მშვილდოსანი – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული და პასუხისმგებლობის მქონე ჰოროსკოპის ნიშანია.
მშვილდოსნისთვის ძალიან მარტივია ყველა დასახული მიზნის მიღწევა – ბუნებით მინიჭებული მომხიბვლელობა მათ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ეხმარება!
თუმცა, მათთან საერთო ენის გამონახვა არც ისე მარტივია...
თუკი თქვენ სიახლოვეს არის მშვილდოსანი, კარგი იქნება, გაიგოთ ამ ყველაზე გულწრფელი ზოდიაქოს ნიშნის პატარ-პატარა საიდუმლოებები.
დავიწყოთ იმით, რომ მშვილდოსნები ძალიან სწორხაზოვნები, დამოუკიდებლები და საკუთარი ნათელი ცხოვრებისეული მიზნებით შეპყრობილები არიან.
მათი მგრძნობიარე ბუნება განსაკუთრებულ მოპყრობას ითხოვს!
როგორ გავუგოთ მშვილდოსანს!
1. მშვილდოსნისთვის მნიშვნელოვანია სხვისი აზრი
თუკი მშვილდოსანს ყურადღებით დააკვირდებით, მასში პრაქტიკულ, რეალიზებულ და ენერგიულ ადამიანს აღმოაჩენთ. მშვილდოსანი მართლაც ძალიან ძლიერი ნიშანია, მას ვერაფერი შეაჩერებს, თუკი რაიმე დაისახა მიზნად. მაგრამ ამასთან, ის – საკმაოდ დელიკატური ადამიანია.
მშვილდოსნებს უყვართ და აფასებენ საკუთარ თავს, ამიტომაც სხვებსაც განსაკუთრებულ პატივს სცემენ. ამ ნიშნის წარმომადგენლის ნებისმიერი ქმედება საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარეობს.
თუკი გსურთ, მშვილდოსანთან ჰარმონიული ურთიერთობა გქონდეთ, არ დაგავიწყდეთ შეაქოთ მისი საქციელი. მშვილდოსანი ყურადღებისა და შექების გარეშე სრულფასოვნად ვერ იარსებებს!
2. მშვილდოსნებს სიმართლე სჭირდებათ
მშვილდოსნის მოტყუება – მართლაც რომ ძალიან სულელური საქციელია. ის ვერ იტანს ვერაფერს დაფარულს და ფარისევლურს, რადგან თავად ყოველთვის გულწრფელია. სწორედ ამ გულწრფელობის წყალობით მშვილდოსნები აღწევენ წარმატებას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
თუკი მშვილდოსანმა ტყუილში გამოგიჭირათ, ნუ ელით მისგან პატიებას. ის სამუდამოდ დაიმახსოვრებს ამას და მატყუარას მწარედ აზღვევინებს.
იყავით გულწრფელი მშვილდოსანთან და თქვენ გეყოლებათ ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში დაეყრდნობით.
3. მშვილდოსნებს ცელქობაც შეუძლიათ
ის, რომ მშვილდოსნები მახვილგონიერებით გამოირჩევიან და საკმაოდ სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს – უტყუარი ფაქტია, მაგრამ უნდა გავითვალისწინებთ, რომ ჰოროსკოპის ეს ნიშანი – ფეთქებადი და ცხარეა, როგორც ბენგალიური ცეცხლი. ამიტომაც გაუაზრებელი, სპონტანური ქცევები მშვილდოსნისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.
თუკი მშვილდოსანი არაკორექტულად მოიქცა ან რაიმე უცნაური ჩაიდინა – ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. აცადეთ მას, დაცხრეს! როგორც კი ქარიშხალი გადაივლის, ნახავთ, წამებში როგორ რადიკალურად შეიცვლება ის.
4. მშვილდოსნებს უყვართ თავისუფლება
არავითარ შემთხვევაში არ წაუყენოთ მშვილდოსანს ულტიმატუმი, უკუეფექტს მიიღებთ: ეს ის ადამიანია, რომელიც სპეციალურად და სიამოვნებით არღვევს კანონებს. რაც უფრო მშვიდად შეხვდებით ამას, მით მეტ სივრცეს მისცემთ მას თავგადასავლებისთვის და მით მეტად კეთილგონივრულად მოიქცევა ის.