემებით დაღლილი თავს შეაფარებს. ქმარი მას დაამშვიდებს, გაამხნევებს, მოეფერება, შეუსრულებს ყველა ხუშტურს. - ვის არ წარმოგვიდგენია ასეთი იდეალური ქმარი?

მაგრამ აქაც აუცილებლად მეორე მხარე გამოჩნდება. როდესაც ქალები სიყვარულის ყველა დამამტკიცებელ ნიშანს ვიღებთ, რისი მოფიქრებაც შეიძლება, ნელ-ნელა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება გვიჩნდება. თავიდან ყველაფერი ზღაპარს ჰგავს, მაგრამ ნელ-ნელა, გაუთავებელი ყურადღება და კაცი, რომელიც სულ თვალებში შემოგვყურებს, სულ ცოტა - გამაღიზიანებელი ხდება.

- ქალებს სურთ მამაკაცის მზრუნველობა, ყურადღება, მაგრამ ძალიან მალევე ეს გამუდმებული ზრუნვა-ყურადღება მოსაბეზრებელი ხდება. რა გამოდის? ამ ყველაფერს აბსურდულ დასკვნამდე მივყავართ: -ქალებს სურთ ის, რაც არ სურთ?! - არა, ტყუილად არ დაწერილა ქალების რთული ხასიათის შესახებ ამდენი წიგნი…

ქალმა უნდა შეძლოს, მასში არსებული ეს ორი უკიდურესობა გააერთიანოს, დაარეგულიროს, რომ შინაგან სიმშვიდეს მიაღწიოს. ფაქტობრივად, გამორიცხულია ისეთი მამაკაცის პოვნა, რომელიც ოქროს შუალედს დაიჭერს და არც მწვადს დაწვავს და არც შამფურს.

ეს ჩაკეტილ წრეს ჰგავს. ერთადერთი გამოსავალი ბედნიერებისთვის ჩვენში არსებული შინაგანი კონფლიქტის გადაწყვეტაა და არა ისეთი გარემოებების ძებნა, რომელიც ამ კონფლიქტს დაგვავიწყებს.

მე გისურვებთ, რომ იყოთ სამართლიანი საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანების მიმართ და მეტი იფიქროთ საკუთარ თავზე, საკუთარ სურვილებზე, რადგან რა არის ცხოვრება, თუ არა გზა საკუთარი თავის შეცნობისა?..

თეკო ინასარიძე
ჟურნალი "და ქალი"
(მარტის ნომერი)
კომენტარები (39)
თეკო
ლაშა, ან არ უნდა დაქორწინდეთ და ხანმოკლე ურთიერთობებს დასჯერდეთ, ან უნდა შეეგუოთ :)))))
ლაშა
თეკო, გამოსავალი რა არის? კაცები როგორ მოვიქცეთ? თქვენი აზრი მაინტერესებს... :)
ინა
ასე დალაგებული და აზრიანი სტატია მგონი ჯერ არც კი წამიკითხავს! ...ყოჩაღ!...მადლობა!..შენს სხვა სტატიასაც დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი!
დათო
ძალიან კარგი სტატიაა:) ქალების ლოგიკა ალოგიკურობაშია...სახალისოა ძაან:))
თეა ინასარიძე
Yectli - thank you! :) თათა დიდი მადლობა! :)
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
20 რამ, რაც უნდა გააკეთოთ ახლა, რათა 50 წლის ასაკში თავი იდეალურად იგრძნოთ
14:00 / 18-04-2018
ერთ-ერთმა ინტერნეტსაიტმა ათასობთ 50 წელს გადაცილებული ადამიანი გამოკითხა. მათ ერთი კითხვა ჰქონდათ: რა უნდა გააკეთოს 30 წლის ადამიანმა, რომ 20 წლის შემდეგ თავი ბედნიერად იგრძნოს. მათ საჭირო, მარტივი და ბრძნული პასუხები გაგვცეს და დროა, უფროსების რჩევები გავითვალისწინოთ.
სიყვარული ტკივილია? წყვილებმა ბეჭდებზე უარი თქვეს და თითები გაიხვრიტეს
11:01 / 12-04-2018
ზოგიერთ წყვილს ჩვეულებრივი საქორწინო ბეჭდის ტარება არ მოსწონს და ისინი თითებზე პირსინგებს იკეთებენ.
რაზე ფიქრობ, როცა უცნობი მამაკაცი თვალებით გაშიშვლებს
11:15 / 10-04-2018
სეირნობ შენთვის ქუჩაში, არავის ეხები და უცებ გრძნობ... მზერას. არა შემთხვევითს, არა ნაცნობის, არამედ მაშიშვლებელ მზერას... და რა უნდა იფიქრო ამ დროს?
გაიგე ყველაფერი მაშინვე: 6 მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც მამაკაცს პირველ პაემანზე უნდა დაუსვა
11:12 / 29-03-2018
პირველ პაემანზე ოდნავი ნერვიულობა დასაშვებია, მაგრამ სანამ მამაკაცი შეგიყვარდებათ, მოასწარით ამ 6 კითხვის დასმა.
6 ფრაზა, რომელიც სიტყვებზე "მე შენ მიყვარხარ" ძლიერია
13:46 / 26-03-2018
მე შენ მიყვარხარ" - ეს სამი სიტყვა ამქვეყნად ყველაზე სასიამოვნო მოსასმენია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას საყვარელი ადამიანი გეუბნება. თუმცა, როგორც გაირკვა, არსებობს კიდევ რამდენიმე ფრაზა, რომელიც უფრო დამაჯერებლად და სასიამოვნოდ ჟღერს.
„ვერ ვიტან მას“: 4 რჩევა, როგორ მოთოკოთ პარტნიორზე ბრაზი
15:10 / 23-03-2018
ყველა ურთიერთობაში არსებობს მომენტები, როცა პარტნიორი ნერვებს გიშლით. ძლიერი ემოციურობის დროს კი გეჩვენათ, რომ გძულთ იგი. როგორ უნდა მოიქცეთ?
ჩვენი დროის 22 წლის მძინარე მზეთუნახავი: გოგო, რომელსაც თვეობით სძინავს
13:05 / 22-03-2018
სხვათა შორის, ბეტ გუდიერს უკვე უნივერსიტეტი უნდა დაემთავრებინა და ბავშვის ფსიქოლოგად დაეწყო მუშაობა, მაგრამ მე-17 დაბადების დღეს, 5 წლის წინ ჩაეძინა და მას შემდეგ 6 თვეში ერთხელ იღვიძებს.
პასუხი არ არის: 10 მიზეზი, რატომ არ გიპასუხა sms-ზე (სახალისო ინფოგრაფიკა)
16:30 / 19-03-2018
მესიჯი გაუგზავნე, მაგრამ პასუხი არ არის? - ნუ ჩავარდები სასოწარკვეთილებაში! შეიძლება მას საპატიო მიზეზი აქვს.
"ჩემს ქმარს იდეალური სხეული აქვს, მე კი - განიერი თეძოები და დიდი მუცელი" - ჯენა დაცინვას პასუხობს
15:29 / 19-03-2018
ფოტოგრაფ ჯენა კატჩერს სოციალურ მედიაში საკუთარი სხეულის გამო დასცინეს. ინტერნეტტროლები წერდნენ, რომ ზედმეტი წონის გამო მას უნდა რცხვენოდეს, რადგან მისი ქმარი დრიუ იდეალურ ფორმაშია.
13 განსხვავება ქალს და მამაკაცს შორის - რას აკეთებენ ისინი სხვადასხვანაირად?
15:12 / 19-03-2018
ქალი და მამაკაცი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან დეტალებით, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალებით. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გაიგებთ, როგორები არიან სინამდვილეში, უკეთესად გაუგებთ და ნაკლებად იკამათებთ მათთან.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30