მწერალმა ემილი დიკინსონმა თქვა: «გულს სურს ის, რაც სურს, ყველა დანარჩენი მისთვის სულ ერთია».
მაგრამ ხანდახან მას სურს ის, რაც სულაც არ უხდება...
თუ თქვენ მიეკუთვნებით იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებსაც არ უმართლებთ სიყვარულში, გირჩევთ, გაეცნოთ ქვემოთ მოყვანილ ტექსტს, შეცვალოთ თამაშის წესები თქვენ სასარგებლოდ.
კატალიზის განმარტება
ბევრი ადამიანი ერთ ურთიერთობას მეორით ცვლის და ეს ურთიერთობები ერთიმეორეზე ცუდია მის პრაქტიკაში. ამ ყველაფერს კი ამართლებს ბავშვობის ტრავმებით. განსაკუთრებით, ეს ეხება ემოციურ ძალადობას და დამცირებას. თუმცა, გაიხსენეთ მთავარი: - ბავშვობაში თქვენ ვერ აკონტროლებდით გარემოცვას, ხოლო მას მერე, რაც გაიზარდეთ, თქვენ გაგიჩნდათ საშუალება არა მარტო გაიაზროთ ეს, არამედ მოგეცათ ძალა, შეცვალოთ ის, რაც თავს გახვევიათ. უარი თქვით არაჯანსაღ ურთიერთობაზე.
სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე გასაკეთებლად, მაგრამ აქ მონდომებაა მთავარი. ბოლოს და ბოლოს, არსებობენ ფსიქოთერაპევტები.
ცოდნა ძალაა. შეიძლება თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ წარსული, მაგრამ აწმყო თქვენს ხელშია და შესაძლებელია, ბევრად რაციონალური გადაწყვეტილება მიიღოთ.
ქიმიური ჩარჩოდან გამოსავალი
ქიმია… ყველაზე ცნობილი იარაღია კუპიდონის არსენალში.
თუმცა აქაც დიდი შანსია, გქონდეთ ქიმია არასწორი ადამიანების მიმართ, ანუ მათთან, ვისთანაც ურთიერთობა ტოქსიკურ სახეს მიიღებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა ხვდებოდეთ მათ, ვინც არ გიზიდავთ. მაგრამ თუ ეს ყველაფერი მხოლოდ ფიზიკური ლტოლვაა, ვნებაა, მალე გაივლის. თუ, რა თქმა უნდა, თქვენც ეს გსურთ, მოკლევადიანი ურთიერთობა, მაშინ ნორმალურია, მაგრამ თუ გრძელვადიანი ურთიერთობა გსურთ, მაშინ დაფიქრება გმართებთ. კიდევ რა არის ამის მეტი თქვენ შორის?
გადაჭარბებული მოლოდინები
აკონკრეტეთ მოლოდინები. შემთხვევით იმაზე მეტს ხომ არ ელით, ვიდრე არსებული სიტუაციიდან არის შესაძლებელი, რომ მიიღოთ? ეცადეთ, ემოციურ ფონზე არ დაკარგოთ რეალურობის შეგრძნება და თუ გრძნობთ, რომ ეს ის არაა, გადაერთეთ ბევრად შესაფერისი პარტნიორის ძიებაზე.
ბევრი ადამიანი ეძებს თავის სიყვარულს. ჰოდა, აი, რჩევაც: ეძებეთ ის, ვინც თქვენნაირად ფიქრობს, ნუ ეცდებით ქარის დაჭერას.
თათა შენგელია
წყარო