სიყვარული - კაცობრიობის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოებაა. ერთადერთი გრძნობაა, რომელსაც შეუძლია ერთდროულად გაგვაცინოს, გვატიროს, დაგვტანჯოს და სიამოვნება მოგვანიჭოს.
მაგრამ არის ერთი ნიუანსი: არ არის აუცილებელი, "მუცელში პეპლები" გაჩნდეს, როგორც მტკიცებულება 2 ადამიანს შორის კავშირისა. ეს მხოლოდ გაუცნობიერებელი მენტალური თამაშია.
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ადამიანის ზრდა 3 ეტაპად იყოფა და ყოველ ეტაპზე ჩვენი სიყვარული გვაქვს.
პირველი ეტაპი: იდეალისტური სიყვარული
ეს გახლავთ ნორჩი სიყვარული, შესაძლოა, სასკოლო. ამ პერიოდში არაფერი ვიცით რეალური სამყაროს შესახებ, ჩვენში რომანტიკული იდეალიზმი ჩქეფს.
მივიჩნევთ, რომ ყველა ურთიერთობა მშვენიერი და სამუდამოა, როგორც ფილმებში.
როდესაც ეს სიყვარული მთავრდება, მთავარია, გავაცნობიეროთ, რომ იდეალური სიყვარული და პარტნიორი არ არსებობს.
მეორე ეტაპი: საჭირო სიყვარული
როცა იდეალიზმი ქრება, იწყება ყველაზე მტკივნეული ფაზა. პირველივე ტანჯვის შემდეგ, როდესაც თავს უსუსურად მივიჩნევთ, სიყვარული სასიცოცხლოდ აუცილებელი ხდება.
მაგრამ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ტრიალებს მცდარი წარმოდგენები და იდეალიზმი.
ეგოისტებად ვრჩებით, გრძნობები საკუთარი ტკივილის ჩასახშობად გვჭირდება და არა იმისთვის, რომ სამუდამო ურთიერთობები ავაგოთ.
ამ ეტაპზე მყარ კავშირებს კი არ ვამყარებთ, თავადაც არ ვიცით, რა გვსურს. შედეგად კი, სიყვარული მხოლოდ ცუდ ემოციებს გვიტოვებს.
ნებისმიერი მცდელობა კრახით სრულდება.
მესამე ეტაპი: მოულოდნელი სიყვარული
მას მერე, რაც წინა ძლიერმა სიყვარულმა კინაღამ მოგვსპო, არაფრის დაჯერება არ გვსურს. ქვეცნობიერად შევეგუეთ სიმარტოვეს და დამოუკიდებლობას ვსწავლობთ.
ცხოვრება თანდათანობით უკეთესი ხდება, სულ ახალ მწვერვალებს ვაღწევთ, სულ უფრო ვზრუნავთ საკუთარ თავზე.
და სრულიად მოულოდნელად მოდის ნამდვილი სიყვარული, ზრდასრული სიყვარული. მასში არავითარი აუცილებლობა არ არის, მისგან არაფერს ველით. მიუხედავად ამისა, ვიღებთ იმას, რაზეც არც კი ვოცნებობდით.
და ბოლოს და ბოლოს ვხვდებით: იდეალები არ არსებობს, მაგრამ სიყვარული თურმე არსებობს.
თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვედით მესამე ეტაპამდე, შეწყვიტეთ ლოდინი! ნამდვილი სიყვარული მაშინ მოდის, როცა ამას საერთოდ არ ელი! და თუ ფსიქოლოგებს დავუჯერებთ, ის აუცილებლად მოდის!