განაწყენებული ცოლი რომ შემოვირიგოთ - რჩევები მამაკაცებს
განაწყენებული ცოლი რომ შემოვირიგოთ - რჩევები მამაკაცებს
ძლიერი სქესის წარმომადგენელთა აზრით, ქალები ურთულესი და ხშირად აბსოლუტურად გაურკვეველი აზროვნების მქონე არსებები არიან. აქედან გამომდინარე, მამაკაცების დიდი ნაწილი ქალისთვის დამახასიათებელი "ხუშტურების" ძირითად ნაწილს ვერ ან არ ხვდება. მათ შორისაა ბუტიაობა და წვრილმანებზე განაწყენება, რაც დამეთანხმებით, მანდილოსნების უმეტესობას ხშირად ახასიათებს. თუმცა ძვირფასი მამაკაცების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ საყვარელი ქალის ზოდიაქოს ნიშანი იცით, კონფლიქტისა და გაუგებრობის შემდეგ მის შემოსარიგებლად გზების მონახვა საკმაოდ მარტივი და იოლი საქმე იქნება.


ვერძი
ქალი ვერძი ფეთქებადი, ემოციური და ფიცხია. ამიტომ მისი რისხვა მამაკაცს, როგორც წესი, ატომური ბომბის აფეთქებასავით ატყდება თავს. მაგრამ ასე იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქცევა, როცა ნამდვილად უყვარს ვინმე. აქედან გამომდინარე, ვერძი ქალის შემთხვევაში გაბრაზების კი არა, სიჩუმის უნდა გეშინოდეთ, ძვირფასო მამრებო. საიმისოდ, რომ ქალი ვერძი შემოირიგოთ, საშუალება მიეცით, ბოლომდე ამოთქვას თქვენ მიმართ გულში დაგროვილი წყენა და პრეტენზიები. გარდა ამისა, მასთან დიალოგში მაქსიმალური დოზით გამოიყენეთ იუმორი; მერწმუნეთ, ასე ნებისმიერ ყინულს გაადნობთ ვერძის გულში.

კურო
ქალი კურო საოცრად მომთმენი, თავშეკავებული და დინჯი ინდივიდია. ამიტომ მარტივი ქალური ხუშტურები და ჭირვეულობები, როგორც წესი, მას იშვიათად ახასიათებს. შესაბამისად, ასეთი ქალის განაწყენება თუ შეძელით, ე.ი. რაღაც ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი "მიგიქარავთ". კურო ვერძი არ არის, რომ წყენამ ორ საათში გაუაროს. ამიტომ მისი გულის ხელმეორედ მოსაგებად და ძველებური ნდობის აღსადგენად ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მოგიხდებათ ლოდინი, მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა და ჩადენილი საქციელის გამო გულწრფელი სინანულის დანახვება მისთვის.

ტყუპი
ქალი ტყუპი ცვალებადი, ემოციური და ხმაურიანი ქმნილებაა. მისი გაბრაზება, ისევე, როგორც გახარება, მარტივი და აბსოლუტურად იოლი რამაა. ტყუპს შეუძლია წამის მეასედში უკიდურესი ისტერიკის შემოტევა გაითამაშოს საყვარელი მამაკაცის მისამართით, თანაც ისე, რომ ამ უკანასკნელს თმა ყალყზე დაუდგეს აღშფოთებისგან. თუმცა, ასეთი ქალის გაბრაზების ნუ შეგეშინდებათ, წყენა, როგორც წესი, მას მოკლე ხანში ავიწყდება. მთავარია, როცა ბრაზობს, საუბრის და "ქაქანის" საშუალება მისცეთ. ერთი-ორჯერ ქოქოლას მოგაყრით და მალევე შეგირიგდებათ, მორიგ კონფლიქტამდე.

კირჩხიბი
ქალი კირჩხიბის განაწყენებაზე ადვილი, ალბათ, არაფერია ბუნებაში. ამასთან ერთად, კირჩხიბის გაბუტვის მიზეზს ხშირად არათუ მამაკაცი, ახლო მეგობარი ქალებიც კი ვერ ხვდებიან ბოლომდე და პრინციპში, თავად კირჩხიბსაც ვერ გაუგია ხშირად, რატომ ეცვლება განწყობა პოზიტიურიდან ნეგატიურისკენ, სრულიად აუხსნელად. კირჩხიბი ბუნებით სენსიტიური, სითბოსა და ზრუნვის მოყვარული ინდივიდია. ამიტომ "განაწყენებულის ნიღაბს" ხშირად სპეციალურად, ყოველგვარი არსებითი მიზეზის გარეშეც მარტივად ირგებს, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საყვარელმა მამაკაცმა ყველანაირი საქმე მიატოვოს და მისკენ გაეშუროს სიყვარულის კიდევ ერთხელ და მეათიათასეჯერ დასამტკიცებლად.

ლომი
ლომი ქალი უზომოდ ამაყი, საკუთარი ღირსების შეგრძნებით აღსავსე და თავმომწონე ინდივიდია. ამიტომ ქალი ლომის თაყვანისმცემლობა სულაც არ გახლავთ იოლი საქმე. ფაქტობრივად, მამაკაცს "თითის წვერებზე" სიარული მოეთხოვება საიმისოდ, რომ მისი კეთილგანწყობა ხანგრძლივი დროით შეინარჩუნოს. ქალი ლომი ყველაზე მეტად სიძუნწის, უყურადღებობისა და უპატივცემულო დამოკიდებულების გამო ნაწყენდება კაცზე. შესაბამისად, თუ თქვენ ზემოთ ხსენებული რომელიღაც
ცოდვათაგანი ჩაიდინეთ, თქვენი სახელფასო ბიუჯეტის 98%-ის გაღება მოგიწევთ მისი გულის ხელახლა მოსაგებად. ამასთან ერთად, სითბოს, ყურადღებისა და გულისხმიერების განსახიერებადაც უნდა იქცეთ საჩუქრებისა და სიურპრიზების პარალელურად.

ქალწული
შეგნებული, გაწონასწორებული და სტაბილური ფსიქიკის მქონე ქალების კატეგორიას განეკუთვნება. მას იშვიათად ახასიათებს ტიპური, ქალური ჭირვეულობები და დრამატიზმისკენ მიდრეკილება. თუმცა, არსებობს მიზეზები, რის გამოც ქალწული ქალი შეიძლება წყობიდან გამოვიდეს და მამაკაცზე გული აიცრუოს. მათ შორისაა ამ უკანასკნელის მხრიდან უპასუხისმგებლობა, მოუწესრიგებლობა და არაპროგნოზირებადი საქციელი. ქალწულს არ უყვარს სიურპრიზები. შესაბამისად, მასთან ურთიერთობის გაგრძელებას თუ გეგმავთ, თქვენს ურთიერთობაში ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვათ და ნებისმიერი დანაპირები ყოველთვის დროულად შეასრულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვეჭვობ, ერთად დიდხანს გაძლოთ.

სასწორი
მისი სავიზიტო ბარათი მომხიბვლელი ღიმილია, რომელიც გაბრაზების მომენტშიც არ ქრება სასწორის სახიდან. თუმცა, მიუხედავად ასეთი ჰაეროვანი და ფუმფულა იმიჯისა, ქალ სასწორს საოცარი პრინციპულობისა და სიჯიუტის გამოვლენა შეუძლია პერიოდულად. შესაბამისად, მამაკაცს, რომელიც მის ამ სირბილეს არ დააფასებს, სამომავლოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე მოუწევს ამ ქალის ღიმილიანი უარის და მისი ემოციური სიცივის ატანა. საიმისოდ, რომ სასწორთან ურთიერთობა ისევ აღადგინოთ, მოუწყვეთ მას რომანტიკული სიურპრიზები, გაანებივრეთ ყვავილებითა და ტკბილეულით; და რაც მთავარია, სითბო აშკარად გამოხატეთ. ეს ყველაზე ნაცადი და აპრობირებული მეთოდია სასწორის გულის მოსაგებად. გაგრძელება
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ქალების მთავარი შეცდომა, რომლის გამოც მამაკაცები მიდიან...
15:04 / 15-06-2017
თუ სიყრმეში ქალები ცდილობენ, საკუთარი თავისთვის ყველაფერი საუკეთესო შეარჩიონ: კოსმეტიკა, ტანსაცმელი, გართობა, წლებთან ერთად, უმეტესობას "საკუთარ თავზე ეკონომიის" გაკეთების სინდრომი უჩნდება.
"არც ერთი მამაკაცი არ ღირს იმად, რომ მოჭერილი ფეხსაცმლით დაიტანჯოთ" - 8 რჩევა ქალებს
16:00 / 09-06-2017
• თუ შუაღამეა, თქვენ კი თმისა და ფრჩხილების მოწესრიგება ვერ შეძელით და ძალიან გეძინებათ – უმჯობესია, გამოიძინოთ...
„ ყოველი ქალი იმდენი წლისაა, რამდენსაც იმსახურებს“ - ნუ გეშინიათ ასაკის!
14:48 / 07-06-2017
წლების მომატება სულაც არ ნიშნავს დაბერებას! როგორც კი ამას გავიაზრებთ, გაგვიადვილდება ჩვენს ასაკთან „შეგუება“
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ქმარმა საყვარელი გაიჩინა: 6 წესი
16:10 / 28-04-2017
იყო მეუღლისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთადერთი, ყველა ქალის ოცნებაა.
სიყვარულის ხუთი ენა, ანუ როგორ შევინარჩუნოთ ეს გრძნობა
12:43 / 27-04-2017
სიყვარული მავანისთვის მხოლოდ გაცვეთილი ფრაზებია, მავანისთვის - ცხოვრების წესი, ერთისთვის - გართობა, მეორისთვის – ყველაფერი...
ისტორია ძველი ალბომიდან... ფოტოებით მოყოლილი ამბავი
12:06 / 20-02-2017
ალბათ, ყველა სახლში ინახება ერთი ძველი, ყდაგადაქექილი ალბომი, რომელიც ოჯახის ისტორიას ინახავს...
ბალზაკის ასაკის პლუს-მინუსები
15:36 / 09-02-2017
რას გულისხმობს ბალზაკის ასაკი? მოწიფულობაში შესულ ქალს, რომელსაც ჩამოყალიბებული გემოვნება და შეხედულებები აქვს; ქალს, რომელმაც იცის, რა სურს ცხოვრებისგან.
7 რამ, რასაც ჭკვიანი ქალი არასოდეს ითხოვს მამაკაცისგან!
12:09 / 06-02-2017
ბევრი ქალი თვლის, რომ მამაკაცები მათთან ვალში არიან. შედეგად, მსგავსი ფილოსოფია აკარგინებს ნდობას და ურთიერთპატივისცემას.ხშირად ამას ქალები გვიან ხვდებიან.
”ყველა ჩვენგანს აქვს ცოტაოდენი ბინძური თეთრეული” - რატომ უნდა უყუროთ სერიალს ”სასოწარკვეთილი დიასახლისები”
11:41 / 25-01-2017
ტელესივრცეში უამრავი სერიალი არსებობს. ზოგიერთი მათგანი ერთი ან ორი სეზონის შემდეგ გბეზრდება, ზოგი კი პირიქით, ისე გითრევს, რომ ვეღარ მოწყდები.
ქალებში ეს სულ სხვაგვარად ხდება: გულის შეტევის 5 სიმპტომი 30 წელს გადაცილებულებისთვის!
12:58 / 24-01-2017
უამრავი ადამიანი მიიჩნევს, რომ გულის შეტევა გულმკერდის არეში ტკივილებით ვლინდება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სიმპტომები ქალებშიც შეინიშნება, მათ უფრო სპეციფიკური ნიშნები ახასიათებთ, რომლის შესახებაც ყველამ უნდა იცოდეს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31