რატომ გვღალატობენ მამაკაცები და როგორ მოვიქცეთ - 6 წესი
რატომ გვღალატობენ მამაკაცები და როგორ მოვიქცეთ - 6 წესი
იყო მეუღლისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთადერთი, ყველა ქალის ოცნებაა. თუმცა ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით და იმედგაცრუებით. ასე რომ, ქალებს ოცნებები ხშირად ემსხვრევათ. მამაკაცის ღალატის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს: უბრალო გატაცება, მოწყენილობა, ძიება რაღაც ისეთის, რის დეფიციტსაც ცოლთან განიცდის, ახალი შეგრძნებებისკენ სწრაფვა... უსიამოვნო სიტუაციიდან თავის დაღწევის მრავალი გზა არსებობს და ღალატის მსხვერპლს თავად უწევს გამოსავლის პოვნა.

1. დამშვიდდით და სასოწარკვეთას ნუ მიეცემით. ასეთი თავზარდამცემი ამბის გაგების შემდეგ ქალებს ტკივილი, მრისხანება, ზიზღი და შურისძიების სურვილი იპყრობთ, შემდეგ ამ შეგრძნებებს სიცარიელე და დიდი სევდა ცვლის. წადით რამდენიმე დღით მშობლებთან, ახლობელ ადამიანებთან, მეგობრებთან. იქვითინეთ, გაუზიარეთ ტკივილი, მოიოხეთ გული. ნუ მოაწყობთ სკანდალებს და მით უმეტეს, ნუ გააგდებთ ქმარს სახლიდან. რადიკალური გადაწყვეტილებები იმ დროისათვის გადადეთ, როდესაც მოვლენების მშვიდად განსჯას შეძლებთ.

2. გადაწყვიტეთ, გსურთ თუ არა, ყოველივე ამის შემდეგ ქმართან ერთად ცხოვრების გაგრძელება. თუ მზად ხართ აპატიოთ, ეს ნაბიჯი გულწრფელი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრაზი და ეჭვიანობა დიდი ხნის განმავლობაში გაგაწამებთ. თუ მტკიცედ გადაწყვეტთ დაშორებას და თქვენი ბუნებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ხართ, რომ ვერ აპატიებთ, აღარ ღირს მისი ბოდიშების და ათასი დაპირების მოსმენა...

3. სცადეთ იმის გარკვევა, თუ რამ უბიძგა თქვენს მეუღლეს ღალატისკენ. თუ თავად ვერ ხვდებით და არ შეგწევთ ძალა, სიტუაცია გვერდიდან შეაფასოთ და სწორი დასკვნები გააკეთოთ, დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართეთ. იქნებ რაღაც სერიოზული მიზეზი არსებობდა. სწორედ ფსიქოლოგი დაგეხმარებათ ჭეშმარიტი მიზეზის პოვნაში და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ პრობლემის აღმოფხვრას. თუ აღმოჩნდება, რომ მამაკაცი უბრალოდ გაერთო, შეუქმენით მას სტაბილური და მშვიდი ოჯახური გარემო. დარწმუნებული იყავით, ის არასოდეს გაგცვლით ქალში, რომელთანაც მხოლოდ საწოლში ერთობოდა.

4. დაივიწყეთ შურისძიება ნებისმიერი ფორმით, ასეთ სიტუაციაში თავის შეკავება ძალიან ძნელია, მაგრამ ყოველთვის სჯობს თავის ხელში აყვანა.
შურისძიებას კარგი არავისთვის მოუტანია, თანაც ქალის მხრიდან ღალატზე ღალატით პასუხი, გარდა იმისა, რომ საზოგადოებაში არაერთგვაროვან რეაქციას გამოიწვევს, მასაც დააზარალებს.

5. მოდით, გამოვყოთ საყვარლის ორი ტიპი: "მტაცებელი" და "გრძნობას აყოლილი". ამ უკანასკნელს ხშირად სინდისის ქენჯნა აწვალებს და იცის, რომ სხვის უბედურებაზე ბედნიერებას ვერ ააწყობს. ზოგჯერ ასეთი ტიპის ქალი შეიძლება თავად იყოს მამაკაცის სიცრუის მსხვერპლი და საკუთარ თავთან ბრძოლის შემდეგ შეიძლება უარი თქვას თავის გრძნობებზე და გაწყვიტოს ურთიერთობა მამაკაცთან. აი, "მტაცებელთან" კი საქმე ბევრად რთულადაა. გარდა იმისა, რომ ზედმეტად მომთხოვნია და ათასგვარ ულტიმატუმს უყენებს სხვის ქმარს, შეიძლება ვერაგული ხრიკებით ცოლთან კონტაქტზე გამოსვლაც გაბედოს: მაგალითად, მისწეროს სოციალურ ქსელში მრავალი სისაძაგლე, გაავრცელოს გულახდილი ან "უწყინარი" ფოტოები, ან სულაც დაურეკოს და უკეთეს შემთხვევაში გალანძღოს საყვარლის ცოლი, უარესში კი - გაყრა მოსთხოვოს. ამ შემთხვევაში ცოლის ყველაზე მომგებიანი პოზიცია მისი სრული იგნორირება იქნება!

6. ნუ აიკვიატებთ, რომ უბედური ხართ. მაქსიმალურად იზრუნეთ საკუთარ თავზე:
შეიცვალეთ თმის ფერი, ვარცხნილობა, იშოპინგეთ, გაერთეთ. ეს საკუთარ თავში რწმენას დაგიბრუნებთ და დაგეხმარებათ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში.

თათია ბეჟიტაშვილი


კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
30 რამ, რაც აღარ უნდა გააკეთოს 30 წლის ქალმა
11:59 / 22-09-2017
აღმოჩნდა, რომ 29 წლის შემდეგ ცხოვრება არსებობს და მეტიც – ის მშვენიერია! თუმცა, ზოგიერთ ჩვევას ამ ასაკში აჯობებს, რომ გამოემშვიდობო...
რომელი ასაკია საუკეთესო ინტიმურ ურთიერთობაში ექსპერიმენტებისთვის?
10:37 / 31-07-2017
მეცნიერებმა განსაზღვრეს საუკეთესო ასაკი ქალის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მომენტებისთვის.
როგორ დავამარცხოთ გარეგნობისა და "შინაბერას" კომპლექსები?
10:01 / 31-07-2017
კომპლექსი ისეთი რამ არის, რომელიც ჩვენი პლანეტის თითქმის მთელ მოსახლეობას აწუხებს. ალბათ გამონაკლისს არც თქვენ წარმოადგენთ. პირველ ყოვლისა, საჭიროა გაერკვეთ, რამდენად სერიოზულია თქვენი კომპლექსები.
პროფესიები, რომელთა გამოც ოჯახები ინგრევა
12:11 / 27-07-2017
ხასიათის შეუთავსებლობა, ცოლ-ქმრული ღალატი, საყოფაცხოვრებო პრობლემები - ადამიანები მხოლოდ ამ მიზეზების გამო არ შორდებიან ერთმანეთს. ზოგჯერ დამნაშავე საყვარელი კი არა, პროფესიაა.
სამი პროფესია, რომელიც საშინლად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე
11:30 / 25-07-2017
სპეციალისტებმა დაასახელეს ქალის ის სამი ყველაზე მავნე პროფესია, რომელიც სუსტი სქესის წარმომადგენლების ჯანმრთელობას ყველაზე მეტ ზიანს აყენებს.
ქალების მთავარი შეცდომა, რომლის გამოც მამაკაცები მიდიან...
15:04 / 15-06-2017
თუ სიყრმეში ქალები ცდილობენ, საკუთარი თავისთვის ყველაფერი საუკეთესო შეარჩიონ: კოსმეტიკა, ტანსაცმელი, გართობა, წლებთან ერთად, უმეტესობას "საკუთარ თავზე ეკონომიის" გაკეთების სინდრომი უჩნდება.
"არც ერთი მამაკაცი არ ღირს იმად, რომ მოჭერილი ფეხსაცმლით დაიტანჯოთ" - 8 რჩევა ქალებს
16:00 / 09-06-2017
• თუ შუაღამეა, თქვენ კი თმისა და ფრჩხილების მოწესრიგება ვერ შეძელით და ძალიან გეძინებათ – უმჯობესია, გამოიძინოთ...
„ ყოველი ქალი იმდენი წლისაა, რამდენსაც იმსახურებს“ - ნუ გეშინიათ ასაკის!
14:48 / 07-06-2017
წლების მომატება სულაც არ ნიშნავს დაბერებას! როგორც კი ამას გავიაზრებთ, გაგვიადვილდება ჩვენს ასაკთან „შეგუება“
სიყვარულის ხუთი ენა, ანუ როგორ შევინარჩუნოთ ეს გრძნობა
12:43 / 27-04-2017
სიყვარული მავანისთვის მხოლოდ გაცვეთილი ფრაზებია, მავანისთვის - ცხოვრების წესი, ერთისთვის - გართობა, მეორისთვის – ყველაფერი...
ისტორია ძველი ალბომიდან... ფოტოებით მოყოლილი ამბავი
12:06 / 20-02-2017
ალბათ, ყველა სახლში ინახება ერთი ძველი, ყდაგადაქექილი ალბომი, რომელიც ოჯახის ისტორიას ინახავს...
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31