ფსიქოლოგებისა და ადამიანის ანატომიაზე დაკვირვებების შედეგად დადგინდა, რომ კაცის სხეულის ტემპერატურა ქალისაზე ბევრად მაღალია. როგორც აღმოჩნდა, ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელია, სამუშაო გარემოში, ოფისებში ტემპერატურა დარეგულირებული იყოს ისე, სადაც ქალები და მამაკაცები ერთნაირი პროდუქტიულობით შეძლებენ მუშაობას.
კვლევის თანახმად, თუ ტემპერატურა ოფისში ისეთია, რომელიც მხოლოდ კაცებისთვის არის მისაღები, შესაძლოა, ცუდი იყოს ბიზნესისთვის, რადგანაც ასეთ ტემპერატურაში ქალებს მუშაობა უჭირთ და ეს მათ შრომისუნარიანობასთან პირდაპირპროპორციულია.
კვლევამ გამოავლინა, რომ ქალები უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებენ, ბევრად კარგ უნარებს ავლენენ მათემატიკური და ვერბალური დავალებების შესრულებისას, როცა ოთახში ტემპერატურა მაღალია. საპირისპირო ეფექტი კი გამოიღო მამაკაცების შემთხვევაში, თუმცა ტემპერატურის გავლენა მათი მუშაობის ხარისხზე ნაკლებად შესამჩნევია.
კვლევის მონაწილეების სამუშაო ოთახში ტემპერატურა 25°C იყო. ექსპერიმენტის ფარგლებში, მონაწილეებს მისცეს სამი სხვადასხვა ტიპის დავალება - მათემატიკური, ვერბალური და კოგნიტური. ტემპერატურას გავლენა ჰქონდა მათემატიკური და ვერბალური დავალებების შესრულებისას, თუმცა მისი გავლენა არ აღინიშნა კოგნიტურ ამოცანებზე.
„აღმოჩნდა, რომ ქალებს უფრო მეტად უმარტივდებოდათ სწორი გადაწყვეტილებების მიღება მაღალი ტემპერატურის პირობებში“, - ამბობს პროფესორი ტომ ჩენგი. „ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, გრძნობენ თუ არა კომფორტულად თავს ქალები უფრო თბილი ტემპერატურის პირობებში; ვსაუბრობთ იმაზე, რომ ისინი უკეთ მუშაობენ მსგავს პირობებში, იღებენ უკეთეს გადაწყვეტილებებს“, - განმარტავს ჩენგი.
წყარო