ასაკი მხოლოდ ციფრებია - ამ ფრაზას მსოფლიოში ცნობილი ზოგიერთი ვარსკვლავიც ეთანხმება, რომელთაც თავისზე გაცილებით პატარა ასაკის ბოიფრენდები ჰყავთ.
მადონა და აბუბაკარუ სუმახორო
სხვაობა - 32 წელი
პოპ-მუსიკის დედოფალი - მადონა, ბოლო პერიოდში სულ ასაკით პატარა მამაკაცებს ხვდება. მოცეკვავე ბრახიმ ზაიბატოსა და ქორეოგრაფ ტიმორ სტედენსონის შემდეგ მის ცხოვრებაში 25 წლის მოდელი ბიჭი - აბუბაკარუ სუმახორო გამოჩნდა. რომანი შემოდგომაზე დაიწყო. წყვილი ბევრ დროს ატარებს ერთად. აბუბაკარუ წარმოშობით კოტ-დივუარიდანაა და „ბრუკლინის“ ფსევდონიმით მოღვაწეობს.
ჯენიფერ ლოპესი და კასპერ სმარტი
სხვაობა - 18 წელი
„სექსუალური დათუნია“, „იდეალური პარტნიორი“ - ასეთი ეპითეტებით ამკობენ ერთმანეთს 44 წლის ლოპესი და მისი 26 წლის ბოიფრენდი. მათ რომანს ივლისში 3 წელი უსრულდება. კასპერი ჯერ კიდევ 2011 წელს ცეკვავდა ჯეილოს მოცეკვავეთა გუნდში. წყვილი მუდამ ერთადაა. ცოტა ხნის წინ კასპერმა ჯენიფერს ძვირფასი ბეჭედიც აჩუქა. მომღერალმა კი განაცხადა, რომ არ არის წინააღმდეგი, მეოთხედაც გათხოვდეს.
კაილი მინოუგი და ჯოშუა ზასე
სხვაობა - 18 წელი
49 წლის მომღერლისა და 29 წლის მსახიობის რომანის შესახებ ცნობილი სექტემბერში გახდა. მათ ერთმანეთი სერიალ „გალავანტის“ გადაღებებზე გაიცნეს, სადაც ჯოშუა მთავარ როლს ასრულებს, კაილი კი მხოლოდ ერთ ეპიზოდში ჩნდება. გაგრძელება