ჯანსაღი და ნორმალური ურთიერთობა მუდამ საჭიროებს კომპრომისს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ადეკვატური და არა გადაჭარბებული, რადგან საბოლოო ჯამში, ისევ თქვენ დაზარალდებით ამდენი დათმობით. ასე რომ - ცხრა რამ, რაც არასდროს უნდა გააკეთოთ საყვარელი მამაკაცის გამო, როგორიც უნდა იყოს ის!
«უარი თქვა საყვარელ ძაღლზე»
თუ მას ალერგია აქვს ცხოველის ბეწვზე, კეთილი ინებოს და მივიდეს ექიმთან, რომელიც დაუნიშნავს ალერგიის წამალს. თქვენ არ უნდა თქვათ უარი იმაზე, რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინმეს სასარგებლოდ.
საქმე იმაშია, რომ დღეს მას შეაწუხებს თქვენი ძაღლი, ხვალ თქვენი მეგობრები, დედა და რამდენიმე წელიწადში თავად თქვენ, რა თქმა უნდა, უნდა დაუთმოთ მას, მაგრამ ზედმეტი ფანატიზმის გარეშე.
მუდმივად იყო დიეტაზე და არ ჭამო საჭმელი
კარგი ფიზიკური ფორმა ეს მშვენიერია. თუ დადიხართ სატრენაჟორო დარბაზში და იკვებებით ჯანსაღად, - ეს ძალიან კარგია. ასე თქვენ ზრუნავთ თქვენს ფორმებსა და ჯანმრთელობაზე, მაგრამ თუ თქვენ ამას აკეთებთ იმიტომ, რომ თქვენს კაცს სურს გიხილოთ უფრო სუსტი და გამხდარი, მას არ მოსწონს სრული ქალები - ეს უკვე კლინიკაა.
რამდენიმე კილოგრამით მეტი იქნებით თუ ნაკლები, რეალურად ამას არ შეუძლია შეცვალოს მამაკაცის დამოკიდებულება საყვარელი ქალის მიმართ. თუ ის რეაგირებს ყოველ მომატებულ კილოგრამზე, დაფიქრდით, ღირს კი ტანჯვა ამის გამო?
გააჩინო შვილები მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სურს ქმარს
შვილები - ეს სერიოზული გადაწყვეტილებაა. თუ თქვენ არ ხართ ამისთვის მზად, აუცილებლად უნდა დაელაპარაკოთ მეუღლეს. ამაში არაფერი სამარცხვინო არ არის. ეს დიალოგი ჯობს, ვიდრე გაჩუმდეთ და გააჩინოთ მის საამებლად შვილი. ვინ, თუ არა თქვენ, წყვეტთ ამ ყველაფერს! თუ როდის დადგება ეს დრო.
ჩაიცვა ისე, როგორც მოსწონს მამაკაცს
თქვენს შეყვარებულს არ მოსწონს თქვენი სპორტული სტილი, არამედ სურს გხედავდეთ ლამაზ სექსუალურ კაბაში? ან პირიქით? ეს მხოლოდ მისი პრობლემაა. თქვენი გარდერობი - ეს თქვენი გემოვნების საქმეა, თქვენ ხომ არ ეუბნებით მას, როგორ ჩაიცვას?
მის გამო გაიკეთო ტატუ
"ინსტაგრამში" ძალიან საყვარლად ჩანს მისი სახელის ინიციალებიანი ტატუ სხეულზე. ასეთი ფოტოები უამრავ ლაიქს დააგროვებს. ვიღაც ჩათვლის, რომ ეს არის ნამდვილი სიყვარული. დაფიქრებულხარ, რა მოხდება, თუ დაშორდებით?
მისცე უფლება, გაკონტროლოს
ყველაზე დიდი შეცდომა - როდესაც ქალი ყველაფრის საქმის კურსში აყენებს მამაკაცს, სად იყო, ვის შეხვდა, ვის სწერს, ვის ელაპარაკება, რას ჭამს, რა უნდა ჩაიცვას... და რატომ აკეთებ ამას? თუ იმიტომ, რომ ის არ გაბრაზდეს, მაშინ დაე, გაბრაზდეს, ოღონდ სხვა ადამიანზე. ასეთი კაცი თქვენ არ გჭირდებათ!
კაფესა და რესტორანში გადაიხადო მისი ფულიც
ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. შეიძლება მას სახლში დარჩეს საფულე ან აღმოჩნდეს, რომ არ ჰყოფნის თანხა. ეს არ „ტეხავს“. თუ თქვენ გადაიხდით მის მაგივრად, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს ერთიორჯერ, მაგრამ თუ ამას მუდმივი სახე მიეცა, გილოცავთ! თქვენ ხვდებით ალფონსს.
თავი მოისულელო
არასდროს მოისულელო თავი. ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რომ კაცებს მოსწონთ სულელი ქალები. ნუ, სულელ კაცებს კი, მოსწონთ სულელი ქალები. თუ თქვენს მამაკაცს მოსწონს სულელი ქალები, დაე, წავიდეს და ნახოს, ეტყობა, ეგეთს იმსახურებს.
თავი აარიდო მეგობრებს
თუ მას არ მოსწონს შენი მეგობრები, ეს მისი პრობლემაა. დაშორდე საუკეთესო მეგობრებს მხოლოდ ამის გამო, ეს სრული სისულელეა. ეს შენი ცხოვრებაა, შენი მეგობრები, შენი არჩევანი.
თათა შენგელია
წყარო