და მაინც, რა სურთ კაცებს?
იცით, რომ კაცებსაც აქვთ თავიანთი «სიები», თუ რას ელოდებიან თქვენგან, მაგალითად:
1. მას სურს, რომ თქვენ ის დაიცვათ და იეჭვიანოთ მასზე
მას სურს, რომ თავი იგრძნოს მნიშვნელოვან ფიგურად. სურს, რომ ვინმე იცავდეს და ზრუნავდეს მასსზე. ასე რომ, ძალიან ნორმალურია, თუ მსუბუქად წაიეჭვიანებთ ხოლმე ვინმეზე, სამსხურზე, ან მის მეგობრებზე. ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ.
2. მას სურს, რომ თქვენ მუდამ მზად იყოთ, შეახსენოთ მისი საკუთარი მიზნები
შეიძლება ბევრ მიზანს ვერ მიაღწიოს, ან თავად მიხვდეს, რომ ოცნება ოცნებად რჩება, თუმცა, სურს, რომ ხანდახან ვინმეს სჯეროდეს, რომ ის ამას შეძლებს.
3. მას სურს, რომ დროდადრო ის დატოვოთ მარტო
დამიჯერეთ, შეიძლება თქვენ მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი იყოთ, მაგრამ ხანდახან მას სჭირდება სრულიად იზოლირება ყველასგან და განმარტოვება, ამიტომ ნუ შეუშლით ხელს მოიქცეს ისე, როგორც სურს.
4. მას სურს, რომ მუდამ ხვდებოდეთ გაღიმებული
ყველაზე ჩვეულბრივი ღიმილი, მისთვის ხშირად ეს უფრო მნიშვნელოვანია და კარგი საწინდარი წარმატებული დღის დასაწყებად.
5. მას სურს, რომ თქვენ საკუთარ თავზე აიღოთ თქვენი ურთიერთობის დიდი წილი.
მას არ სურს, რომ პასუხისმგებლობა მთლიანად მას დააწვეს, „რადგან კაცია“. მას არ სურს დაგეგმოს ერთობლივი დასვენება და შეხვედრები და სიამოვნებით მოგანდობდათ ფილმის არჩევას.
6. მას სურს, თქვენ არ ელოდებოდეთ, რომ მომენტალურად გიპესუხებთ მიწერილზე
სამსახური, მეგობრები, სხვა საქმეები, ან უბრალოდ შესაფერის განწყობას ელოდება. მუ მოსთხოვთ მაშინვე გიპასუხოთ.
7. მას სურს რომ პატივი სცეთ მის პირად სივრცეს და მის ინტერესებს
მამაკაცები აფასებენ საკუთარ თავისუფლებას მაშინაც კი, თუ მათ აქვთ რომანტიკული ურთიერთობა. ეს არ ნიშნავს, რომ მას უკვე არფრის დრო არ უნდა ჰქონდეს, ან არავითარი სხვა ინტერესი თქვენს გარდა.
8. მას სურს, რომ მეტად აქტიური იყოთ საერთო მომავლის დაგეგმვისას
ფაქტი, რომ ის მამაკაცია, არ ნიშნავს რომ მზადაა იყოს მუდმივ სტრესში, გადაწყვიტოს და დაგეგმოს მომავალი. ის სიამოვნებით დაგითმობთ პასუხისმგებლობას, ან გიწილადებთ მის ნახევარს.
9. მას სურს, რომ დასვენების დროს თქვენ მას მეტ ყურადღებას უთმობდეთ
დედების მიერ განებივრებული პატარა ბავშვები, დიდ ასაკშიც კი.
10. მას სურს რომ თქვენ აფასებდეთ მის გემოვნებას და სტილს
ყოველთვის არ არის იმ განწყობაზე, რომ ეცვას კოსტიუმი, ან გრძელი პალტო, ხანდახან თავისი გემოვნებითაც უნდა, რომ ეცვას, ან ისე, რაც ხელში მოხვდება.
11. მას სურს, რომ თქვენ იყოთ მომთმენნი იმის ფონზე, რომ ძალიან ნელა მიიწევს თქვენი ურთიერთობა წინ
ასჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი.
12. მას სურს, რომ თქვენ არ უყვებოდეთ თქვენს დაქალებს თქვენი ურთიერთობის შესახებ
თქვენ მოგეწონებოდათ, რომ მის მეგობრებთან განგიხილავდეთ? არც მას სიამოვნებს, ყველანი ვცდებით... არ არის აუცილებელი ყველაფერი, რაც თქვენ შორის მოხდება, კამათი, უსიამოვნება, თქვენმა მეგობრებმა იცოდნენ.
წყარო