ელო, 17 წლის: ”თქვენი დახმარება მჭირდება. მყავს შეყვარებული. მასაც ვუყვარვარ, მაგრამ ცუდი ისაა, რომ რამდენიმე თვეში საზღვარგარეთ აპირებს წასვლას და მეშინია, რომ უკან აღარ დამიბრუნდება.
მეუბნება, - შენც წამოდიო, მაგრამ ვერ წავყვები: ჯერ სკოლაც არ მაქვს დამთავრებული და თან, სწავლის გაგრძელებასაც ვაპირებ. მომავალი ჟურნალისტი გახლავართ. დარწმუნებული ვარ, რომ გავთხოვდე, მერე სწავლაზე უარი უნდა ვთქვა.
მაინტერესებს, ჩემს ადგილას როგორ მოიქცეოდით? ნუთუ, სიყვარულის გამო ყველაფერი უნდა გავწირო? არადა, არც საყვარელი ადამიანის დაკარგვა მინდა...”
ჟურნალი ”გზა”- ”გზავნილები”
(გამოდის ხუთშაბათობით)