როგორ დავამარცხოთ გარეგნობისა და "შინაბერას" კომპლექსები?
როგორ დავამარცხოთ გარეგნობისა და "შინაბერას" კომპლექსები?

კომპლექსი ისეთი რამ არის, რომელიც ჩვენი პლანეტის თითქმის მთელ მოსახლეობას აწუხებს. ალბათ გამონაკლისს არც თქვენ წარმოადგენთ. პირველ ყოვლისა, საჭიროა გაერკვეთ, რამდენად სერიოზულია თქვენი კომპლექსები.



თქვენთვის ხალხის აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, წინასწარ განიცდით და ნერვიულობთ იმაზე, თუ რა შთაბეჭდილება შეექმნება თქვენზე ადამიანებს;
არაადეკვატურად რეაგირებთ სხვა ადამიანების ქცევებსა თუ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაზე;

შეგრძნება გაქვთ, რომ სხვებს ყველაფერი გამოუვათ, თქვენ კი უსუსური და სუსტი ხართ;
ხშირად გეუფლებათ უხერხულობა, დაბნეულობა. არ ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული, განსაკუთრებით, რაიმე გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც სხვა ადამიანების მიერ იქნება შეფასებული;

თუ საპირისპირო სქესთან ურთიერთობა ტანჯვის ტოლფასია;

მოკლედ, არსებობს უამრავი კომპლექსი, რომელთა ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ამიტომ მხოლოდ რამდენიმე მათგანს შევეხოთ:

1. საკმაოდ გავრცელებულია გარეგნობის კომპლექსი, ანუ როდესაც ადამიანი თვლის, უფრო სწორად, თავად ჰგონია, რომ უშნო და შეუხედავია. ეს ნიშნავს ფიზიკური ნაკლის გადაჭარბებულად აღქმას და თავისთავად კომპლექსს წარმოადგენს. ზოგადად, კომპლექსები ბავშვობიდან იღებს სათავეს და ამაში ხშირად მშობლებიც არიან გარეულნი.

თუმცა მხოლოდ მშობლების დადანაშაულებაც არ შეიძლება: ყველა მშობელს საუკეთესო უნდა შვილისათვის და უფრო ხშირად ისინი გაუცნობიერებლად ხდებიან ბავშვებში კომპლექსების ჩამოყალიბების ხელშემწყობნი. ფსიქოლოგების აზრით, ქალები უფრო დაკომპლექსებულები არიან, ვიდრე მამაკაცები.
reclama

უშნო ქალები არ არსებობენ! არსებობენ ქალები, რომლებმაც საკუთარი თავის ფასი არ იციან. ნებისმიერი ქალი განუმეორებელია. უბრალოდ, უნდა ვისწავლოთ ღირსებების წარმოჩენა ისე, რომ ნაკლი დაიფაროს. და თუ მაინც რაღაც უკიდურესად არ მოგწონთ საკუთარ გარეგნობაში, მიმართეთ ფსიქოლოგს, კოსმეტოლოგს, ფიტნეს-მწვრთნელს და პლასტიკურ ქირურგსაც კი.

2. სიბერის კომპლექსი. ზოგი ქალი, რომელმაც გადააბიჯა 40 წელს, შეიძლება დახურული კარის კომპლექსის მსხვერპლი გახდეს. ეს არის ასაკის შიში, რომელთან ერთად ქალი თითქოსდა კარგავს სილამაზეს, მომხიბვლელობას... გამოსავალი ყოველთვის არსებობს. აიძულეთ საკუთარი თავი და ირწმუნეთ, რომ ნებისმიერ ასაკს თავისი დადებითი მხარეები აქვს. აღმოაჩინეთ საკუთარ თავში ძალა და შეეცადეთ, იპოვოთ ეს პოზიტიური მხარეები.

მიბაძეთ ვარსკვლავებს, ყველა მათგანი ასაკშიც კი ძალიან მომხიბვლელია. ასე რომ, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას: ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, მოუარეთ თავს და თავად დარწმუნდებით, რომ ასაკი ბარიერი არ არის; თანაც, გული ხომ არასდროს ბერდება...

3. გაუთხოვრობის კომპლექსი ხშირად იმ ქალებს აწუხებთ, რომლებსაც  დაუგვიანდათ  ოჯახის შექმნა. თან გარშემომყოფებიც მოსვენებას არ აძლევენ გაუთავებელი დარიგებებით და უტაქტო შეკითხვებით. ქალიც იკეტება საკუთარ ნაჭუჭში და დეპრესიული ხდება. ასეთი ზეწოლის ფონზე ის უკვე მზად არის, ნებისმიერ შემხვედრს დაუკავშიროს ბედი და ჩაახშოს მის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი.

ძვირფასებო, ნუ დაითრგუნავთ თავს, ოჯახის შექმნა გვიანი არასდროს არის, თუ აქამდე ვერ იპოვეთ, მშვიდად დაელოდეთ ღირსეულ პიროვნებას, რომელიც გაგაბედნიერებთ. ცნობისმოყვარე კეთილისმყოფელებს კი შეკითხვაზე პირდაპირ უპასუხეთ, რომ არ ხართ იმ თავქარიანთა რიცხვში (ეს ისე, მათ ჯინაზე, თორემ შეურაცხყოფას არავის ვაყენებთ), რომლებიც 15-16 წლის ასაკში ქმნიან ოჯახს.

4. ასევე, არსებობს შინაბერასა და კონკიას კომპლექსები. ორივე ამ კომპლექსთაგანი ასახავს ზღაპრული პრინცის პასიურ მოლოდინს. ქალები ფანტაზიის დახმარებით ადგენენ ურთიერთობების განვითარების იდეალუღ სცენარს, სადაც რეალური პიროვნებებისთვის როლები არ არის.

5. იქნებ ვერ იტანთ მამაკაცების მოდგმას? იმიტომ ხართ მარტო? ასეთ სულიერ მდგომარეობას ფსიქოლოგები
კლეოპატრას კომპლექსს უწოდებენ. ლეგენდის თანახმად, კლეოპატრა მას შემდეგ, რაც ღამეს გაატარებდა მამაკაცთან, სიკვდილით სჯიდა მას. გეთანხმებით, რომ ბევრი მამაკაცი დიდ ტკივილს ანიჭებს ქალებს, მაგრამ ეს არ იძლევა საფუძველს, რომ ზოგადად, ყველა მამაკაცი გძულდეთ.

6. შეწყვიტეთ მსხვერპლის როლის თამაში! ამ კომპლექსით შეპყრობილებს ჰგონიათ, რომ არავის უყვართ, სათანადოდ არ აფასებენ და მსხვერპლის როლს ირგებენ და ცდილობენ ამ გზით მოიპოვონ მეტი ყურადღება და მხარდაჭერა. იყავით ის, რაც ხართ და ბევრად უფრო დაფასებული იქნებით ახლობლების და მეგობრების მხრიდან.
reclama

თათია ბეჟიტაშვილი
ჟურნალი "და ქალი"
(გამოდის თვის დასაწყისში)

 

კომენტარები (5)
ქათია
გეთანხმებით გოგოებო
ნინია
შენ გაიხარე მაკო,ასაკი რა სალაპარაკოა?ქალს ის მხოლოდ თავდაჯერებულობას, გამოცდილებასა და მომხიბვლელობას სძენს:)ჭკვიანი ქალი პირველ რიგში აფასებს ჰარმონიას ურთიერთობაში და სიმშვიდეს ცხოვრებაში. მიუხედავად ამისა, ყველა ქალი ვალდებულია, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ისე მოიქცეს, როგორც მას ნამდვილად უნდა:)უნდა დატკბეს ცხოვრებით...
რუსა
ძალიან მომეწონა სტატია, ბევრი საინტერესო რამ დავაფიქსირე. განსაკუთრებით მე-3 პუნქტი მომეწონა, ვაი რომ მეც მაგ დღეში ვარ, უკვე მეზიზღება ხალხში გასვლა, თან თუ გარეგნობითაც კარგი ხარ, ხომ საერთოდ გაგიხეთქავენ გულს უტაქტო შეკითხვებით და უადგილო კომენტარებით. რჩევები მართლაც კარგია, მთავარია შეძლო მათი გამოყენება.
მაკო
რა შუაშია ასაკი მთავარია ისეთი ადამიანი შეგხვდეს ვისაც ეყვარები.შინაბერა ქალები უფრო თავმოვლილები არიან და ლამაზებიც.უავრგისი კაცის გვერდზე ყოფნას წყნარად ცხოვრება ჯობს. გაიღიმეთ დატკბით ცხოვრებით და არ დაივიწყოთ, ყველაზე მომგებიანი ქალისთვის ღიმილია, ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება და სიყვარულსაც იპოვით.
თიკა
......
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
30 რამ, რაც აღარ უნდა გააკეთოს 30 წლის ქალმა
11:59 / 22-09-2017
აღმოჩნდა, რომ 29 წლის შემდეგ ცხოვრება არსებობს და მეტიც – ის მშვენიერია! თუმცა, ზოგიერთ ჩვევას ამ ასაკში აჯობებს, რომ გამოემშვიდობო...
რომელი ასაკია საუკეთესო ინტიმურ ურთიერთობაში ექსპერიმენტებისთვის?
10:37 / 31-07-2017
მეცნიერებმა განსაზღვრეს საუკეთესო ასაკი ქალის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მომენტებისთვის.
პროფესიები, რომელთა გამოც ოჯახები ინგრევა
12:11 / 27-07-2017
ხასიათის შეუთავსებლობა, ცოლ-ქმრული ღალატი, საყოფაცხოვრებო პრობლემები - ადამიანები მხოლოდ ამ მიზეზების გამო არ შორდებიან ერთმანეთს. ზოგჯერ დამნაშავე საყვარელი კი არა, პროფესიაა.
სამი პროფესია, რომელიც საშინლად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე
11:30 / 25-07-2017
სპეციალისტებმა დაასახელეს ქალის ის სამი ყველაზე მავნე პროფესია, რომელიც სუსტი სქესის წარმომადგენლების ჯანმრთელობას ყველაზე მეტ ზიანს აყენებს.
ქალების მთავარი შეცდომა, რომლის გამოც მამაკაცები მიდიან...
15:04 / 15-06-2017
თუ სიყრმეში ქალები ცდილობენ, საკუთარი თავისთვის ყველაფერი საუკეთესო შეარჩიონ: კოსმეტიკა, ტანსაცმელი, გართობა, წლებთან ერთად, უმეტესობას "საკუთარ თავზე ეკონომიის" გაკეთების სინდრომი უჩნდება.
"არც ერთი მამაკაცი არ ღირს იმად, რომ მოჭერილი ფეხსაცმლით დაიტანჯოთ" - 8 რჩევა ქალებს
16:00 / 09-06-2017
• თუ შუაღამეა, თქვენ კი თმისა და ფრჩხილების მოწესრიგება ვერ შეძელით და ძალიან გეძინებათ – უმჯობესია, გამოიძინოთ...
„ ყოველი ქალი იმდენი წლისაა, რამდენსაც იმსახურებს“ - ნუ გეშინიათ ასაკის!
14:48 / 07-06-2017
წლების მომატება სულაც არ ნიშნავს დაბერებას! როგორც კი ამას გავიაზრებთ, გაგვიადვილდება ჩვენს ასაკთან „შეგუება“
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ქმარმა საყვარელი გაიჩინა: 6 წესი
16:10 / 28-04-2017
იყო მეუღლისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთადერთი, ყველა ქალის ოცნებაა.
სიყვარულის ხუთი ენა, ანუ როგორ შევინარჩუნოთ ეს გრძნობა
12:43 / 27-04-2017
სიყვარული მავანისთვის მხოლოდ გაცვეთილი ფრაზებია, მავანისთვის - ცხოვრების წესი, ერთისთვის - გართობა, მეორისთვის – ყველაფერი...
ისტორია ძველი ალბომიდან... ფოტოებით მოყოლილი ამბავი
12:06 / 20-02-2017
ალბათ, ყველა სახლში ინახება ერთი ძველი, ყდაგადაქექილი ალბომი, რომელიც ოჯახის ისტორიას ინახავს...
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი