ფსიქო

ენერგოვამპირების 5 ტიპი: როგორ გავუმკლავდეთ მათ

ენერგოვამპირების 5 ტიპი: როგორ გავუმკლავდეთ მათ
თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში არის ისეთი ადამიანი, რომელიც მუდმივად რაღაცაზე წუწუნებს და წუწუნებს, რითიც ენერგიას გაცლით.
ადამიანი, ვისთან ურთიერთობაც იმდენად მოსაბეზრებელი და აუტანელია, რომ მასთან შეხვედრის შემდეგ მორალურად გამოჯანმრთელებას საჭიროებ.
ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებთ და არ იციან არც სიმპათია, არც თანაგრძნობა.
მათ მიერ აშენებული ურთიერთობები შექმნილია მხოლოდ მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ადამიანები უარყოფითად მოქმედებენ თქვენს ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე.
Wikihow-ის ენციკლოპედიაში ჩამოთვლილია შემდეგი ნიშნები, რაც მიგვითითებს, რომ ადამიანი ენერგოვამპირია:

  • ქუთუთოები
    გიმძიმდებათ და დიდი სურვილი გაქვთ, დაიძინოთ. გუნება-განწყობა გიფუჭდებათ.
  • ძლიერი სურვილი გაქვთ გადაჭარბებულად ჭამის, სწრაფი კვების ან სხვა უსარგებლო საკვების მიღების.
  • გრძნობთ შფოთვას, დეპრესიას. თავს ცუდად გრძნობთ.
  • ამ ადამიანთან კომუნიკაციისას გრძნობთ, რომ ის თქვენ ენერგიას გართმევთ.

ენერგოვამპირების სხვადასხვა სახეობა არსებობს. ამოცნობით კი ხელს შეუშლით მათ, რომ მიითვისონ თქვენი ძალა და ენერგია.

1. ნარცისი

ნარცისი არის ადამიანი, რომელიც თავისი თავით მაქსიმალურადაა დაინტერესებული. ამიტომ ნარცის ვამპირებს აქვთ განცდა, რომ რაღაც განსაკუთრებული ევალებათ.
როგორც წესი, ასეთმა ადამიანებმა ნაკლებად იციან თანაგრძნობა. ასეთ ადამიანებს პრაქტიკულად არ შეუძლიათ უყვარდეთ ასე უბრალოდ, უმიზეზოდ. ნარცის ვამპირს უკიდურესად „გაბერილი“ ეგო აქვს. მათ უყვართ ბრძოლა და კონფლიქტების დაწყება.


2. თავგანწირული

ისინი ფიქრობენ: "მე ვარ ღარიბი და ყველაზე უბედური ადამიანი მსოფლიოში". ასეთ ადამიანებს სჯერათ, რომ სამყარო ეწინააღმდეგება მათ და სწორედ ის არის დამნაშავე იმაში, რომ ისინი ცხოვრებაში უბედურები არიან. ასეთი ადამიანები მუდმივად წუწუნებენ და უჩივიან რამეს, ერთდროულად იღებენ თქვენს ენერგიას და ძალას. ამავე დროს, ასეთი ადამიანი პრაქტიკაში არასდროს იყენებს რჩევას, რომელსაც მას აძლევთ. როგორც წესი, ამ ტიპის ენერგოვამპირებს ყოველთვის სჭირდებათ რაღაცის მუდმივად დამტკიცება.


3. მაკონტროლებელი

წარმოიდგინეთ, ურთიერთობაში დომინანტური ადამიანი ან უფროსი, რომელიც მუდმივად მანიპულირებს სხვებით და იყენებს მუქარას, რომ ადამიანმა აკეთოს ის, რაც მას სურს. 
ამ ტიპის ენერგოვამპირისთვის აუცილებელია, რომ ყოველთვის აკონტროლოს ყველაფერი. ის გააკეთებს ყველაფერს, რაც ამ მიზნის მისაღწევადაა საჭირო. ზოგ შემთხვევაში, მან შეიძლება გამოიყენოს აგრესია და „ბინძური ხრიკებიც“. მაგალითად, ემოციებზე დაფუძნებული გზებით მოგიდგეთ, შანტაჟს მიმართოს, რის შემდეგაც ადამიანი თავს დამნაშავედ გრძნობს. ამის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ამ ტიპის ფსიქიკური ვამპირი ყველაზე საშიშია.
ეს ემოციების მაკონტროლებელი ვამპირი ხშირად მოქმედებს ისე, რომ ოპონენტის ემოციები გაუფასურდეს. ის ამას აკეთებს იმისათვის, რომ ურთიერთობებზე დომინირება მოახდინოს ან ადამიანი დაამციროს. თავდაცვის საუკეთესო ტაქტიკაა მკაფიო საზღვრების დადგენა იმის შესახებ, თუ რა არის თქვენთვის მისაღები და რა - არა. როგორც კი ეს ენერგოვამპირი მიხვდება, რომ თქვენ გარკვეული საზღვრები დაადგინეთ მასთან ურთიერთობაში, ის დაუყოვნებლივ მიგატოვებთ და სხვა პოტენციური მსხვერპლის მოსაძებნად წავა.


4. მოსაუბრე

ენერგოვამპირი, რომელიც საუბარში წამყვან როლს ასრულებს იმის გამო, რომ ის მუდმივად იზიარებს აზრებს და გრძნობებს, ჰყვება ხუმრობებს, ხოლო თანამოსაუბრეს ერთი სიტყვის ჩასმის საშუალებასაც კი არ აძლევს.
ამ ადამიანებს შეუძლიათ ადვილად შეიჭრან თანამოსაუბრეების პირად სივრცეში და ვერც კი შეამჩნიონ, რომ მათ დისკომფორტს უქმნიან.
ამ ტიპის ენერგოვამპირებთან გამკლავების უმარტივესი გზაა - უბრალოდ არ დაიწყოთ მასთან საუბარი. თუ საუბარი გარდაუვალია, შეეცადეთ გააგრძელოთ საუბარი მხიარული და მარტივი ფორმით.


5. დრამის დედოფალი / დრამის მეფე

ამ ტიპის ენერგოვამპირები ენერგიას წოვენ "ბუზის და სპილოს ურთიერთობის" მსგავსად. ასეთი ადამიანისთვის შეხვედრაზე დაგვიანება სამყაროს ნამდვილი აღსასრული იქნება. ყველაზე უვნებელი გაციება კი აღიქმება, როგორც მომაკვდინებელი დაავადება. ყველაზე უმნიშვნელო სიტუაციებშიც კი, ასეთი ადამიანები თავიანთ მნიშვნელობას აზვიადებენ. ამ ტიპის ვამპირებთან ურთიერთობა შედარებით მარტივია.
თქვენ უბრალოდ უნდა უგულებელყოთ ასეთი ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ენერგოვამპირი შეიძლება ძალიან გაღიზიანდეს, მას არ შეუძლია ზიანი მიაყენოს თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას. უბრალოდ, არ მისცეთ უფლება, გაგაღიზიანოთ.

თქვენ შეგიძლიათ გამოკვეთოთ მკაფიო საზღვრები ენერგოვამპირებთან ურთიერთობისას შემდეგი გზით:

  • არ შეცვალოთ თქვენი აზრი იმაზე, თუ რა ქცევაა თქვენთვის მისაღები და რა - პირიქით. რეაგირება მოახდინეთ ამ ადამიანის ქმედებებზე ისე, რათა მან გაიგოს, რომ თქვენი მოთმინებისა და დროის მარაგი შეუზღუდავია, რომ თქვენ აფასებთ თქვენს პირად სივრცეს.
  • გამოიყენეთ სხეულის ენა. ეს არის ძლიერი თავდაცვა იმ ხრიკებისგან, რომლებსაც ვამპირი იყენებს თქვენგან ენერგიის მისაღებად. გასწორდით, თავი ასწიეთ, ხელები გადააჯვარედინეთ და პირდაპირ თვალებში შეხედეთ ადამიანს. ზედმეტად ნუ რეაგირებთ მის ნათქვამზე. ეს ძალზე ეფექტური გზაა იმისთვის, რომ ენერგოვამპირს აცნობოთ, თქვენ არ ხართ დაუცველი მსხვერპლი. ის იგრძნობს (იქნება ეს პირდაპირ თუ ქვეცნობიერად), რომ ვერ შეძლებს თქვენი ენერგიის ნაკადის ჩაკეტვას. შედეგს თავად იხილავთ.

წყარო: Cluber
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93