ფსიქო

მამაკაცის sms-ების გაშიფვრის სახელმძღვანელო, ანუ როგორ გავიგოთ მის მიერ მოწერილი ტექსტი თუ სმაილი?

მამაკაცის sms-ების გაშიფვრის სახელმძღვანელო, ანუ როგორ გავიგოთ მის მიერ მოწერილი ტექსტი თუ სმაილი?
მამაკაცის sms-ების საიდუმლო ენის შესწავლისთვის დახარჯული არაერთი წლის შემდეგ ფსიქოლოგებმა შეადგინეს მოკლე სახელმძღვანელო მათ მიერ ქალისთვის მიწერილი ტექსტების გასაშიფრავად.
მაშ ასე, შედით შემომავალ მესიჯებში და გადაიკითხეთ ხელახლა.

ის გწერთ: "ვერაფრით ვივიწყებ გასულ ღამეს. შენ?"

როგორ წავიკითხოთ: "სანამ ამას არ გავიმეორებთ, სექს-მიმოწერით გაგართობ".

ის გწერთ: "მალე მიხვდები, რა დაკარგე!!!! ეს შენი ახალი შეყვარებული კი – ნამდვილი არამზადაა!"

როგორ წავიკითხოთ: "ჩვენი დაშორების შემდეგ სასმელში ვიკლავ ტკივილს. ასე რომ, ალბათ მართალი ხარ, რომ დამშორდი. რაში გჭირდება აურზაური და
ჩემნაირი უხეში?"

ის გწერთ: "გძინავს, ლამაზო? Wink"

როგორ წავიკითხოთ: "მე შენ მინდიხარ".

ის გწერთ: "მოდი, გადავიტანოთ დღევანდელი შეხვედრა. მოგვიანებით შეგეხმიანები".

როგორ წავიკითხოთ:
"მაპატიე, მაგრამ ჩემთვის დამატებითი ვარიანტი იყავი. სხვაგვარად, დაგირეკავდი, სმს-ით კი არ გამოვიძვრენდი თავს".

ის გწერთ: "Smile"

როგორ წავიკითხოთ: "არ ვიცი, რა გიპასუხო. და საერთოდაც, ეს მიმოწერა მომბეზრდა, დროა, საქმეზე გადავიდეთ".

ის გწერთ: "ასი წელია არ მინახავხარ!!! როგორ ხარ?"

როგორ წავიკითხოთ: "შენს სახელს გადავაწყდი ტელეფონში და გამახსენდი, რომ ძალიან ლამაზი ხარ. გადავწყვიტე, ფონი მომესინჯა".

ის გწერთ: "მაპატიე, გვიან რომ გპასუხობ. ახლა ვნახე შენი sms-ი".

როგორ წავიკითხოთ: "დიდი ხანი ვერ ვწყვეტდი, რა მეპასუხა".

ის გწერთ: "პატარავ, შენი თვალები – ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ჰგავს, ტუჩები – ვარდის ფურცლებს, ხოლო შენი ხმა – ნაკადულის ჩუხჩუხს".

როგორ წავიკითხოთ: "დაახლოებით მეთხუთმეტე ქალი ხარ, ვისაც ამ ტექსტს ვწერ. მიპასუხე, სექსი თუ გინდა. მაგრამ თუკი შენ სერიოზული ურთიერთობები გსურს, აჯობებს, არ მიპასუხო, ან საერთოდაც წაშალო ჩემი ნომერი".

ის გწერთ: "მე შენ მიყვარხარ".

როგორ წავიკითხოთ: "მე შენ მიყვარხარ. ამის დაწერა ბევრად ადვილია, ვიდრე პირადად თქმა. ამიტომაც ნუ გამიბრაზდები, რომ ეს sms-ია და არა სიტყვები".

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 7 /
ანნა
რა სისულელეა....და ქალები რატომ გამოგყავთ ჩვაარის პოზიციაზე? ))))))))))))))))) ერთი კიდე მაგათიც )))))))))))))))))))))))
02:09 / 17-10-2016
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ანას-ს : გაგიკვირდება და 'რამოდენიმე კი არა რამდენიმე' :D ასე რო შენც გამოირიცხე :D
00:06 / 06-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93