ბევრი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეჯახებია მას: უეცარი თავბრუსხვევა, აჩქარებული გულისცემა, ამოუხსნელი შიში და შეგრძნებები, რომ სადაცაა სიკვდილი მოგვიკაკუნებს. პანიკური შეტევა - ნამდვილი მტერია დიდი ქალაქის მცხოვრებლებისთვის და განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდებში. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საშუალო ასაკი, რომელიც ამას განიცდის, 20-30 წლამდე სეგმენტზე მოდის.
როგორ მოვიქცეთ, თუკი პანიკური შეტევა დაგვეწყო
- იმ მომენტში, როცა პანიკური შეტევა სახეზეა, მიზეზის ანალიზის დრო ნამდვილად არ არის, მაგრამ არის რამდენიმე საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ შეტევის დაძლევაში:
- გააკეთეთ ღრმა ამოსუნთქვები. ეს შესაძლოა იყოს პლასტმასის ჭიქა ან თუნდაც პარკი - მშვიდად ისუნთქეთ მასში. ასე უფრო სწრაფად მოახდენთ სუნთქვის დასტაბილიზებას და პანიკას გაუმკლავდებით.
- გადართეთ ყურადღება რაიმე გარშემო არსებულ ნივთზე, მაგალითად, დათვალეთ მეტროსადგურის ბოძები ან გამვლელების კოსტიუმებზე ღილები - ნებისმიერი კონცენტრაცია გარე ნივთზე დაგეხმარებათ გონზე მოსვლასა და რეალობასთან კავშირის დაბრუნებაში.
- დარჩით ადგილზე. უმჯობესია, ჩამოჯდეთ. პანიკური შეტევის დროს შეეცადეთ, შეზღუდოთ გადაადგილება. შეეცადეთ ჩამოჯდეთ, სადაც ხართ და "გაშეშდეთ". ეს მეთოდი კონცენტრირებაში დაგეხმარებათ და თქვენს შინაგან არასასიამოვნო შეგრძნებას მალე გააქრობს.
- დაელაპარაკეთ ვინმეს. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ უცხო პიროვნებას დახმარება რომ სთხოვოთ, ის შესაძლოა თავისი უბრალო ყურადღებით დაგეხმაროთ. სხვა ადამიანთან კომუნიკაცია დაცულობის შეგრძნებას შეგიქმნით და შეტევაც გაქრება.
5 რჩევა პანიკური შეტევის პროფილაქტიკისთვის
- არ აწარმოოთ მჯდომარე ცხოვრების წესი. ხშირად შეტევა ენდორფინების ნაკლებობით არის გამოწვეული, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს დატვირთვისას. ამიტომ მსუბუქი აერობიკული ვარჯიშიც კი შეგიმსუბუქებთ ცხოვრებას.
- შეეცადეთ არ ინერვიულოთ. ეს რეკომენდაცია შესაძლოა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ სიმშვიდე გადაგარჩენთ მხოლოდ და მხოლოდ პანიკური შეტევებისგან, დაიმახსოვრეთ.
- არ დალიოთ ყავა ან შეამცირეთ მისი მიღების რაოდენობა. კოფეინი გულისცემის აჩქარებას იწვევს, რამაც შესაძლოა პანიკური შეტევა გამოიწვიოს ნებისმიერ მომენტში.
- ალკოჰოლთან ფრთხილად იყავით. სპირტის შემცველი სასმელი შესაძლოა ორგანიზმის მოულოდნელი რეაქციების მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს, რამაც საბოლოოდ შეტევაც შეიძლება გამოიწვიოს.
- ფრთხილად იყავით წამლებთან. გააანალიზეთ, კავშირში ხომ არ არის წამლების მიღება პანიკურ შეტევებთან? ზოგჯერ წამლებიც იწვევს შეტევებს. ამიტომ ექიმთან კონსულტაცია გაიარეთ.
წყარო: cosmo