მეკო: "ძალიან გთხოვთ, ეს მესიჯი დამიბეჭდეთ, თქვენი რჩევები ძალიან მჭირდება. შარშან ერთი ბიჭი გავიცანი - მან იმ შენობის გარე ფასადი შეცვალა, სადაც მე ვმუშაობ.
გაცნობიდან ერთ კვირაში სიყვარული ამიხსნა. არც მე ვიყავი მის მიმართ გულგრილი და ამიტომაც, უპრობლემოდ ვხვდებოდი. 6 თვე ისე გავიდა, უბრალო კოცნის გარდა, არაფერი გვქონია, შემდეგ კი მასთან დავწექი და ცოტა ხანში დავორსულდი კიდეც.
4 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა მივხვდი, რაც მჭირდა (ახლა მეხუთე თვეში ვარ). ეს რომ გაიგეს, ჩემებმა სახლიდან გამომაგდეს. ჰოდა, "ლოვეც" სწორედ ამის შემდეგ გამომიტყდა, რომ ცოლ-შვილი ჰყავდა: ჩემი ოჯახი საზღვარგარეთ ცხოვრობდა, ახლა კი სამშობლოში ბრუნდებიანო. მოკლედ, დავრჩი ქუჩაში.
P.S ამჟამად მის ძმაკაცთან ვცხოვრობ, აქ თავად მომიყვანა. გთხოვთ, მირჩიეთ, როგორ მოვიქცე? მას ბავშვიც არ უნდა".