• თუ შუაღამეა, თქვენ კი თმისა და ფრჩხილების მოწესრიგება ვერ შეძელით და ძალიან გეძინებათ – უმჯობესია, გამოიძინოთ...
დილისთვის ვარცხნილობას რამეს მოუხერხებთ, ფრჩხილებზეც დამცავ ლაქს გადაისვამთ, გადაღლილ, ჩაღამებულ უძილო თვალებს და უსიცოცხლო სახეს კი ვერაფრით შენიღბავთ.
• რაც უნდა მხიარული, დამღლელი და ემოციური იყოს საღამო, ეცადეთ, დილით საკუთარ საძინებელში გაიღვიძოთ.
• ნუ გაუშვებტ ხელიდან შანსს, ბევრი იმოგზაუროთ. თუ სამსახურში ექსკურსია ეწყობა, თუ სამეგობრო სადმე გამგზავრებას აპირებს, უყოყმანოდ დათანხმდით, მოგზაურობა ერთადერთი საშუალებაა წლების მომატების გარეშე გამოცდილების შეძენისა.
• სანამ რაიმეს შეფასებას დაიწყებთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ: არის ეს თქვენი საქმე?
• ადამიანების მიუღებელ საქციელზე ემოციებისა და დროის დაკარგვა მხოლოდ მაშინ ღირს, თუ ექიმი ხართ და ეს ადამიანი თქვენი პაციენტია.
• ხშირი და გაუთავებელი კამათი ჭეშმარიტების ნაცვლად თავის ტკივილს წარმოშობს.
• განმარტოება ზოგჯერ სპა-სალონზე ეფექტური დასვენებაა.
• არც ერთი მამაკაცი არ ღირს იმად, რომ მოჭერილი ფეხსაცმლით დაიტანჯოთ.