გულწრფელი ადამიანები დადებით გავლენას ახდენენ გარშემომყოფებზე. ამ საკითხზე არაერთი ფსიქოლოგი შეჯერდება. სულ ახლახან კი LinkedIn Pulse-ზე ექიმმა ტრევის ბრედბერიმ გამოაქვეყნა ადამიანის უნიკალური თვისებების შესახებ კვლევა, რომელიც პიროვნების ენერგეტიკასა და საკუთარ თავში თავდაჯერებულობას ასახავს.
გთავაზობთ, გაეცნოთ 12 თვისებას გულწრფელ ადამიანებში და ნახოთ, რომელი ემთხვევა თქვენსას.
1. გულწრფელი ადამიანები არ ცდილობენ ყველას გულის მოგებას
- მათთვის სულერთია, ვის მოსწონს და ვის არა, ეს კი სრულებით ნორმალურია. ისინი არ აძლევენ საშუალებას სხვის ანტიპათიებს, მათზე ზეგავლენა იქონიოს. მზად არიან არასტანდარტული გადაწყვეტილებების მისაღებად და თავიანთ მოსაზრებას ბოლომდე მიჰყვებიან.
2. ისინი არ განიკითხავენ
- გულწრფელი ადამიანები საინტერესოები და მარტივი საკომუნიკაციოები არიან გარშემომყოფებისთვის, გახსნილები არიან ახალი იდეებისა და დახმარებისთვის. არასდროს განიკითხავენ სხვებს, ვინაიდან მათ საკუთარი საქმეც საკმარისად აქვთ.
3. დამოუკიდებლად გეგმავენ თავიანთ გზას
- ისინი შინაგანად ბედნიერები არიან და ეს კი თავისუფლებას ანიჭებთ შინაგანი კომპასის მართვისას. არ სჭირდებათ სხვა ადამიანის როლის მორგება. აკეთებენ იმას, რაც მიაჩნიათ სწორად. ამიტომ არ აქცევენ ყურადღებას მათ, ვისაც ისინი არ მოსწონთ.
4. ისინი გულღიები და ხელგაშლილები არიან
- გულწრფელი ადამიანები საკუთარ ცოდნასა და რესურსებს სხვებსაც უზიარებენ, თუნდაც თანამშრომლებს. თავისუფლად ირგებენ ლიდერის ფუნქციებს, შედეგი კი ყოველთვის საუკეთესო აქვთ. მათ მიაჩნიათ თანამშრომლის წარმატება თავიანთ წარმატებად და ამით ბედნიერები არიან.
5. პატივისცემით ეპყრობიან ყველას
- გულწრფელი ადამიანები ტაქტიანები არიან. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, საქმე მომხმარებელს თუ რესტორანში ოფიციანტს ეხებ., ადამიანებთან ურთიერთობაში გაწონასწორებულები არიან მუდამ და პატივისცემით ეპყრობიან აბსოლუტურად ყველას.
6. მატერიალური ნივთები მოტივაციას არ მატებთ
- მოტივაციისთვის შოპინგი და მოდური, ბრჭყვიალა ნივთები ნამდვილად არ სჭირდებათ. საქმე იმაში არ მდგომარეობს, რომ არ მოსწონთ მაღაზიებში სიარული. უბრალოდ მათ სჯერათ, რომ ბედნიერება შინაგანი მდგომარეობაა, რომელსაც მეგობრებთან, ოჯახთან და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობით მიიღწევა.
7. საიმედოები არიან
- ხშირად უმიზეზოდ მივიწევთ იმ ადამიანებისკენ, რომლებსაც ვენდობით. საქმე იმაშია, რომ ადამიანები ურთიერთობისას საკუთარი აზრების გაცვლით გარკვეულ სიმპათიებს აყალიბებენ, რაც შედეგად იწვევს მათთან კომუნიკაციის გაგრძელების სურვილს. ასეთი ადამიანები სანდოობით გამოირჩევიან.
8. ისინი "სქელკანიანი" ადამიანები არიან
- კრიტიკას არასდროს იღებენ შეურაცხყოფად, არ კარგავენ დროს მტრების ძიებაში, არ ჩქარობენ დასკვნების გამოტანაში. ობიექტურად აფასებენ ნეგატიურ უკუკავშირს და წყენის გარეშე გადადებენ გვერდზე.
9. შეუძლიათ ტელეფონი გვერდით გადადონ
- საუბრისას ეკრანს არ უყურებენ და ყოველ წუთს არ ამოწმებენ სიახლეებს ტელეფონში. მოსაუბრესთან კომუნიკაციისას მთლიანად გადაეშვებიან სასაუბრო თემაში და კონცენტრირებულები ხდებიან სრული არსებული ენერგიით. შესაბამისად, მათთან ურთიერთობა ბევრად სასიამოვნო და ეფექტურია.
10. მათ "ეგო" არ მართავს
- მათი გადაწყვეტილებები სიმპათიებსა და ანტიპათიებზე არ არის დაფუძნებული. ანალოგიურად არ სჭირდებათ ყურადღების ცენტრში ყოფნა და სხვისი მიღწევების საკუთარ თავზე დაბრალება.
11. მლიქვნელობას ვერ იტანენ
- გულწრფელი ადამიანები თავიანთი პრინციპებით ცხოვრობენ. ისინი არასდროს მიგითითებენ, რა გააკეთოთ. ისინი პრობლემებს საღი აზროვნებით უდგებიან და შედეგად მარტივადაც იღებენ გადაწყვეტილებებს.
12. არასდროს საუბრობენ საჯაროდ
- საკუთარ წარმატებებზე არ ტრაბახობენ. ისინი შინაგანად არიან დარწმუნებულები და მშვიდად, აუღელვებლად მიიწევენ წარმატებისკენ. მათ არ სჭირდებათ საჯაროდ თავის წარმოჩენა. გარშემომყოფები ისედაც ხედავენ ასეთ ადამიანებს და აფასებენ კიდეც.
წყარო: cluber