ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავში არ არიან თავდაჯერებულნი, მიჩვეულნი არიან დამალონ შიშები და მღელვარება მოჩვენებითი თავდაჯერებულობის მიღმა, რაც შედეგად განაპირობებს იმას, რომ გარშემომყოფებს არასრულყოფილების შეგრძნება უჩნდებათ საკუთარი თავისადმი. სინამდვილეში ასეთი ადამიანის მიღმა იმალება ნიღაბს ამოფარებული კომპლექსიანი პიროვნება, რომელიც სხვების კრიტიკასა და დამცირებაშია მუდამ.
ნარცისიზმი და არათავდაჯერებულობა
- ხშირ შემთხვევაში ნარცისიზმი კომპლექსების მქონე ადამიანებს გააჩნიათ, მათ, ვინც ცდილობს აიმაღლოს თვითშეფასება. თუკი ადამიანი თქვენთან კომუნიკაციისას იწვევს საკუთარი თავის არასრულყოფილების განცდას, ესე იგი, მას თვითონ აქვს დაბალი თვითშეფასება. ნარცისიზმი პათოლოგიის დონეს, საბედნიეროდ, არასდროს აღწევს, თუმცა საკმაოდ გავრცელებულია დღევანდელ ახალგაზრდობაში.
თვითშეფასება და ნარცისიზმი
- ზოგიერთმა დაკვირვებამ, აჩვენა რომ ღია და დაფარული ნარცისიზმი ადამიანების თვითშეფასების ამაღლებასა და ეფექტურობას, ასევე, რაიმეს მიღწევის რწმენას უღვივებს. ფსიქოლოგი ჯეიმს ბრუქსი დერბის უნივერსიტეტიდან დაკვირვებას აწარმოებდა ნარცისიზმის ძლიერი გამოვლენის მქონე ადამიანებზე. სტუდენტების მაგალითზე მან თვითშეფასებისა და ადამიანის პროდუქტიულობა შენიშნა.
არათავდაჯერებული ადამიანები ცდილობენ სხვებშიც არათავდაჯერებულობა გააღვივონ
- ადამიანები, რომლებიც გამუდმებით თავს იქებენ და ძლიერ მხარეებზე საუბრობენ, სინამდვილეში მშიშრები და დაკომპლექსებულები არიან, თუმცა საუბრისას იმდენად ინიღბებიან, რომ თანამოსაუბრეს არასრულფასოვნების კომპლექსს უღვივებენ, რაც შედეგად თვითშეფასებას უგდებთ. არათავდაჯერებული ადამიანები ხშირად წუწუნებენ, ხშირად საუბრობენ თავიანთ თავდაჭერაზე.
საბოლოო მოსაზრება
- ადამიანს, რომელიც კომპლექსების ბუდეა, გარეგნულად მარტივად შეამჩნევთ. თუკი თქვენს თავში ხართ დარწმუნებული, გახსოვდეთ, რომ ნარცის ადამიანებს არასრულფასოვნების კომპლექსი მუდამ ექნებათ, ასეთ ადამიანებთან კომუნიკაცია კი, პირველ რიგში, თქვენთვისვეა საზიანო, ვინაიდან ფსიქოლოგიური ტრავმები გარდაუვალია ასეთ დროს. ნუ იქნებით საკუთარი თავისადმი ზედმეტად კრიტიკულები. პრობლემას მღელვარებით ვერ გადაჭრით.
წყარო: cluber