«ჩემთვის კომფორტულია სარკეში ყურება და საკუთარ თავთან სიყვარულში გამოტყდომა» – ლუისა ჰეი.
- მე ბედნიერი ვარ, მე კმაყოფილი ვარ, მე მხიარული ვარ, მე ვარ ჰარმონიაში საკუთარ თავთან, მე სავსე ვარ სიყვარულით და თანაგრძნობით.
წაიკითხე ეს სიტყვები კიდევ ერთხელ! - რა განცდა და ემოცია მოგიტანა? გსურს უფრო მეტი ემოციური სიღრმე? თუ კი, მაშინ მიდი სარკესთან, ჩახედე თვალებში შენს ორეულს და წარმოთქვი ზემოთ დაწერილი ფრაზები.
- ახლა რას გრძნობ? გსურს გააგრძელო ემოციური ჩაყვინთვა?
«ახლა თქვი, - მე შენ მიყვარხარ!». შენ უდიდეს სიყვარულს იგრძნობ და ცოტა უხერხულობას, მაგრამ არ დანებდე.
და რას გრძნობ, როდესაც კითხულობ შემდეგ ფრაზას?
მე მოწყენილი ვარ; უბედური ვარ; დაბნეული ვარ; დავიღალე; ვბრაზობ; გაბრაზებული ვარ; მძულს.
რა შინაგან განცდებს იწვევს ეს სიტყვები? პირადად მე, არ მინდა კიდევ ერთხელ გადავიკითხო ისინი. - რატომ? ემოციური კონტრასტი ამ სიტყვებისა ძალიან დიდია. სიყვარულის და სიკეთის აღმნიშვნელი ფრაზები აღმოჩნდა ბევრად სასიამოვნო გასააზრებელი და ემოციურად მეტად კარგი გამოსათქმელი.
როდესაც ამბობ «მე ვარ…» შენ ის ხდები. «მე ვარ» – ესა არის ჩვენი ღვთიური კავშირი სამყაროსთან, რომელიც გვქმნის იმად, ვინც ვართ. იმედიტირეთ ამ სიტყვებით, წარმოთქვით ის გონებაში, მოიწვიეთ თქვენში ძალა და ენერგია.
თუ გსურს, გააძლიერო ემოცია, სწორი, სუფთა, დაურთე მედიტაცია.
მე ვარ … – აქ ამოისუნთქე, ამოსუნთქვა არის გაგზავნილი სიგნალი, შეტყობინება. ჩასუნთქვა არის მიღება პასუხისა - ბედნიერება, სიმდიდრე, სიმშვიდე, სილამაზე.
ისარგებლე სიყვარულის ენერგიით, მთლიანობის ენერგიით. მთავარია, გააღვიძო შენში ის მთავარი ღვთიური სხივი. მოეშვი, შეაბიჯე ახალ სამყაროში. შენ ხარ სიკეთე.
შეცვალე, რაც ხდება შენში და დააკვირდი. პასუხად - შეიცვლება სამყარო შენ ირგვლივ.
თათა შენგელია
წყარო