ხანდახან საშინელ მარტოობას გრძნობთ? შესაძლოა, ამის მიზეზი თქვენი პიროვნების განსაკუთრებულობაა.
ასეთი ადამიანების ფიქრებისა და გრძნობების სიღრმე საკმაოდ ინტენსიური, მრავალმხრივია და მათთან ურთიერთობა მარტივი სულაც არ არის.
მაშ ასე:
1. ისინი ბევრ კითხვას სვამენ
ღრმა ადამიანებს ყველაფერში გარკვევა სურთ. ჩვევად აქვთ ბევრი კითხვის დასმა - ამას მანამ განაგრძობენ, ვიდრე ადამიანის აზრებსა და გრძნობებში არ გაერკვევიან.
მათ გულწრფელად სურთ მეტი გაიგონ ადამიანზე, რომელთანაც ურთიერთობენ. ეს კარგია, მაგრამ არსებობს საზღვარი. ზოგიერთი შეკითხვისთვის იქნებ დრო ჯერ არ დამდგარა.
2. ისინი ზედმეტად გულწრფელები არიან (სისასტიკემდეც კი)
ასეთ ადამიანებს დროის ტყუილად ფლანგვა არ უყვართ, არ ყბედობენ უმნიშვნელო თემებზე. ამისათვის მათ ბევრი აფასებს, მაგრამ მეორე ნაწილი გაურბის.
ღრმა ადამიანებისთვის გულწრფელობა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ამას პიროვნების ერთ-ერთ მთავარ დადებით თვისებად მიიჩნევენ, ამიტომ თავად სიმართლეს ყოველთვის თვალებში ეუბნებიან. ზოგს კი ეს სულაც არ მოსწონს. ხანდახან სიმართლე შეიძლება სასტიკი იყოს.
3. მათ კარგად იციან რა სურთ
ამ ცოდნას ისინი გარკვეული უპირატესობის ხარჯზე იღებენ. მათ შეუძლიათ მიზანს სწრაფად მიაღწიონ, კონკურენტებს კი უკან ჩამოიტოვებენ. ზოგიერთ ადამიანს ეს აფრთხობს.
4. ისინი სერიოზული ურთიერთობისკენ ისწრაფვიან
ნებისმიერი ურთიერთობა მათთვის ძვირფასია. შეუძლიათ გაცემა, მაგრამ გარშემო მყოფებისგანაც საპასუხო ურთიერთობას ელიან. სამწუხაროდ, ხშირად ყველაფერი ასე არ ხდება. გარშემო ბევრი ადამიანი მოჩვენებითად ღრმა პიროვნებაა, ამიტომ გაუმართლებელი მოლოდინი, შესაძლოა, იმედგაცრუების მიზეზი გახდეს.
5. არ აშინებთ ადამიანებთან დაახლოება
ასეთ ადამიანებს საკუთარ ცხოვრებაზე მათთან საუბარი არ აშინებთ, ვისაც მათი ნამდვილად ესმის. ისინი აფასებენ საკუთარ ოჯახსა და მეგობრებს. ასევე შეუძლიათ გახსნილები იყვნენ ნაკლებად ახლო ადამიანებთანაც. გულღიაობა - მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა.
6. ადამიანებს კარგად იცნობენ
გარშემო მყოფებს მათი მოტყუება უჭირთ. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები ყოველთვის გრძნობენ, როცა ვიღაც გულწრფელი არ არის. ამ თვისების გამო, ზოგიერთი პიროვნება ცდილობს მათგან თავი შორს დაიჭიროს. ბოლოს და ბოლოს, უმრავლესობა ჩვენგანს ხანდახან რეალობის გაფერადება უყვარს.
7. აფასებენ იმ ადამიანებს, რომელთა აზრები და ქმედებები ერთმანეთს შეესაბამება
თუ ადამიანმა რაიმეს გაკეთება დაჰპირდა, მაშინ უმჯობესია სიტყვა შეასრულოს.
8. ისინი ცხოვრებისგან იღებენ ყველაფერს
ზოგიერთ ადამიანს ამის მიღება და გაგება უბრალოდ არ შეუძლია. ღრმა ადამიანებს ცხოვრება უყვართ და მისგან მაქსიმუმის მიღებას ცდილობენ.
9. დროს არ კარგავენ ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც მათი არ ესმით
ღრმა პიროვნებები საკუთარი თავისთვის საუკეთესო მეგობრები არიან. ასევე კარგად აცნობიერებენ საკუთარ მოთხოვნებს პირად და მეგობრულ ურთიერთობებში.
რას ნიშნავს ეს? ასეთი ადამიანები დროს არ კარგავენ მათზე, ვისაც მათი გაგება არ შეუძლია. მათ მეორე შანსის მიცემა შეუძლიათ, მაგრამ ეს უკანასკნელი იქნება.
წყარო: cluber.com.ua