ეს შეიძლება შემთხვევითაც მოხდეს - გუშინ მასთან ისეთი ბედნიერი იყავით, დღეს კი ყველაფერი შეიცვალა...
ან, შეიძლება ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიხვიდეთ აქამდე. ძნელი სათქმელია, რომელი ვარიანტი ჯობია, მაგრამ ფაქტი ერთია : სიყვარული სადღაც ქრება და ის, ვისაც უფრო მეტად უყვარს, იწყებს მიზეზების ძებნას: „ვინ არის დამნაშავე? რა გავაკეთო?“
თუ არ არსებობს სერიოზული მიზეზი დაშორებისთვის, ფსიქოლოგები ამას „ურთიერთობისგან გადაღლას“ ეძახიან. ერთმანეთისგან შეიძლება ძალიან მოსიყვარულე წყვილებიც დაიღალონ და მით უმეტეს, ცოლ-ქმარი. „პროგრამა სიყვარული“ ზოგჯერ ვერ უძლებს ხანგრძლივ დატვირთვას. ორ ადამიანს შორის ურთიერთობა უნდა ვითარდებოდეს. წყვილმა უნდა სცადოს რაღაც ახალი, გაიხალისოს ყოველდღიურობა, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი განწირულები არიან „დაღლილობისთვის“, რამაც შეიძლება ყველაზე მყარი ურთიერთობაც კი დაანგრიოს.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ურთიერთობისგან დაღლილობა წყვილს შორის შემდეგი მიზეზების გამო ჩნდება:
• 30% - როდესაც ერთ-ერთ პარტნიორს ურთერთობის გაოფიციალურება (დაქორწინება) არ უნდა
• 25% - ღალატი
• 20% - ქმრის ან პარტნიორის ფინანსური არასტაბილურობა
• 20% - იშვიათი შეხვედრები და პარტნიორის რთული, ცივი ხასიათი
• 5% - სექსულაური შეუთავსებლობა პარტნიორთან
ურთიერთობით დაღლილობის 7 ნიშანი
თუ თქვენ ხშირად გეუფლებთ შეგრძნება, რომ :
• თქვენი შეხვედრები აღარ არის ემოციური
• თქვენ შეცდით პარტნიორის არჩვისას
• ამ ადამიანთან ურთიერთობისას დრო ტყუილად დაკარგეთ
• თქვენ ამოწურეთ თავი ამ ურთიერთობაში
• სიმართლე რომ ვთქვათ, გეზარებათ ამ ურთიერთობის გამო ბრძოლა
• მოგბეზრდათ გაუთავებელი ჩხუბი
• გეცოდებათ საკუთარი თავიც და ისიც...
ეს ნიშნავს, რომ დაღლილობის ვირუსი უკვე მოედო თქვენს ურთიერთობას და სანამ არის განკურნების შანსი, დროა მოქმედება დაიწყოთ.
როგორ გადავლახოთ დაღლილობა ურთიერთობაში, ჩვენ გთავაზობთ 6 რჩევას