როგორ უნდა აიძულოთ მამაკაცი, რომ მხოლოდ თქვენზე იფიქროს?
როგორ უნდა აიძულოთ მამაკაცი, რომ მხოლოდ თქვენზე იფიქროს?
შეყვარებული მანდილოსანი მუდმივად თავის მამაკაცზე ფიქრობს. წარმოიდგენს შეხვედრას, გეგმავს პაემანს, რას ეტყვის, რას ჩაიცვამს, სად წავლენ, როგორ მოიქცევა და ა.შ.

ქალს ყოველთვის სურს, რომ მამაკაცმა მუდმივად მასზე იფიქროს. ამის მისაღწევად კი ყველა საშუალებას იყენებს. თუმცა, არსებობს რამდენიმე საიდუმლო ხერხი, რომლის გამოყენებითაც მამაკაცს აიძულებთ, მხოლოდ თქვენზე იფიქროს:

მოაჩვენეთ თავი "მიუწვდომლად"
- ის უნდა ეძებდეს თქვენთან შეხვედრის მიზეზს, ნერვიულობდეს და განიცდიდეს თქვენ გამო. თქვენი ქცევითა და სიტყვებით უნდა დაუმტკიცოთ, რომ ის ქალი ხართ, რომლის ყურადღების მისაქცევად უნდა იბრძოლოს. მოაჩვენეთ, რომ ძალიან დაკავებული
ხართ და მასთან შესახედრად გადადეთ ყველა მნიშვნელოვანი და საჩქარო საქმე. მიეცით მამაკაცს მიზეზი, რომ თქვენთან შეხვედრა, თქვენი ნახვა მოუნდეს. თუ ასე მოიქცევით, ის თავს გამარჯვებულად იგრძნოს, რომელმაც ჯილდოდ თქვენი თავი მიიღო და ჯადოსნურად მოგეწებებათ.

Image result for love gif
თქვენი საყვარელი მამაკაცი უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენი ცხოვრება საინტერესო და დატვირთულია. - არ უნდა აგრძნობინოთ, რომ მთელი დღე მის ზარს ელოდებით, ყოველ წუთს მასზე ფიქრობთ. მამაკაცი მალევე დაკარგავს ინტერესს იმ ქალის მიმართ, რომელსაც მის მეტი ცხოვრებაში არაფერი აინტერესებს. უნდა მიახვედროთ, რომ დაკავებული, ყველასთვის მიუწვდომელი პერსონა ხართ და მხოლოდ მას გაუღიმა ბედმა, რათა თქვენთან შეხვედრის ბედნიერება ხვდა წილად. იცოდეს, რომ მის გარეშე თავს მოწყენილად არ გრძნობთ, - გაქვთ საყვარელი საქმე, გყავთ მეგობრები და რაც მთავარია, გყავთ თავყვანისმცემლების მთელი არმია.

Related image
შეეცადეთ, მამაკაცისთვის მუდამ ინტერესის სფეროს წარმოადგენდეთ. - იყავით ხალისიანი, ეფლირტავეთ, გაეკეკლუცეთ. მამაკაცი მუდამ დაინტრიგებული უნდა გყავდეთ, რომ თქვენ მიმართ ინტერესი არ დაკარგოს. რამდენიმეწლიანი ურთიერთობაც რომ გაკავშირებდეთ, მუდამ შეიტანეთ სიახლე თქვენს ურთიერთობაში, მუდამ გქონდეთ რომანტიკულობის განცდა და მუდამ გაეპრანჭეთ მას.

Related image
მისი უმნიშვნელო საქციელიც კი შეაქეთ. - დაგირეკათ, მცირე საჩუქარი მომოგართვათ? - შეაქეთ. აგრეთვე, შეაქეთ, მეგობრების, ნათესავების წრეში ლამაზად წარმოთქმული სადღეგრძელოს, ქცევის, მოქცევის გამო. თქვენი ამგვარი საქციელი აგრძნობინებს მას, რომ იგი თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანია და თქვენ აღფრთოვანებული ხართ თქვენი ყურადღებიანი, ჭკვიანი, მზრუნველი მამაკაცით.
Related image
დღის განმავლობაში შეახსენეთ თავი. - სასიყვარულო შეტყობინებებით, რომანტიკული ბარათებით, ჰაეროვანი კოცნებით, და რა თქმა უნდა იმ ნივთებით, რომლებიც "შემთხვევით დაგრჩათ" მასთან სახლში.

Image result for love gif
აეჭვიანეთ. - მაგრამ არ გადაამეტოთ. ვითომ "შემთხვევით წამოგცდათ", რომ თქვენს ცხოვრებაში ახალი თაყვანისმცემელი გამოჩნდა, რომელიც ჭკუას კარგავს თქვენზე. ეს მიახვედრებს, რომ თქვენ მისი საკუთრება არ ხართ და ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაგკარგოთ. მესაკუთრე მამაკაცის გული კი ამ ზეწოლას ვერ გაუძლებს და ყველა ღონეს იხმარს, რომ თქვენთვის ისევ ერთადერთი და განუმეორებელი გახდეს.

როგორ ვიპოვოთ სიყვარული ონლაინ? 8 რჩევა მათგან, ვისაც ეს გამოუვიდა

როგორ ვიპოვოთ სიყვარული ონლაინ? 8 რჩევა მათგან, ვისაც ეს გამოუვიდა

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
11:47 / 08-12-2017
8 საგანგაშო მიზეზი ურთიერთობის გაწყვეტის, რომელსაც აღარც პერსპექტივა აქვს და აღარც აზრი.
10:43 / 30-11-2017
ყველა მამაკაცმა როდი იცის, როგორ შეიკრას შარფი, რადგან მას ძირითადად მარტივად იკეთებენ, სიცივისგან თავის დასაცავად.
17:21 / 31-10-2017
ქალები ხშირად უსვამენ მამაკაცებს უხერხულ შეკითხვებს. არა იმიტომ, რომ ძალიან მოგვწონს ეს, არამედ იმიტომ, რომ სხვაგვარად მათ სიტყვას ვერ დააცდენინებ! მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ზოგიერთ შეკითხვას მამაკაცები გულახდილად არასოდეს პასუხობენ. აი, მაგალითად:
15:06 / 03-10-2017
არსებობს უამრავი ქვეყანა, სადაც ყველაზე ლამაზი ქალები ცხოვრობენ, მაგრამ მამაკაცების მსგავსი ჩამონათვალი რატომღაც ძალიან ცოტაა. არადა, ქალებმა უნდა იცოდნენ, სად გაემგზავრონ, რათა იპოვონ მიმზიდველი მამაკაცი.
11:59 / 22-09-2017
აღმოჩნდა, რომ 29 წლის შემდეგ ცხოვრება არსებობს და მეტიც – ის მშვენიერია! თუმცა, ზოგიერთ ჩვევას ამ ასაკში აჯობებს, რომ გამოემშვიდობო...
11:14 / 01-09-2017
სიყვარულს უმღერის ყველა ფილმებსა თუ წიგნებში, ადამიანებს კი საოცარი საქციელის ჩადენისკენ უბიძგებს. და რაც ყველაზე მთავარია, სიყვარული ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზეც მოქმედებს. ორგანიზმი გამოჰყოფს სხვადასხვა ჰორმონს, რომლებიც ტვინზე ნარკოტიკივით ზემოქმედებს.
16:28 / 17-08-2017
მამაკაცებს თვალებით უყვართ: ქალის სხეული, მოვლილი, გრძელი თმა, სექსუალური სამოსი... მაგრამ არის ერთი შეხედვით უცნაური დეტალები, რასაც მამაკაცები სექსუალურად მიიჩნევენ.
13:32 / 13-08-2017
სანამ ამ ბლოგის დაწერას გადავწყვეტდი, ბევრი ვიფიქრე. არ ვიცოდი და ზუსტად არც ახლა ვიცი, სწორად ვიქცევი თუ არა, რადგან საიდუმლოს ნაწილობრივ გათქმა მიწევს, საიდუმლოსი, რომელიც ორმა ქალმა სამარეში ჩაიტანა.
11:18 / 17-07-2017
ყველა ქალი ოცნებობს დაიკლოს ზედმეტი კილოგრამები, რომ მამაკაცებს მოაწონონ თავი, მაგრამ იქნებ, ჯერ მამაკაცების აზრი მოგესმინათ მსუქან ქალებზე.
15:56 / 26-06-2017
ახლა კიდევ ერთ ჩემთვის გასაშტერებელ ამბავს მოგიყვებით: ერთ-ერთ ქართულ სუფრაზე, აი, ისეთზე, "აკადემიას" რომ ეძახიან ბიძა-კაცები, ქართული ოჯახისა და ტრადიციების სადღეგრძელოს შემდეგ საუბარი გოგონების აღზრდის პრობლემებსაც შეეხო და ერთმა ახალგარდა კაცმა ერთგვარი გამწარებით წამოიძახა: პრობლემა, იცით, რაშია? - დედები გოგონებს არ ასწავლიან, კაცებს როგორ უნდა მოუარონო.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
მამაკაცის თვალით დანახული იდეალური ქალის 20 თვისება
13:59 / 11-12-2017
როგორი თვისებებით უნდა იყოს დაჯილდოვებული იდეალური ქალი მამაკაცის აზრით.
მოკლედ მოყოლილი დიდი სიყვარულის ისტორიები, რომლებსაც ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავთ
13:00 / 09-12-2017
1. "დღეს ჩემი ქალიშვილის ჯვრისწერაა. 10 წლის წინ ცეცხლმოკიდებული მანქანიდან ძლივს გამოვიყვანე 14 წლის ბიჭი და დედამისი. ბიჭის გასინჯვის შემდეგ ექიმებმა თქვეს, რომ იგი ვეღარასდროს გაივლიდა".
ქართველი გოგონა, რომელმაც Elie Saab-ის კაბით იქორწინა - "ჩემთვის არ არსებობს ოცნება, რომელიც აუხდენელი რჩება..."
14:46 / 08-12-2017
არ არსებობს გოგონა, რომელსაც ერთხელ მაინც არ უოცნებია ქორწილზე, თეთრ კაბაზე, ბევრ სტუმარსა და ზღაპრულ პრინცზე. ალბათ, ყველა, ვისაც ეს გამოუცდია, დამეთანხმება, რომ საოცარი განცდაა, იყო დედოფალი.
მამაკაცის გარდერობის 10 დეტალი, რომლებიც ქალებს აღიზიანებთ
15:12 / 07-12-2017
არსებობს ტანსაცმელი, რომლებსაც ქალები ვერ იტანენ, გინდ მას მსოფლიოში ყველაზე სიმპათიური მამაკაცი ატარებდეს, თუმცა ქალები ამაზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან.
8 თამაში, რომელიც ახალ წელს ძალიან გაგართობთ
18:47 / 04-12-2017
ახალი წელი არის მხიარული და ბავშვური დღესასწაული. იმისთვის, რომ ეს დღე კიდევ უფრო მხიარული გახადოთ, წარმოგიდგენთ 8 საახალწლო თამაშს.
ტოპ-10 ფილმი სიყვარულზე, რომელიც ყველა შეყვარებულმა უნდა ნახოს
11:31 / 04-12-2017
Blue valentine (”ლურჯი ვალენტინი”) - ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და რეალისტური ისტორია სიყვარულის დაკარგვაზე.
6 საჩუქრის იდეა თუ თქვენ თამაშობთ Secret Santa-ს
15:53 / 03-12-2017
ახალი წელი ახლოვდება და ალბათ უკვე დაიწყეთ "სეკრეტ სანტას" თამაში.
როგორ ვიპოვოთ სიყვარული ონლაინ? 8 რჩევა მათგან, ვისაც ეს გამოუვიდა
13:08 / 29-11-2017
ბოლო დროს რეალურ ცხოვრებაში გაცნობა სულ უფრო იშვიათად ხდება, ვირტუალურში კი - უფრო და უფრო ხშირად.
სასაცილო კომიქსი იმაზე, თუ როგორ გამოიყურება რეალურად ნამდვილი ურთიერთობა
16:25 / 20-11-2017
როდესაც ახალ ურთიერთობას ვიწყებთ, ყოველთვის ვცდილობთ, საკუთარი თავი საუკეთესო მხრიდან წარმოვაჩინოთ. შემდეგ უკვე აღარ ვცდილობთ... უბრალოდ ვხდებით ის, ვინც ვართ სინამდვილეში.
ნახეთ ცნობილი ბლოგერის, გურამ შეროზიას ქორწილის კლიპი (ვიდეო)
12:30 / 10-11-2017
დაახლოებით ერთი კვირის წინ ცნობილი ქართველი ბლოგერი გურამ შეროზია დაქორწინდა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31