როცა ის გეუბნებათ, "გააკეთე რაც გინდა", უმჯობესია, თავი შეიკავოთ იმისგან, რის გაკეთებასაც აპირებთ. ადამიანის გაგება - ეს ერთი მთელი ხელოვნებაა, განსაკუთრებით, ქალბატონების შემთხვევაში. როგორც აღმოჩნდა, გარკვეულ ფრაზებს სრულიად სხვა განმარტება აქვს.
"გააკეთე ის, რაც გაგიხარდება"
- არ მოიქცეთ ასე, თუკი არ გინდათ ხანგრძლივი კამათი. შესაძლოა, მას ამ ფორმით თქვენი ყურადღების მიქცევა სურს. გამოუყავით მეტი ყურადღება და დრო.
"მარტო ყოფნა მჭირდება"
- ეს ნიშნავს იმას, რომ მის ცხოვრებაში საკმაოდ დიდი რაოდენობით ხართ. არ აძლევთ განმარტოების საშუალებას, მას კი ეს ახლა განსაკუთრებით სჭირდება. ნუ მოაბეზრებთ თავს კითხვებით. მიეცით მეტი თავისუფლება.
"არ ხარ ვალდებული, ეს გააკეთო"
- მას შეუძლია ეს ყველაფერი თავაზიანობის გამო გითხრას. ქალებს ძალიან უყვართ მცირე ჟესტები, რომლებიც თქვენი მხრიდან მისი მისამართით სიყვარულს გამოხატავს. დაანახეთ მეტი სიყვარული, ის ამას იმსახურებს.
"მსუქანი ვჩანვარ?"
- არასდროს უპასუხოთ ამ კითხვას თავდაჯერებულად, მინიმუმ კამათი გარანტირებულია. თუკი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნერვიულობთ, დაელაპარაკეთ უბრალოდ, მაგრამ შეურაცხყოფა არასდროს მიაყენოთ.
"მშვენიერია!"
- დააკვირდით, როგორი ხმით იტყვის ამას. ეს შესაძლოა მის გაბრაზებას უსვამდეს ხაზს. შესაბამისად, სალაპარაკო ნამდვილად ბევრი გაქვთ.
"არ ვბრაზდები"
- ის ნამდვილად ბრაზობს, მას თქვენგან მობოდიშება სჭირდება. აცადეთ, როდის დამშვიდდება და შემდეგ იკითხეთ, რა ხდება.
"ის სიმპათიურია?"
- საქმე იმაშია, რომ ამ კითხვის შემთხვევაში მას უნდა, გაიგოს, რომ ის ყველაზე ლამაზია. ამიტომ გაანებივრეთ კომპლიმენტებით.
"უნდა დავილაპარაკოთ"
- ის ნამდვილად გაღიზიანებულია. საჭიროა მისი მოსმენა. დაფიქრდით, იქნებ თქვენს ურთიერთობებში პრობლემებია და დროა, გადაწყვიტოთ.
"მოგვიანებით დავილაპარაკოთ"
- ის გაბრაზებულია, დამშვიდება სჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს პრობლემის გადაჭრას. მიეცით დრო და არ დააყაროთ კითხვები.
"საყვარლად გამოიყურება"
- ის თავაზიანად იქცევა, უარს არ ამბობს თქვენს საჩუქარზე, მაგრამ გამოყენებას ნამდვილად არ აპირებს. ეს ის არ არის, რაც უნდოდა, მაგრამ მოსწონს თქვენი ქმედება მისი მისამართით.
"არა" ნიშნავს "არას"
- ამ ფრაზაში არავითარი დამალული შიფრი არ არსებობს, "არა" ნიშნავს "არას". ყველაფერი ნათელია. უმჯობესია, გამოიჩინოთ პატივისცემა მისდამი და საზღვრებს აღარ გადახვიდეთ.
წყარო: cluber